ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/1280px-Logo_Volkswagenstiftung.svg.png
19/04/2016 16:36

ვოლკსვაგენის ფონდი აცხადებს კონკურსს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვოლკსვაგენის   ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ.   ვოლკსვაგენის ფონდი (VolkswagenStiftung) აცხადებს კონკურსს სადოქტორო პროგრამების მოსამზადებლად. ამ ინიციატივის მეშვეობით ვოლკსვაგენის ფონდი გეგმავს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში სამეცნიერო საქმიანობის მიმართ ინტერესის გაღვივებას, ერთის მხრივ ცენტრალური აზიისა და კავკასიის, ხოლო მეორეს მხრივ - გერმანიის მეცნიერთა შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას. საპროექტო წინადადება ერთობლივად უნდა იყოს შემუშავებული კოლაბორატორების მიერ და ელექტრონული სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით წარდგენილი, ინგლისურ ენაზე, გერმანელი განმცხადებლის მიერ. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2016 წლის 15 ივნისი.   გამოცხადებული კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/poyo.png
18/04/2016 14:12

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,ჰორიზონტი 2020“ - ის პროგრამაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ვებინარის შესახებ

პროექტი ,,ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება -  Black Sea Horizon , დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარების სერიას. მიმდინარე წლის 25 აპრილს, 15:00 საათზე დაგეგმილი ვებინარი დაეთმობა ,,ჰორიზონტი 2020“ - ის პროგრამაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს (ICT in H2020) . ვებინარზე განიხილება შემდეგი თემები:  ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმოხილვა ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში“, ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსების შესახებ; მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები. ვებინარს წარუძღვება პოლონელი ექსპერტი, პოლონეთის ეროვნული საკონტაქტო პირი ევროკავშირის კვლევის პროგრამებზე (IPPT  PAN) - იან ლისოვსკი. პროეტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ვებინარზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია შემდეგი  ვებ-გვერდის მეშვეობით: https://dlr.ilinc.com/perl/ilinc/lms/vc_launch.pl?activity_id=zvskrpw&user_id = დამატებითი ინფორმაცია ვებინარის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე .
სრულად

FaRiG - საქართველოში აკადემიური კვლევების მეგობრები

15/04/2016 17:31
შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ორგანიზაცია FaRiG-ის კვლევითი გრანტის შესახებ. 2016 FaRiG   Adams Essay Prize Adams Essay Prize   არის კონკურსი საუკეთესო ესეების გამოსვლენად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მეცნიერებს, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ საერთაშორისო აკადემიურ კვლევასთან (საკონკურსოდ წარდგენილი ესეს მოცულობა, ინგლისურ ენაზე, არ უნდა აღემატებოდეს 5000 სიტყვას). აპლიაკციები მიიღება ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტებისაგან. განმცხადებელი შეიძლება მოღვაწეობდეს ნებისმიერ ქვეყანაში. ესეები გამოქვეყნდება FaRiG-ის ვებ-გვერდზე. მნიშვნელოვანია, რომ მასალა პირველად ქვეყნდებოდეს ინგლისურ ენაზე. სააპლიკაციო ფორმის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.farig.org  შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად, ესეს საკონკურსოდ წარდგენა შეგიძლიათ მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ,  FaRiG-ის შემდეგ ელ-ფოსტაზე:  robert@scallon.co.uk   გამარჯვებული ნაშრომები გამოვლინდება მიმდინარე წლის 12 დეკემბერს.  2016 FaRiG კვლევითი გრანტი FaRiG კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად საპროექტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ საქართველოს მეცნიერებს. კვლევითი პროექტის ძირითადი თემა უნდა ეხებოდეს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობას. განსაკუთრებით კი ისეთ ნიმუშებს, რომლებიც საჭიროებს საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღების დათმობას.  კვლევითი გრანტის მოცულობა შეადგენს 2000 ფუნტ სტერლინგს. გრანტის მოპოვების უმთავრესი კრიტერიუმი არის მაღალი ხარისხის კვლევა. უპირატესობა მიენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერების მიერ წარდგენილ აპლიკაციებს (მაგ. 25-45 წლამდე), რომლებსაც აქვთ თანადაფინანსება და  ბიუჯეტის მოთხოვნა 2000 ფუნტზე ნაკლები. მათ, ვისაც უკვე აქვთ მიღებული FaRiG-ის დაფინანსება ამ სქემით, განაცხადის წარდგენა ეზღუდებათ. სააპლიკაციო ფორმის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.farig.org შევსებული ფორმა, ორი სარეკომენდაციო წერილი გაგზავნილი უშუალოდ რეკომენდატორის მიერ, შეგიძლიათ გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე:  robert@scallon.co.uk    მიმდინარე წლის 31 ივლისამდე.
სრულად

იუნესკოს 2016-2017 წლების „მონაწილეობის პროგრამა“

13/04/2016 15:10
“მონაწილეობის პროგრამა” არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. წევრ ქვეყანას აქვს მაქსიმუმ 7 პროექტის წარდგენის უფლება. პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ.პარიზი). პროექტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 13 მაისი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს      
სრულად

