ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/DO%20eng/HiRes.jpg
16/03/2017 10:52

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,ჰორიზონტი 2020“ - ის პროგრამაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ვებინარის შესახებ

პროგრამის „ხარისხის გავრცელება და ჩართულობის გაღრმავება“ მიზანია კვლევისა და ინოვაციის სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, რადგან ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ზემოთხსენებულ სექტორში ინვესტიციების ზრდაზე. 20 მარტს, 13:00 საათზე, ვებინარს ჩაატარებენ პოლონეთის ეროვნული საკონტაქტო პირები - ექსპერტები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების შესახებ ტრეინინგების ჩატარებაში. ვებინარზე დასწრება შეგიძლიათ ამ ბმულის მეშვეობით: https://meet.lync.com/kpkgovpl/presenter-kpk1/UAE6BKOT დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების ბმული: https://blacksea-horizon.eu/object/event/680 საკონტაქტო პირი: Adam Gluszuk, National Contact Point for Research Programmes of the EU e-mail: adam.gluszuk@kpk.gov.pl
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/EaPPLUS_Logo_170116_RGB-1484569370.jpg
15/03/2017 17:17

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას EaP PLUS ჰორიზონტი 2020 - ის საინფორმაციო დღის შესახებ

EaP PLUS ორგანიზებას უწევს H2020 საინფორმაციო ღია კარის დღეს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის შესახებ. ღონისძიება ჩატარდება უკრაინის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში  საინფორმაციო ღია კარის დღე გაიმართება 2017 წლის 7 აპრილს, უკრაინის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში „კიევი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ შეხვედრა შეეხება ენერგეტიკასა და გარემოს დაცვით საკითხებს H2020 საგრანტო პროექტებისათვის, როგორც 2017 წლის, ასევე 2018-2020 წლებისათვის. საღამოს გაიმართება საშუამავლო შეხვედრა, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს იპოვონ სასურველი პარტნიორი თანამშრომლობისათვის და შემდგომ ერთობლივი პროექტის საწარმოებლად. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ პროფილის ფორმა  და გაუგზავნონ ოლგა ზირინას 2017 წლის 15  მარტისთვის. იხილეთ დღის წესრიგი დაწყებულია საინფორმაციო ღია კარის დღეზე რეგისტრაცია http://upc.kpi.ua/?page_id=2680 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ქ. ოლგა ზირინას IPPT-PAN, პოლონეთი Olga.Zyrina@kpk.gov.pl
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/DO%20eng/stem%20photo.jpg
15/03/2017 15:56

STEM Gender Equality Congress

2017 წლის 8-9 ივნისს, გერმანიის დედაქალაქში გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით  STEM Gender Equality Congress, რომელსაც უმასპინძლებს ორგანიზაცია ‘Science Impact Ltd’. კონგრესს დაესწრებიან დელეგატები სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, აკადამიური სფეროდან,  კერძო სექტორიდან და ა.შ. კონგრესის მიზანია გენდერული თანასწორობის სფეროში მოღვაწე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.   კონგრესზე რეგისტრირება ფასიანია.  ღონისძიების ვებგვერდი იხილეთ ბმულზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/DO%20eng/i-capital-poster.png
15/03/2017 15:55

კონკურსი European Capital of Innovation

2017 წლის მარტიდან იწყება კონკურსი „ European Capital of Innovation “. კონკურსი გამოავლენს ყველაზე ინოვაციურ ქალაქს, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეების ინოვაციური პროექტების დანერგვას საზოგადოებრივი გამოწვევების გადასაწყვეტად. დაწესებულია სამი კატეგორია: ყველაზე ინოვაციურ ქალაქი ევროპაში - 1 000 000 ევრო მეორე ადგილი - 100 000 ევრო მესამე ადგილი - 100 000 ევრო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ქალაქებს, რომელთა მოსახლეობაც შეადგენს 100 000 ან მეტ ადამიანს ქალაქებს, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და „Horizon 2020” ასოცირებული ქვეყნებიდან.  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: http://ec.europa.eu/research/innovation-union/index_en.cfm?section=icapital  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/eap_plus.jpg
14/03/2017 10:40

EaP Plus გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში საქართველოს მეცნიერების მონაწილეობისთვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის „EaP Plus” შესრულებაში. პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ და Horizon2020-სთვის განკუთვნილი საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის თვალსაზრისით. გრანტი გაიცემა ორ რაუნდად. პირველ რაუნდში განიხილებიან კანდიდატები, რომლებიც 2017 წლის 17 სექტემბრამდე აპირებენ ღონისძიებაში მონაწილეობას.  შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:  grdzelishvili@rustaveli.org.ge წარმოსადგენია   შემდეგი   დოკუმენტები: შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და ჟურნალებში გამოქვეყნებული 2 ინგლისურენოვანი სტატიის დასკანერებული ვერსია; იხილეთ EaP Plus გრანტთან დაკავშირებული დოკუმენტები” საგანაცხადო ფორმა საგანაცხადო ფორმა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისთვის განაცხადის შემოტანის წესები საშუამავლო ღონისძიების შემდგომი ანგარიში მოსამზადებელ შეხვედრის შემდგომი ანგარიში მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის ინტერესის განაცხადი განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2017 მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ევროს.   ინფორმაცია გრანტთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე:  https://www.eap-plus.eu/object/news/39 დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის სპეციალისტს, ირაკლი გრძელიშვილს. (ტელ.: 2 200 220; ელ. ფოსტა:  grdzelishvili@rustaveli.org.ge )  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/ENIGMMA_Logo-624x257.jpg
10/03/2017 09:40

