ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/CRDF_Global_logo_V1.jpg
02/02/2017 17:37

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს პროფესიული განვითარების მინი-სტიპენდიის პროგრამის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი აცხადებენ საქართველოს პროფესიული განვითარების მინი-სტიპენდიის პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ბიოლოგიური მიმართულების  მეცნიერებს, მკვლევარებსა და ექსპერტებს, მოიპოვონ დაფინანსება სამამდე პროფესიული ასოციაციის წევრობის მისაღებად, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მათ სამუშაო/კვლევით სფეროსთან. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს. მეცნიერებს, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან ქართული უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის, ბიოუსაფრთხოების ან ინფექციური დაავადებების დარგებზე ორიენტირებულ სამაგისტრო პროგრამებში (MD, MPH, MSc ან PhD),  ასევე, შეუძლიათ წარმოადგინონ განაცხადები აღნიშნულ პროგრამაზე. შერჩეული აპლიკანტები გამოცხადდებიან ეტაპობრივად, დაწყებული 2016 წლის ნოემბრიდან, ხოლო კონკურსზე აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელი იქნება 2017 წლის 31 მარტამდე, მიღებული განაცხადების რაოდენობიდან გამომდინარე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: საკონკურსო განაცხადი  და აპლიკაციის ფორმა. შევსებული სააპლიკაციო ფორმა და თანმხლები დოკუმენტი (აპლიკანტის CV) გააგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jskowera@crdfglobal.org  
სრულად

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვარშავის საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

31/01/2017 15:32
2017 წლის 28-29 მარტს პოლონეთში (ვარშავა) საერთაშორისო კონფერენცია „Wolves Summit“ გაიმართება. მონაწილეთა შორის იქნებიან: 350 სტარტაპი, 50 სქეილაფი, 250 ინვესტორი და 350 აღმასრულებელი დირექტორი, რომლებიც ერთ სივრცეში შეიკრიბებიან ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარების საკითხების განსახილველად. შერჩეული 350 სტარტაპისთვის მონაწილეობა უფასოა .   კონფერენციაძე მოაწილეობის მისაღებად, საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ  ბმულზე მოკლედ 2017 წლის Wolves Summit-ის შესახებ: 2 წუთიანი ვიდეო რგოლი; Wolves Summit-ის შესახებ მოსაზრებები - მოკლე ვიდეო; ინოვაციური სტრატაპები (350 სტარტაპი და 50 სქეილაფი); 250 ინვესტორსა და 350 აღმასრულებელ დირექტორს შორის ურთიერთობა/კავშირი; კონფერენციამდე შეხვედრების წინასწარი დაგეგმვის სისტემა მოკლე ვადაში ბევრი სავიზიტო ბარათის შეგროვების საშუალებას იძლევა (წინა კონფერენციაზე 3072 1:1-ზე შეხვედრა დაიგეგმა); მონაწილეები - იქნებიან კორპორაციები: საბჭოს წევრები, IT-ის, ინოვაციების,  სტრატეგიის, მარკეტინგისა და გაყიდვების, ციფრული, ანალიზის დეპარტამენტების დირექტორები; მცირე და საშუალო ბიზნესები; გამოცდილი სტარტაპები და ისინი, ვინც განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან; საინვესტიციო ფონდები და კერძო ინვესტორები; Pitch-ინგის კონკურსი: 35 სტარტაპი და 7 სქეილაფი წარადგენენ საკუთარ იდეებს ინვესტორებისა და აღმასრულებლების წინაშე; საღამოს ღონისძიება; წინა ღონისძიების შედეგები რიცხვებში:  3072 1:1-ზე შეხვედრა, 47 მონაწილე ქვეყანა, 1965 მონაწილე, 192 ინვესტორი, 371 აღმასრულებელი დირექტორი; გვენდობოდნენ:TVN Ventures, Facebook, Microsoft, IBM, Salesforce, 3M, P&G, Raiffeisen, WP, West Tech Ventures, Amazon, Wyra, Allegro, Orlen, RWE, Poczta Polska, Orange, T-Mobile, Inventure, Action Capital Partners, Eight Roads Ventures, Samsung, WP,  Bayer, PARP, KIC InnoEnergy, Netia, PWC, Tech Pilot Fund, Google, PR Newswire, Betacom, NCBIR, Publicis Media, Hub:Raum, Allianz, YouNick და სხვანი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/fund_anonsi/cluster%20manager%20seminar.png
27/01/2017 10:38

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კლასტერის მენეჯერების სემინარის შესახებ

