ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Files/fund_anonsi/cluster%20manager%20seminar.png
27/01/2017 10:38

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კლასტერის მენეჯერების სემინარის შესახებ

სახელმწიფო ორგანიზაცია „ეკონომიკისა და პროგნოზის ინსტიტუტი - უკრაინის ეროვნული მეცნიერების აკადებია“, პორტუგალიის ინოვაციების საზოგადოებასთან და გერმანიის აერონავტიკისა და კოსმოსის ცენტრთან ერთად გიწვევთ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე „კლასტერის მენეჯერების სემინარი“. სამუშაო შეხვედრა გაიმართება 15 თებერვალს, კიევში, 09:00-დან 17:00-მდე. სემინარი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის, „Horizon 2020“-ის ორი პროექტის: შავი ზღვის ჰორიზონტის (https://blacksea-horizon.eu/) და უკრაინის კვლევის გაძლიერებისა და ინოვაციის (https://ri-links2ua.eu/) ჩარჩოში. ღონისძიების მიზნებია შერჩეული კვლევითი ინდუსტრიის კლასტერებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა და შესაბამის კლასტერების დაარსება, მართვა, ინტერნაციონალიზება და მათ შენარჩუნებაზე რეკომენდაციების გაცემა. სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია უფასო რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 10 თებერვალი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://web.spi.pt/blacksea/registration.html
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/fund_anonsi/Webinar.jpg
27/01/2017 10:37

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,ჰორიზონტი 2020“ - ის პროგრამაში საინფორმაციო ვებინარის შესახებ

პროექტი  ,,ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება - Black Sea Horizon, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ვებინარების სერიას. მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 13:00 საათზე დაგეგმილი რიგით მეცხრე BSH ვებინარის სახელწოდებაა: ჩართულობის გაფართოება - შესაძლებლობები შავი ზღვის ქვეყნებისთვის. მიმდინარე წლის 1 მარტს, 13:00 საათზე დაგეგმილი რიგით მეათე BSH ვებინარის სახელწოდებაა: Marie Sklodowska-Curie Actions (MSCA) & Euraxess - გააგრძელე კვლევითი კარიერა MSCA-სთან ერთად და მიიღე მთლიანი დახმარება Euraxess-იდან საზღვარგარეთ წასვლისას. ვებინარები ჩატარდება National Contact Points in Poland-ის ექსპერტების მიერ. პროეტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ვებინარზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://dlr.ilinc.com/perl/ilinc/lms/vc_launch.pl?activity_id=zvskrpw&user_id= დამატებითი ინფორმაცია ვებინარების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე - https://blacksea-horizon.eu/object/news/681
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის შესახებ

24/01/2017 13:44
გამოცხადდა კონკურსი კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. გორდელერის დემოკრატიული მართველობის კოლეჯი  არის ერთწლიანი, გერმანულენოვანი უწყვეტი განათლების პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისათვის, რომელთაც აინტერესებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და სურთ აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესების გაუმჯობესაბაში. პროგრამის განმავლობაში, შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ სამ სემინარში და განახორციელებენ საკუთარ პროექტს თავიანთ სამშობლოში. პროგრამაში წლიურად მონაწილეობს 20 გერმანული ენის მცოდნე ახალგაზრდა ლიდერი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.  პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი, წარსულში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელია პროგრამის დირექტორია. გორდელერის კოლეჯის მონაწილეები : ამყარებენ მნიშვნელოვან კონტაქტებს მაღალი რანგის ექსპერტებთან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და მმართველობის საკითხებში გერმანიიდან და ევროკაშირის სხვა ქვეყნებიდან; იღრმავებენ ცოდნას დემოკრატიული მმართველობისა და ადმინისტრირების მოდერნიზაციის თემებთან დაკავშირებით (მაგ. კანონის უზენაესობა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, სამოქალაქო დიალოგი,), რის შემდგომაც მოიპოვებენ გერმანიის უნივერსიტეტის შესაბამის სერთიფიკატს; ახლოდან ეცნობიან იმ გერმანული ინსტიტუციების საქმიანობას, რომლებიც მათ მსგავს სფეროებში მოღვაწეობენ; განივითარებენ ლიდერის კომპეტენციებსა და ცოდნას პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით; გამოცდილი პროექტ-მენეჯერის დახმარებით განახორციელებენ საკუთარ პროექტს სამშობლოში; ხდებიან ევროპის ახალგაზრდა ხელმძღვანელების საერთაშორისო ქსელის ნაწილი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 თებერვალი დაწვრილებითი ინფორმაციისთვის   გთხოვთ   ეწვიოთ ვებ - გვერდს :   www.goerdeler-kolleg.de დამატებითი კითხვების შემთხვევაში , გთხოვთ მიმართოთ  კლერ ლუცია ლაიფერტს გერმანიიდან (+49 30 25423192,  goerdeler-kolleg@dgap.org ) და სალომე ჯაფიაშვილს, საქართველოდან ( goerdeler-kolleg-GE@dgap.org ).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/logo_1.png
18/01/2017 15:10

