ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/14.PNG
11/12/2018 17:35

ვებინარი კვლევითი ინფრასტრუქტურების შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS-ის ფარგლებში დაგეგმილი, რიგით მე-5 ვებინარის შესახებ სახელწოდებით „შესაძლებლობები ჰორიზონტი 2020-ში კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის“. კვლევითი ინფრასტრუქტურა მოიცავს სხვადასხვა სფეროში რესურსებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით. კვლევითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა ასევე ყურადსაღებია ტექნოლოგიებისა და მისი გამოყენების თვალსაზრისითაც.   ევროკავშირის მასშტაბით გაზრდილია აღნიშნული თემატიკით დაინტერესება, რაც გამოიხატება კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპული სტრატეგიული ფორუმის   (European Strategy Forum on Research Infrastructures (ESFRI) წარმატებულად განხორციელებით. EaP PLUS პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ვებინარი მიმოიხილავს ჰორიზონტო 2020-ის კონკურსებს ევროპული კვლევითი ინფრასტრუქტურების 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამიდან (European research infrastructures (including e-infrastructures) , სადაც განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2019 წელია. ვებინარი გაიმართება 2018 წლის 13 დეკემბერს, 1 4 სთ-ზე საქართველოს დროით. ვებინარზე დასწრება უფასოა, სამუშაო ენაა ინგლისური და მას წარუძღვებიან პოლონეთის ეროვნული საკონტაქტო პირები და ექსპერტები. გთხოვთ, იხილოთ ბმული ვებინარზე დასარეგისტრირებლად. დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ EaP PLUS პროექტის ვებგვერდი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/ERC%20logo.jpg
06/12/2018 17:16

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ   დევნილთა დაცვის საკითხი მეოცე საუკუნის ცენტრალურ ევროპაში მეოცე საუკუნეში ცენტრალური ევროპა იქცა ომისა და რასობრივი დევნის მთავარ ადგილად. პირველი მსოფლიო ომისა და ჰაბსბურგის მონარქიის დაშლის შემდგომ, სახელმწიფოები მუდმივად ცდილობდნენ მოლაპარაკების გზით განესაზღვრათ დევნილთა სტატუსი და შეემუშავებინათ მათი დაცვის ეფექტური საშუალებები.  დღევანდელ დღეს იძულებითი მიგრაცია მსოფლიოში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. UNHCR -ის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით 68.5 მილიონი ადამიანი არის იძულებითი მიგრაციის მსხვერპლი, რაც სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, რათა იმოქმედონ დევნილთა პრობლემის გადასაჭრელად და არ შემოიფარგლონ მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების წარმოებით. მიუხედავად არსებული კრიზისისა ცენტრალური ევროპა არ არის მზად სრულად გადაჭრას მიგრაციის პრობლემა და მიიღოს იძულებით გადაადგილებულ მიგრანტთა გაზრდილი ნაკადი. ამ პროექტში, საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი, დოქტორი მიქალ ფრანკლის ხელმძღვანელობით, შეისწავლის მეოცე საუკუნეში დევნილთა მიგრაციისა და თავშესაფრის უზრუნველყოფის საკითხებს, ისტორიის შედარებითი კვლევისა და მულტი-დისციპლინარული მიდგომების გამოყენებით.  ცენტრალური ევროპის ისტორიული გამოცდილებაზე დაყრდნობით კვლევა მიზნად ისახავს დევნილთა დაცვის საკითხის სამეცნიერო და პოლიტიკური დებატების წამოწყებას. დაფინანსების ოდენობა: € 1,995,950 5 წლიანი პროექტისათვის კვანტური კრიპტოგრაფიის გაუმჯობესება ყოველდღიურად ინტერნეტ სივრცეში გაზიარებული პერსონალური და ზოგადი ციფრული მონაცემების რაოდენობიდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ციფრული კომუნიკაციების წყაროების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვე სამყაროსათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. დღემდე აღნიშნულის განხორციელება ხდებოდა კრიპტოგრაფიული პროტოკოლების გამოყენებით, ვინაიდან არსებობს მოსაზრება, რომ არსებული კომპიუტერული ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული რთული მათემატიკური ოპერაციების შესრულებას. უახლოეს მომავალში კვანტური კომპიუტერების განვითარება გამოიწვევს კლასიკური ფორმატის კრიპტოგრაფიის პროტოკოლების მოხმარებიდან ამოღებას. კვანტური კომპიუტერის განვითარება რთული მათემატიკური ფორმულების ჩართულებიდან გამომდინარე დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან ადამიანის ინტუიცია სამყაროსთან გაცილებით უფრო ადაპტირებულია ვიდრე კვანტურ რეალობა. პროექტის ფარგლებში პროფესორი დომინიკ უნრუ , კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით შეიმუშავებს აღნიშნული მათემატიკური ოპერაციების კრიპტოგრაფიული დაცვის ახალ მეთოდებსა და მექანიზმებს. აღნიშნული გულისხმობს ახლებური კომპიუტერული ლოგიკისა და პროგრამული მექანიზმების შემუშავებას. პროექტი მიზნად ისახავს კვანტური პროტოკოლების დაცვის სისტემის გაუმჯობესებას და ამასთან შესაძლო ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას. აღნიშნული პროექტი მკვლევრებს მისცემს საშუალებას შეამოწმონ მათი მათემატიკური კვლევის სისწორე. დაფინანსების ოდენობა: € 1,716,475 5 წლიანი პროექტისათვის
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/SnT%20IMAGE.jpg
27/11/2018 17:44