სახელმწიფო ორგანიზაცია „ეკონომიკისა და პროგნოზის ინსტიტუტი - უკრაინის ეროვნული მეცნიერების აკადებია“, პორტუგალიის ინოვაციების საზოგადოებასთან და გერმანიის აერონავტიკისა და კოსმოსის ცენტრთან ერთად გიწვევთ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე „კლასტერის მენეჯერების სემინარი“. სამუშაო შეხვედრა გაიმართება 15 თებერვალს, კიევში, 09:00-დან 17:00-მდე. სემინარი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის, „Horizon 2020“-ის ორი პროექტის: შავი ზღვის ჰორიზონტის (https://blacksea-horizon.eu/) და უკრაინის კვლევის გაძლიერებისა და ინოვაციის (https://ri-links2ua.eu/) ჩარჩოში. ღონისძიების მიზნებია შერჩეული კვლევითი ინდუსტრიის კლასტერებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა და შესაბამის კლასტერების დაარსება, მართვა, ინტერნაციონალიზება და მათ შენარჩუნებაზე რეკომენდაციების გაცემა. სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია უფასო რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 10 თებერვალი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://web.spi.pt/blacksea/registration.html
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/fund_anonsi/Webinar.jpg
27/01/2017 10:37

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,ჰორიზონტი 2020“ - ის პროგრამაში საინფორმაციო ვებინარის შესახებ

პროექტი  ,,ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება - Black Sea Horizon, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარების სერიას. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 13:00 საათზე დაგეგმილი რიგით მეცხრე BSH ვებინარის სახელწოდებაა: ჩართულობის გაფართოება - შესაძლებლობები შავი ზღვის ქვეყნებისთვის. მიმდინარე წლის 1 მარტს, 13:00 საათზე დაგეგმილი რიგით მეათე BSH ვებინარის სახელწოდებაა: Marie Sklodowska-Curie Actions (MSCA) & Euraxess - გააგრძელე კვლევითი კარიერა MSCA-სთან ერთად და მიიღე მთლიანი დახმარება Euraxess-იდან საზღვარგარეთ წასვლისას. ვებინარები ჩატარდება National Contact Points in Poland-ის ექსპერტების მიერ. პროეტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ვებინარზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://dlr.ilinc.com/perl/ilinc/lms/vc_launch.pl?activity_id=zvskrpw&user_id= დამატებითი ინფორმაცია ვებინარების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე - https://blacksea-horizon.eu/object/news/681
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის შესახებ

24/01/2017 13:44
გამოცხადდა კონკურსი კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. გორდელერის დემოკრატიული მართველობის კოლეჯი  არის ერთწლიანი, გერმანულენოვანი უწყვეტი განათლების პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისათვის, რომელთაც აინტერესებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და სურთ აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესების გაუმჯობესაბაში. პროგრამის განმავლობაში, შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ სამ სემინარში და განახორციელებენ საკუთარ პროექტს თავიანთ სამშობლოში. პროგრამაში წლიურად მონაწილეობს 20 გერმანული ენის მცოდნე ახალგაზრდა ლიდერი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.  პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი, წარსულში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელია პროგრამის დირექტორია. გორდელერის კოლეჯის მონაწილეები : ამყარებენ მნიშვნელოვან კონტაქტებს მაღალი რანგის ექსპერტებთან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და მმართველობის საკითხებში გერმანიიდან და ევროკაშირის სხვა ქვეყნებიდან; იღრმავებენ ცოდნას დემოკრატიული მმართველობისა და ადმინისტრირების მოდერნიზაციის თემებთან დაკავშირებით (მაგ. კანონის უზენაესობა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, სამოქალაქო დიალოგი,), რის შემდგომაც მოიპოვებენ გერმანიის უნივერსიტეტის შესაბამის სერთიფიკატს; ახლოდან ეცნობიან იმ გერმანული ინსტიტუციების საქმიანობას, რომლებიც მათ მსგავს სფეროებში მოღვაწეობენ; განივითარებენ ლიდერის კომპეტენციებსა და ცოდნას პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით; გამოცდილი პროექტ-მენეჯერის დახმარებით განახორციელებენ საკუთარ პროექტს სამშობლოში; ხდებიან ევროპის ახალგაზრდა ხელმძღვანელების საერთაშორისო ქსელის ნაწილი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 თებერვალი დაწვრილებითი ინფორმაციისთვის   გთხოვთ   ეწვიოთ ვებ - გვერდს :   www.goerdeler-kolleg.de დამატებითი კითხვების შემთხვევაში , გთხოვთ მიმართოთ  კლერ ლუცია ლაიფერტს გერმანიიდან (+49 30 25423192,  goerdeler-kolleg@dgap.org ) და სალომე ჯაფიაშვილს, საქართველოდან ( goerdeler-kolleg-GE@dgap.org ).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/logo_1.png
18/01/2017 15:10