მონაცემები ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ქსელის Ideal-ist პორტალზე გამოქვეყნებული წინადადებების თაობაზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს მონაცემებს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ქსელის  Ideal-ist პორტალზე გამოქვეყნებული წინადადებების თაობაზე. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  ,,ჰორიზონტი 2020“ -ის საგრანტო კონკურებში მონაწილეობის მიზნით, დაინტერესებულ მეცნიერებს/ ორგანიცაზიებს შეუძლიათ პარტნიორების მოძიება, საერთაშორისო კონსორციუმში გაერთიანება და საპროექტო წინადადების წარდგენა. გამოქვეყნდა ახალი მოთხოვნა საერთაშორისო კონსორციუმში გასაერთიანებლად გამოქვეყნების თარიღი: 09/01/2017  კონკურსის მაიდენტიფიცირებელი:  QuantERA Call 2017 for Transnational Research Proposals  საპროექტო წინადადების სათაური: Mathematical modelling of hybrid classical-quantum networks  თემა :  Quantum Information and Communication Sciences and Technologies  კონკურსის ტიპი:  Research and Innovation Actions  შეფასების სქემა:  ორ ეტაპიანი შეფასება  დახურვის თარიღი:  15.03.2017  დამატებით სხვა შესაძლებლობები გამოქვეყნებულია   Ideal-ist   პორტალზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/logo_1.png
16/01/2017 09:56

პარტნიორების მოძიება პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020-ში“ მონაწილეობის მიზნით

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს მონაცემებს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ქსელის  Ideal-ist პორტალზე გამოქვეყნებული წინადადებების თაობაზე. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  ,,ჰორიზონტი 2020“ -ის საგრანტო კონკურებში მონაწილეობის მიზნით, დაინტერესებულ მეცნიერებს/ ორგანიცაზიებს შეუძლიათ პარტნიორების მოძიება, საერთაშორისო კონსორციუმში გაერთიანება და საპროექტო წინადადების წარდგენა. გამოქვეყნდა ახალი მოთხოვნა საერთაშორისო კონსორციუმში გასაერთიანებლად: გამოქვეყნების თარიღი:  15/01/2017  კონკურსის მაიდენტიფიცირებელი :  QuantERA Call 2017 for Transnational Research Proposals  საპროექტო წინადადების სათაური :  Innovation of patient specific quantum learning architecture for enhancing real-time brain-computer interface (BCI)  თემა :  Quantum Information and Communication Sciences and Technologies  კონკურსის ტიპი :  Research and Innovation Actions  შეფასების სქემა :  ორ ეტაპიანი შეფასება  დახურვის თარიღი :  15.03.2017  დამატებით სხვა შესაძლებლობები გამოქვეყნებულია   Ideal-ist პორტალზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/imi%20pic.png
03/01/2017 10:51

Innovative Medicines Initiative-ის საგრანტო კონკურსი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Innovative Medicines Initiative (IMI)-ს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ. კონკურსი მოიცავს შემდეგ 8 თემას: თემა #1 -  ჰიპოგლიკემია Understanding  hypoglycaemia : the underlying mechanisms and addressing clinical determinants as well as consequences for people with  diabetes  by combining databases from clinical trials თემა #2 პროსტატის კიბოს მკურნალობისას ე.წ. big data   გამოყენება How  big data  could support better diagnosis and treatment outcomes for  prostate cancer  (part of the Big Data for Better Outcomes programme) თემა #3  მწვავე და ქრონიკული ტკივილის მკურნალობა Improving the care of patients suffering from  acute or chronic pain  (this topic includes  three subtopics  on patient reported outcomes; biomarkers; and chronic pelvic pain) თემა #4  პანევროპული ქსელის შექმნა: paediatric clinical trials network თემა #5  ბიოწარმოება 2020 development of innovative high throughput analytical tools and methods to characterize cell culture fluid during development and commercial cell culture processes თემა #6 Unlocking the  solute carrier gene-family  for effective new therapies (unlock SLCs) თემა #7 პაციენტის თვალსაზრისი Patient perspectives  in medicines lifecycle თემა #8 Personalised medicine approaches in  autism spectrum disorders აღნიშნული თემების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე. საგანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე Innovative Medicines Initiative (IMI) დაინტერესებული პირებისათვის ჩაატარებს ვებინარს თოთოეული საკონკურსო თემის, განაცხადების წარდგენისა და პროცედურების შესახებ. ვებინარების განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე. აღსანიშნავია, რომ ვებინარი Innovative Medicines Initiative (IMI)-ს პროცებურების შესახებ ჩანიშნულია 2017 წლის 13  იანვარს.      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/logo.png
03/01/2017 10:47