საერთაშორისო კონფერენცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ SnT 2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების 2019 წლის კონფერენციის შესახებ, რომელსაც ატარებს ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის ორგანიზაცია ( CTBTO) და ეხება ამავე ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კონვენციის ამოქმედების საკითხს. ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით ბირთვული ცდების ჩატარების აკრძალვასა და კანონგარეშედ გამოცხადებას. ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის საბჭო ჩამოყალიბდა 1997 წელს და იმართება ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან. აღნიშნული კონფერენცია მეტწილად ეყრდნობა კონვენციის ძალაში შესვლისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო ინოვაციურ და უნივერსალურ მიდგომებს. ღონისძიება წარმოადგენს CTBTO -ს რიგით მეშვიდე კონფერენციას, რომელიც თავს მოუყრის 1000-მდე საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე მეცნიერს, ტექნოლოგს, აკადემიკოსს, სტუდენტს, მედიისა და უშუალოდ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლებიც პირადად იქნებიან ჩართულნი კონვენციის ვერიფიკაციის პროცესში. კონფერენციის ძირითადი მიზნებია: ბირთვული ცდების აკრძალვის მონიტორინგში სამეცნიერო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობის გაძლიერება CTBTO -სა და სამეცნიერო საზოგადოებებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა; ბირთვული ცდების აკრძალვის მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გამოვლენა და გადაჭრის გზების მოძიება; ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული და პოლიტიკური გეგმების იდენტიფიცირების ხელშეწყობა სამეცნიერო საზოგადოების თანამშრომლობის გზით; ცდების აკრძალვის ვერიფიკაციის მიზნით ფართო სამოქალაქო და სამეცნიერო საშუალებების ხელშეწყობა. კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 24-28 ივნისს ქალაქ ვენაში, ავსტრიაში. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი. ვრცელი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდს. დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ორგანიზატორებს შემდგომი ელ-ფოსტის მეშვეობით: SnT@ctbto.org  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/pastedImage_1.png
27/11/2018 12:27

პრიზი ქალი ინოვატორებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის პრიზის შესახებ „ EU Prize for Women Innovators”. კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის სოციალური გამოწვევების სვეტის 2018-2020 წლების  სამუშაო პროგრამა „მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისათვის“. აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს ქალების როლის გაძლიერებას ინოვაციების მიმართულებით და ითვალისწინებს 4 ინოვატორი  ქალის დაჯილდოებას, (მათგან ერთი ახალგაზრდა „ე.წ. დამწყები ინოვატორის“), რომელთა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინოვაციურ ეკოსისტემაზე გავლენის თვალსაზრისით. კონკურსის ფარგლებში, გაიცემა 3 ჯილდო 100 000 ევროს ოდენობით, და 1 ჯილდო - 50 000  ევროს ოდენობით ახალგაზრდა „დამწყები ინოვატორისათვის“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი და ჰორიზონტი 2020-თან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენელ ქალ ინოვატორებს (მათ შორის საქართველოდან). მონაწილე უნდა იყოს ინოვაციური კომპანიის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელი, და აღნიშნული კომპანია დარეგისტრირებული უნდა იყოს 2017 წლის 1 იანვრამდე. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მონაწილეთა პორტალის მეშვეობით და განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 16 იანვარი. დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ კონკურსის პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/46496091_179044693043904_919025196348735488_n.png
21/11/2018 16:08