ICMPD მოწვევა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ - „გაერო-ს პრინციპებზე დაფუძნებული გლობალური მიდგომა მიგრაციისადმი და მისი ზეგავლენა საქართველოს მიგრაციის პოლიტიკაზე“. ICMPD-ის პროექტი “მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში” (ENIGMMA), მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი დაინტერესებულ პირებს იწვევს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.   კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 10-11 მაისს (სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული). ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ წარმომადგენლებს სხვადასხვა აკადემიური სფეროდან:  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ისტორია, სამართალი, ანთროპოლოგია, საჯარო მმართველობა, დემოგრაფია და სოციალური გეოგრაფია. კონფერენცია შედგება რამდენიმე თემატური პანელისაგან: - მიგრაცია და განვითარება;  - მიგრაციის ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა და მათზე რეაგირება; - მიგრანტთა ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომის უფლება - არალეგალური მიგრაცია;  - დიასპორა და მისი კავშირი წარმოშობის ქვეყანასთან; - მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება; - ინტეგრაცია და რეინტეგრაცია.  კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენების რეზიუმე (250 სიტყვა, MS Word-ის ფორმატი, ინგლისურ ენაზე, რომელსაც თან ახლავს ავტორის/ავტორების საკონტაქტო ინფორმაცია და მოკლე – 100-სიტყვიანი ბიოგრაფია) მსურველებმა უნდა წარადგინონ ორგანიზატორებთან  2017 წლის 15 მარტამდე მისამართზე : enigmma@icmpd.org დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების სართაშორისო ცენტრის (ICMPD) ვებ-გვერდს.  
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იუნესკოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ

02/03/2017 16:48
იუნესკომ გამოაცხადა კონკურსი 2017 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის UNESCO/ინდოეთის - კალინგა პრიზის (UNESCO Kallinga Prize for the Popularization of Science 2017) მოსაპოვებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმულები :  http://www.unesco.org/new/en/natural-sciences/science-technology/sti-policy/globalfocus/ science-popularization/prizes/kalinga-prize/how-to-apply/  http://www.unesco.org/new/en/natural-sciences/science-technology/sti-policy/globalfocus/ science-popularization/prizes/kalinga-prize/
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
01/03/2017 16:34

ფონდი აანონსებს დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსს

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2017 წლის მარტის პირველ დეკადაში. დაფინანსების წესის გასაცნობად იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის ბრძანება N 128/ნ . კონკურსის მიზანია : უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა, მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება;  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესება, სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და  უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.  კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინჟინერია და ტექნოლოგიები სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები აგრარული მეცნიერებები სოციალური მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერებები საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები  გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს დოქტორანტს, რომელიც არის ამავე საგრანტო კონკურსის 2014 და 2016 წლებში გამარჯვებული პირი. კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები.
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იუნესკო/პოლონეთის ერთობლივი სტიპენდიის შესახებ

01/03/2017 12:18
იუნესკომ გამოაცხადა აპლიკაციების მიღება 2017 წლისთვის იუნესკო/პოლონეთის ერთობლივი სტიპენდიის მოსაპოვებლად. აღნიშნულ სტიპენდია მოიცავს საინჟინრო მიმართულებებს და ითვალისწინებს 6 თვიანი კვლევითი სამუშაოების ჩატარებას (2017 წლის 2 ოქტომბრიდან) კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის სფეროებში. დანართად წარმოგიდგენთ პოლონური უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ კვლევით დარგებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ევროპის რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, აქვს შესაძლებლობა წარადგინოს აპლიკაციები ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით. ვინაიდან კონკურსი არის ღია, აპლიკაციების რაოდენობა შეზღუდული არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტაცია იუნესკოს უნდა მიეწოდოს მყარი ვერსიით, საგარეო საქმეთა სამინისტროში მასალის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 3 აპრილი. სრული ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ განთავსებულია მისამართზე: http://www.unesco.org/new/en/fellowships/programmes/unesco-poland-co-sponsored-fellowshipsprogramme-engineering/ დანართი : საინფორმაციო მასალა 1 , 2 , 3 და სააპლიკაციო ფორმა .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IBSU-ircelt-logo.png
23/02/2017 15:15

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მე-7 საერთაშორისო კვლევითი კონფერენციის შესახებ

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აწყობს მე-7 საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას. კონფერენცია გაიმართება 2017 წლის 21-22 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო). ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს  - ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც მკვლევარები კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას შეისწავლიან. კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საბერძნეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ირანი, იდოეთი, პაკისტანი, ტაივანი და ა.შ. კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო თემებს: განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები) სასწავლო გარემოს მენეჯმენტი განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა) საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა ენა და კულტურა
სრულად