პარტნიორების მოძიება ,,ჰორიზონტი 2020-ში“ მონაწილეობის მიზნით

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს მონაცემებს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ქსელის Ideal-ist პორტალზე გამოქვეყნებული წინადადებების თაობაზე. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ -ის საგრანტო კონკურებში მონაწილეობის მიზნით, დაინტერესებულ მეცნიერებს/ ორგანიცაზიებს შეუძლიათ პარტნიორების მოძიება მოცემული ბმულის მეშვეობით.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/e_logo.png
15/12/2016 16:11

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ორგანიზაციის “The Matsumae International Foundation

  იაპონიის  მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი “ The Matsumae International Foundation " იწვევს დოქტორის  ხარისხის მქონე უცხოელ მკლევარებს სტიპედიის მოსაპოვებლად . კონკურსის ფარგლებში საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და მედიცინის მეცნიერებების მკვლევარებს მიენიჭებათ უპირატესობა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ საკონკურსო განაცხადი და ფოსტით წარადგინონ დოკუმენტები 2017 წლის 31 აგვისტომდე. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
14/12/2016 13:45

კონფერენცია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები

  2016 წლის 19 დეკემბერს, 9:30-18:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აწყობს კონფერენციას "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".  კონფერენცია გაიმართება სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია”.   კონფერენციის მიზანია საზოგადოებას გააცნოს 2016 წელს ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და ერთობლივი, საერთაშორისო კონკურსების შედეგები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქ ტივობები, ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები , ანგარიში საერთაშორისო გრანტებისა და საერთაშორისო პროგრამებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესახებ. კონფრენციაზე აგრეთვე განხილული იქნება 2017 წლის გეგმები და სამომავლო პერსპექტივები. კონფერენცია გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე. ჩატარდება ოთხი სესია. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართება დისკუსია. კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული იხილეთ კონფერენციის პროგრამა კონფერენციაზე დასაწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/elsevier-logo.jpg
05/12/2016 13:22

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Elsevier-ის ვებინარის შესახებ

Elsevier-ი გეპატიჟებათ  ვებინარზე “Mendeley- ს წარმოდგენა და შესაძლებლობები ”,  რომელიც დაგეგმილია  2016 წლის 14 დეკემბერს დილის 10:30- დან 11:30- მდე .   დასწრება ხდება ონლიან რეჟიმში ( დაგჭირდებათ კომპიუტერი და ყურსასმენი )! ვებინარის დროს მოხდება Mendeley პროგრამული უზრუნველყოფის წარმოდგენა და ონლაინ დემონსტრაცია.  ვებინარის სამუშაო ენა არის  ქართული .   ვებინარის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და სურვილისამებრ, ონლაინ რეჟიმში პლატფორმის სხვადასხვა შესაძლებლობის ჩვენება. Mendeley- ის შესახებ Mendeley - არის უნიკალური უფასო რესურსი, რომელიც მოიცავს Reference Manager-ს (სამეცნიერო ნაშრომების შეგროვებისა და კატალოგიზაციის საშუალება, რომელიც ამარტივებს და ხელს უწყობს სტატიაში გამოყენებული ლიტერატურის სიის მომზადებას და გამოყენებას) და ასევე ხელს უწყობს მომხმარებელს მოიძიოს თანამოაზრეები და შეისწავლოს თანამედროვე კვლევების ტრენდები /ტენდენციები. ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://attendee.gotowebinar.com/register/3042338058061838083 შემდგომ, რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება, რომ რეგისტრაცია წარმატებულად გაიარეთ. ასევე, შეტყობინებაში მითითებული იქნება ვებ მისამართი, რომელზეც უნდა გადახვიდეთ (ვებინარის დაგეგმილ დროს) ვებინარში ჩასართავად.  გთხოვთ, გაავრცელოთ და მიაწოდოთ ეს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს.  ვებინარების ვიდეო ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება  www.elsevier.ge -ს ვებგვერდზე.   შეკითხვების ან ვებინარის დროს სასურველი საკითხების განხილვის შემთხვევაში გთხოვთ, დამიკავშირდეთ. შეხვედრამდე ონლიან რეჟიმში.
სრულად