,,ჰორიზონტი 2020”-ის ვებინარი უსაფრთხოების საკითხებით დაინტერსებულთათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვებინარის შესახებ, რომელიც ფოკუსირებულია ევროპის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ში უსაფრთხოების თემატიკაზე. ვებინარზე განხილულ იქნება „ჰორიზონტი 2020“-ის სოციალური გამოწვევების სვეტის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამა და “უსაფრთხო საზოგადოებების“ მიმართულებით. ვებინარში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც მოღვაწეობს უსაფრთხოების სფეროში და დაინტერესებულია აღნიშნული თემატიკის კვლევებით. ვებინარი მოიცავს შემდეგ თემებს: კატასტროფების მიმართ მდგრადობა კრიმინალი და ტერორიზმი სასაზღვრო და საგარეო უსაფრთხოება ვებინარი აღნიშნული მიმართულებით ინფორმაციის გაზიარებისა და კონტაქტების მოძიების კუთხით გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სადაც მომხსენებლები ასევე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ მონაწილეებს. ვებინარი გაიმართება მიმდინარე წლის 12 დეკემბერს და მასში მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/pic.png
09/11/2018 15:41

საერთაშორისო კონფერენცია - ,,ევროკავშირის კვლევა და ინოვაცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ - , ,ევროკავშირის კვლევა და ინოვაცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“ . კონფერენცია ეხება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს და, ამავდროულად, არის შესაძლებლობა ევროკავშირის ინსტიტუტების, კვლევითი დაწესებულებების, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისთვის, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ახალი იდეები. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი და ევროკომისიის წევრი კარლოს მოედაში. კონფერენცია ფოკუსირებულია შემდეგ თემებზე: ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა, საზოგადოების დაცვა და უსაფრთხოება და ინოვაციების დანერგვა საზოგადოებაში. კონფერენცია გაიმართება ევროპარლამენტში, ბრიუსელში, 2018 წლის 27 ნოემბერს 14:00 – 18:45 . რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ევროპარლამენტის ვებსაიტს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 13 ნოემბერი, იხ. ბმული   დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ევროკომისიის ვებსაიტს. გთხოვთ, იხილოთ კონფერენციის პროგრამა,  თანდართულ ფაილში.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/4th%20call.png
07/11/2018 17:50

გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა “Horizon 2020”-ის  ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, EaP Plus-ის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო  კონკურსის  - “Grants for Networking” ბოლო რაუნდის შესახებ. კონკურსის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მკვლევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საშუამავლო ღონისძიებებისა (brokerage events ) და Horizon 2020-ის კონკურსებში წარსადგენ საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში ( preparatory meetings ).   საშუამავლო ღონისძიება ( Brokerage event) გულისხმობს სამუშაო შეხვედრას კონკრეტულ სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარების/გაღრმავების მიზნით საერთაშორისო მკვლევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის სამუშაო შეხვედრას (იხ. ვიდეო). მოსამზადებელი შეხვედრა ( preparatory meeting) საშუალებას აძლევს მკვლევრებს მოამზადონ და წარადგინონ ერთობლივი განაცხადები „ჰორიზონტი 2020“-ში. აღსანიშნავია, რომ მცირე საგრანტო სქემის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება  დაეთმობა “SPIRE ”-ის კონკურსებს, და შესაბამისად, აღნიშნული კონკურსების შესახებ საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობას. იხილეთ EaP Plus საგრანტო კონკურსში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი: განაცხადის წარდგენის გზამკვლევი ; განაცხადის ფორმა საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის; განაცხადის ფორმა მოსამზადებელ შეხვედრაზე მონაწილეობისათვის; მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მოტივაციის წერილი; საშუამავლო შეხვედრის დასრულების შემდგომ წარმოსადგენი ანგარიშის ფორმა; მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდგომ წარმოსადგენი ანგარიშის ფორმა.  განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მაისი. დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ  2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ივნისამდე დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და სასურველია, განაცხადის ფორმა გაგზავნილ იქნეს ღონისძიებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადები ელექტრონულად უნდა გაუგზავნოთ პროგრამის კოორდინატორებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს ფონდში: მარიამ ქებურია:  keburia@rustaveli.org.ge თამთა შკუბულიანი:    tshkubuliani@rustaveli.org.ge გიორგი წოწორია:    tsotsoria@rustaveli.org.ge EaP Plus პროექტის მხრიდან ჩართულ საერთაშორისო ექსპერტს მარგიტ დევიდს: E -mail :  margit.david@rcisd.eu ( Regional Centre for Information and Scientific Development, RCISD). აღნიშნული საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსდება ღონისძიებაზე დასწრებისათვის ხარჯები EaP PLUS პროექტში ჩართული ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის რეგულაციების შესაბამისად. იხილეთ ბმულები დაგეგმილი ღონისძიებებისა და კონკურსების შესახებ: EU Raw Materials Week 2018 Smart City Expo World Congress Water Knowledge Europe 2018 GREEN DAYS - Pollutec Fair Sharing Islands -  Sharing Economy Conference Bioregate Forum ERC Consolidator Grants Call 2019 Open EIC Horizon Prize for 'Blockchains for Social Good' FET ERA-NET Cofund Horizon prize for CO2 reuse Support to JPI Urban Europe Twinning Submit your COST Action proposal until 29 November 2018   სხვა საშუამავლო ღონისძიებები: http://een.ec.europa.eu/tools/services/EVE/Event/ListEvents სხვა კონკურსები :   https://www.eap-plus.eu/object/call/231 დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ გაეცნოთ გზამკვლევს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/erc_1.png
01/11/2018 16:49