მონაცემები ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ქსელის Ideal-ist პორტალზე გამოქვეყნებული წინადადებების თაობაზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს მონაცემებს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ქსელის  Ideal-ist პორტალზე გამოქვეყნებული წინადადებების თაობაზე. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  ,,ჰორიზონტი 2020“ -ის საგრანტო კონკურებში მონაწილეობის მიზნით, დაინტერესებულ მეცნიერებს/ ორგანიცაზიებს შეუძლიათ პარტნიორების მოძიება, საერთაშორისო კონსორციუმში გაერთიანება და საპროექტო წინადადების წარდგენა. გამოქვეყნდა ახალი მოთხოვნა საერთაშორისო კონსორციუმში გასაერთიანებლად გამოქვეყნების თარიღი: 09/01/2017  კონკურსის მაიდენტიფიცირებელი:  QuantERA Call 2017 for Transnational Research Proposals  საპროექტო წინადადების სათაური: Mathematical modelling of hybrid classical-quantum networks  თემა :  Quantum Information and Communication Sciences and Technologies  კონკურსის ტიპი:  Research and Innovation Actions  შეფასების სქემა:  ორ ეტაპიანი შეფასება  დახურვის თარიღი:  15.03.2017  დამატებით სხვა შესაძლებლობები გამოქვეყნებულია   Ideal-ist   პორტალზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/logo_1.png
16/01/2017 09:56

პარტნიორების მოძიება პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020-ში“ მონაწილეობის მიზნით

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს მონაცემებს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ქსელის  Ideal-ist პორტალზე გამოქვეყნებული წინადადებების თაობაზე. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  ,,ჰორიზონტი 2020“ -ის საგრანტო კონკურებში მონაწილეობის მიზნით, დაინტერესებულ მეცნიერებს/ ორგანიცაზიებს შეუძლიათ პარტნიორების მოძიება, საერთაშორისო კონსორციუმში გაერთიანება და საპროექტო წინადადების წარდგენა. გამოქვეყნდა ახალი მოთხოვნა საერთაშორისო კონსორციუმში გასაერთიანებლად: გამოქვეყნების თარიღი:  15/01/2017  კონკურსის მაიდენტიფიცირებელი :  QuantERA Call 2017 for Transnational Research Proposals  საპროექტო წინადადების სათაური :  Innovation of patient specific quantum learning architecture for enhancing real-time brain-computer interface (BCI)  თემა :  Quantum Information and Communication Sciences and Technologies  კონკურსის ტიპი :  Research and Innovation Actions  შეფასების სქემა :  ორ ეტაპიანი შეფასება  დახურვის თარიღი :  15.03.2017  დამატებით სხვა შესაძლებლობები გამოქვეყნებულია   Ideal-ist პორტალზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/imi%20pic.png
03/01/2017 10:51

Innovative Medicines Initiative-ის საგრანტო კონკურსი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Innovative Medicines Initiative (IMI)-ს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ. კონკურსი მოიცავს შემდეგ 8 თემას: თემა #1 -  ჰიპოგლიკემია Understanding  hypoglycaemia : the underlying mechanisms and addressing clinical determinants as well as consequences for people with  diabetes  by combining databases from clinical trials თემა #2 პროსტატის კიბოს მკურნალობისას ე.წ. big data   გამოყენება How  big data  could support better diagnosis and treatment outcomes for  prostate cancer  (part of the Big Data for Better Outcomes programme) თემა #3  მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა Improving the care of patients suffering from  acute or chronic pain  (this topic includes  three subtopics  on patient reported outcomes; biomarkers; and chronic pelvic pain) თემა #4  პანევროპული ქსელის შექმნა: paediatric clinical trials network თემა #5  ბიოწარმოება 2020 development of innovative high throughput analytical tools and methods to characterize cell culture fluid during development and commercial cell culture processes თემა #6 Unlocking the  solute carrier gene-family  for effective new therapies (unlock SLCs) თემა #7 პაციენტის თვალსაზრისი Patient perspectives  in medicines lifecycle თემა #8 Personalised medicine approaches in  autism spectrum disorders აღნიშნული თემების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე. საგანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე Innovative Medicines Initiative (IMI) დაინტერესებული პირებისათვის ჩაატარებს ვებინარს თოთოეული საკონკურსო თემის, განაცხადების წარდგენისა და პროცედურების შესახებ. ვებინარების განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე. აღსანიშნავია, რომ ვებინარი Innovative Medicines Initiative (IMI)-ს პროცებურების შესახებ ჩანიშნულია 2017 წლის 13  იანვარს.      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/logo.png
03/01/2017 10:47

პარტნიორების მოძიება ,,ჰორიზონტი 2020-ში“ მონაწილეობის მიზნით

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს მონაცემებს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ქსელის Ideal-ist პორტალზე გამოქვეყნებული წინადადებების თაობაზე. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ -ის საგრანტო კონკურებში მონაწილეობის მიზნით, დაინტერესებულ მეცნიერებს/ ორგანიცაზიებს შეუძლიათ პარტნიორების მოძიება მოცემული ბმულის მეშვეობით.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/e_logo.png
15/12/2016 16:11

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ორგანიზაციის “The Matsumae International Foundation

  იაპონიის  მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი “ The Matsumae International Foundation " იწვევს დოქტორის  ხარისხის მქონე უცხოელ მკლევარებს სტიპედიის მოსაპოვებლად . კონკურსის ფარგლებში საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და მედიცინის მეცნიერებების მკვლევარებს მიენიჭებათ უპირატესობა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ საკონკურსო განაცხადი და ფოსტით წარადგინონ დოკუმენტები 2017 წლის 31 აგვისტომდე. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს
სრულად