განათლების მიმართულებით UNESCO-ს პრიზი გოგონებისთვის და ქალებისთვის

11/04/2016 16:55
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  გოგონებისა და ქალებისთვის განათლების სფეროში UNESCO-ს პრიზის შესახებ. პრიზი 2015 წელს დააწესა UNESCO-ს აღმასრულებელმა საბჭომ. იგი ეხმაურება UNESCO-ს პრიორიტეტებს და მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს. კონკრეტულად, მდგრადი განვითარების #4 და #5 მიზნებს განათლებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. UNESCO-ს პრიზი გადაეცემა კერძო პირებს, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს გოგონების და ქალების განათლების კუთხით განხორციელებული განასაკუთრებით წარმატებული პროექტებისთვის. კონკურსანტი წარდგენილი უნდა იყოს ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის მიერ. ნომინანტების დასახელების (წარდგენის) ბოლო ვადაა 2016 წლის 20 აპრილი (ქ. პარიზის დროით). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/presentations/istec2016afis.jpg
11/04/2016 16:54

საერთაშრისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონფერენცია ISTEC – 2016

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონფერენციის (ISTEC 2016) შესახებ. ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 13 – 15 ივლისს ავსტრიაში, ქ. ვენაში.   საერთაშორისო კონფერენციას წარადგენს ერთობლივად რამდენიმე აკადემიური ინსტიტუცია. ესენია:  ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საქარიას უნივერსიტეტი (სტამბოლი, თურქეთი) სტამბოლის უნივერსიტეტი, Governors State University, მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიის ასოციაცია (TASET). საერთაშორისო კონფერენციის მიზანია მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ექსპერტების თავმოყრა და მათ მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  პრეზენტაცია. ყველა მიღებული სამეცნიერო სტატია/ნაშრომი გამოქვეყნდება კრებულში, რომელსაც მინიჭებული ექნება ISBN   საერთაშორისო სტანდარტული ნომერი. ამასთან, შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალებში.      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/olimpiadebi/download.jpg
07/04/2016 17:25

,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო ღონისძიება

უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ინფორმაცია ,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში     დაგეგმილ საინფორმაციო ღონისძიებასთან დაკავშირებით. ღონისძიების ძირითადი თემაა  ჯანმრთელობა და დემოგრაფიული ცვლილებები, 2017 წლის სამუშაო პროგრამა (Work Program 2017). საინფორმაციო დღე მონაწილეებს საშუალებას მისცემს: მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილი კონკურსების (SC 1 2017 Work Programme) შესახებ; მიიღონ რჩევა წარმატებული აპლიკანტებისა და ევროკომისიის თანამშრომლებისაგან საპროექტო განაცხადის სწორად ჩამოყალიბებისა და წარდგენის შესახებ; მოიძიონ სანდო კოლაბორატორები/პარტნიორები; მიიღონ კომპეტენტური პასუხები შეკითხვებზე; მოიძიონ ახალი შესაძლებლობები. საინფორმაციო დღესთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში. ევროკომისიის ღონისძიებათა კალენდრის შესამოწმებლად, ეწვიეთ ბმულს: http://ec.europa.eu/research/index.cfm?pg=events&upcoming=yes&lg=en  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/presentations/afis_yenibuyuk.jpg
05/04/2016 14:30

Efficiency Challenge Electric Vehicle

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TÜBİTAK) მიერ ორგანიზებული ღონისძიების შესახებ - Efficiency Challenge Electric Vehicle , რომელიც გაიმართება 2016 წლის 1- 7 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკაში. გამოწვევა (Efficiency Challenge Electric Vehicle) არის ყოველწლიური კონკურსი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. კონკურსის მიზანია ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტუდენტების უნარების გაზრდა თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით. ღონისძიების ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალი ტექნოლოგიური ინიციატივების განვითარებას შეუწყობს ხელს.  TÜBİTAK მზად არის, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო მონაწილეთა ჩართულობას და გამოყოს დაფინანსება. მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ღონისძიების ოფიციალურ გვერდს. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/Marie-Sklodowska-Curie.jpg
04/04/2016 16:12

მარია სკლოდოვსკა კიურის ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები (Individual Fellowships)

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების (Individual Fellowships) მიზანია გამოცდილი მკვლევარების შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, მათთვის ახალი უნარების შეძენა, კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლება. აგრეთვე,  საერთაშორისო და ინტერ-სექტორული მობილობის წახალისება.   ინდივიდუალური სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიების კონკურსში საბუთების მიღება და იწყება – 2016 წლის 12 აპრილს ; საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 სექტემბერი , 17:00:00 ბრიუსელის დროით საკონკურსო პირობები : 1) დაფინანსების მიღების წესები და კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების  სია შეგიძლიათ იხილოთ ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების  A ნაწილში; 2) საბუთების მიღების სტანდარტული წესები და მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების  B ნაწილსა  და  C ნაწილში ;   დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ჰორიზონტი 2020      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Llogo-WMSCI-2016.png
01/04/2016 17:03

საერთაშორისო კონფერენცია: WMSCI 2016

2016 წლის 5-8 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში, ქ. ორლანდოში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია World Multi-Conference on Systemics, Cybernetics and Informatics: WMSCI 2016.  ღონისძიება წარმოადგენს სისტემების, კიბენეტიკისა და ინფორმატიკის სფროში მოღვაწე მეცნიერების, თეოროტიკოსებისა თუ პრაქტიკოსების,  კონსულტანტებისა და სხვა დაინტერესებული პირების საერთაშორისო ფორუმს. საერთაშორისო კონფერენციის პროგრამის, სამეცნიერო მიმართულებების, მომხსენებლებისა და სხვა დეტალების შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.iiis2016.org/wmsci/website/about.asp?vc=1
სრულად