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) - Consolidator Grant and Proof of Concept

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული კონკურსების - Consolidator Grant და Proof of Concept. ERC – Consolidator Grant 2019 - საგრანტო სქემა მკვლევარებისთვის, რომლებთაც აქვთ 7-12 წლიანი კვლევითი გამოცდილება ( დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებიდან) რათა განახორციელონ მაღალი სამეცნიერო ხარისხის კვლევითი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს საჯარო ან კერძო კვლევით ორგანიზაციაში. გრანტის ოდენობა - 2 მილიონი ევრო პროექტის ხანგრძლივობა - 5 წელი განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 07 თებერვალი - 2019 პროგრამაზე განაცხადი და რეგისტრაცია შესაძლებელია ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ის მონაწილეთა პორტალის  საშუალებით. ERC – Proof of Concept - დაფინანსების სქემა იმ მკვლევარებისათვის, ვისაც უკვე მინიჭებული აქვს ევროპული კვლევების საბჭოს გრანტი. კონკურსის მიზანია ამ მკვლევართა ნაშრომში ინოვაციის პოტენციალის ძიება, შედეგების კომერციალიზაცია. პროექტი უნდა განხორციელდეს საჯარო ან კერძო კვლევითი ორგანიზაციის ბაზაზე. გრანტის ოდენობა - 150.000 ევრო ხანგრძლივობა - 18 თვე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - დაყოფილია რამდენიმე ეტაპად : 22 იანვარი - 2019 / 25 აპრილი - 2019 / 19 სექტემბერი 2019. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC ) ვებგვერდს    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/shvedeti.jpg
24/10/2018 17:18

სასტიპენდიო პროგრამები შვედეთში

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „შვედური ინსტიტუტის“ სასტიპენდიო პროგრამის შესახებ „ბალტიის ზღვის რეგიონის პროგრამა/ვისბის პროგრამა ( Baltic Sea region Program/Visby program). აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს სამაგისტრო, სადოქტორო  და სასტიპენდიო პროგრამების (ასევე ორსემესტრიან გაცვლით პროგრამების) დაფინანსებას სხვადასხვა კვოტის ფარგლებში თითოეული ქვეყნისათვის. ყურადსაღებია, რომ „ვისბის პროგრამა“  მაგისტრატურაზე სწავლის დასაფინანსებლად ითვალისწინებს ყოველწლიურად 50-მდე სტუდენტის დაფინანსებას, როგორც ნორდიკული და ბალტიკური ქვეყნებიდან, ასევე რუსეთიდან და   აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, ბელარუსია, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი. „ვისბის პროგრამის“ ფარგლებში სასწავლო პროგრამებისა და უნივერსიტეტების სია,  განთავსებულია ვებგვერდზე: www.studyinsweden.se . 2019 წლის კონკურსისათვის განაცხადების წარდგენის პერიოდად განსაზღვრულია 2019 წლის თებერვალი. ( იხ. ბმული ) .  სტიპენდია ფარავს როგორც საცხოვრებელ ხარჯებს, ასევე დაზღვევას, სწავლისა და  მოგზაურობის ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ „ვისბის პროგრამის“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად შესაძლებელია 4 სამაგისტრო პროგრამის შერჩევა შვედეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. თითოეულ უნივერსიტეტში აპლიკანტი ცალკე წარადგენს განაცხადს სტიპენდიის პროგრამისგან დამოუკიდებლად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ასევე აღსანიშნავია „ვისბის 12 თვემდე ხანგრძლივობის სასტიპენდიო პროგრამა“ კვლევითი ვიზიტებისათვის დოქტორანტურისა და პოსტ-დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. დეტალური ინფორმაცია „ვისბის სასტიპენდიო პროგრამის“ შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: https://studyinsweden.se/plan-your-studies/how-to-apply/masters-level-how-to-apply/ https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-phd-postdoc/ https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-exchange-students/
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/photo.png
24/10/2018 16:41

ევროპული კვლევების საბჭოს Synergy Grant 2018-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჰორიზონტი 2020-ის ევროპული კვლევების საბჭოს (ERC)  მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთი საგრანტო სქემის Synergy Grant - ის ფარგლებში 2018 წელს დაფინანსებული პროექტების შესახებ. აღნიშნული საგრანტო სქემა საშუალებას აძლევს 2-4 სამეცნიერო ხელმძღვანელთა ჯგუფს, განახორციელონ ერთობლივი  კვლევა ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით. პროექტში, ევროპის მასშტაბით, გაიმარჯვა 27-მა სამეცნიერო კვლევითმა ჯგუფმა, წარმოგიდგენთ რამდენიმე გამარჯვებული პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაციას: სამეცნიერო ჯგუფი გერმანიიდან შეისწავლის და გამოიკვლევს ადამიანის ჩონჩხის ძვლების დაავადება - ოსტეოპოროზის მკურნალობის ახლებურ და ეფექტურ მეთოდებს. ოსტეოპოროზის შესახებ ამჟამინდელი ცოდნა და გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლის გამოცდილება არის, არასაკმარისი მისი შედეგიანად მკურნალობისათვის. გერმანიის უნივერსიტეტებში შექმნილი 4-D ნანო ლინზის საშუალებით ჯგუფი შეისწავლის, ადამიანის ჩონჩხისა და ძვლების დღემდე უცნობ და გამოუკვლეველ სტრუქტურას. დაფინანსების ოდენობა: 12,366,635 ევრო 6 წლიანი კვლევითი პროექტისათვის. მეცნიერთა ჯგუფი უნგრეთიდან და ჩეხეთიდან მიზნად ისახავს ბიოლოგიური და სოციალური სისტემებისა და ბმების ინოვაციური მეთოდებით გამოკვლევისა და მათ შესახებ ცოდნის ახალ ეტაპზე აყვანას. კვლევას ახორციელებენ უნგრეთის სამეცნიერო აკადემიის, პრაღაში ჩარლზის უნივერსიტეტისა და ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები. მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს დინამიური ბმების მათემატიკური კუთხით შესწავლა და რთული ბიოლოგიური პროცესების გამოკვლევა. დაფინანსების ოდენობა: 9,315 , 000 ევრო 6 წლიანი კვლევისათვის. საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერებისაგან შექმნილი კვლევითი ჯგუფის მიზანია ევროპაში, ისლამის ისტორიის შესახებ ახალი ხედვისა და პერსპექტივის დამკვიდრება. Synergy Grants - ის დახმარებით ჯგუფი შეისწავლის შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ქრისტიანული ევროპის ისტორიაში ყურანის ინტერპრეტაციის მართებულობას და ადაპტირებული ვერსიის თანხვედრას ორიგინალთან. დაფინანსების ოდენობა:  9,842 , 534 ევრო 6 წლიანი კვლევისათვის.   ყურადსაღებია, რომ ევროპული კვლევების საბჭო (ERC) მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწე გამორჩეული მეცნიერების გამოვლენასა და მათი სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას ევროპაში. ევროპული კვლევების საბჭოს ( ERC)  უკვე დაფინანსებული აქვს კარიერის სხვადასხვა საფეხურზე მყოფი 9,000 - მდე მაღალი კვალიფიკაციის მქონე მკვლევარი, 50,000 - ზე მეტი დოქტორის ხარისხის მქონე მეცნიერი თუ დოქტორანტი.      2018 წლის „Synergy Grants” გამარჯვებული პროექტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდს .
სრულად