ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/ad080c60fb1a2b5af2648d7e32ea2a22_XL.jpg
15/01/2018 11:05

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს Consolidator Grant-ის 2017 წლის კონკურსის შემფასებელი პანელის წევრების შესახებ

გამოქვეყნდა ERC Consolidator Grant 2017 წლის კონკურსის შემფასებელი პანელის სია, რომელიც დამტკიცებულ იქნა ERC სამეცნიერო საბჭოს მიერ. სრული სია მოიცავს 25 პანელს, რომელიც სამ ძირითად მიმართულებადაა დაყოფილი: 9 პანელი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, 10 პანელი ფიზიკის მეცნიერებასა და ინჟინერიაში და 6 პანელი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. თითოეულ პანელს ჰყავს თავმჯდომარე. ინფორმაცია გამოქვეყნდა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია პანელის წევრებისათვის შეკითხვებით მიმართვა განმცხადებლების ან ინსტიტუციების მიერ.   შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: ტექნიკური დახმარებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ERC helpdesk: http://ec.europa.eu/research/index.cfm?lg=en&pg=enquiries ; ERC ეროვნულ საკონტაქტო პირებს: https://erc.europa.eu/ncp . იხილეთ შემფასებელი პანელის წევრების სრული სია მოცემულ ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/logo.png
12/01/2018 16:51

შავი ზღვის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო შავი ზღვის შემსწავლელი მეცნიერებების ცენტრის ( The International Centre for Black Sea Studies ) მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმის პროექტის შესახებ ‘’ Blue growth as a driver for regional development’’, რომლის მთავარი მიზანია მომავალი თაობის ინტერესისა და ჩართულობის გაზრდა  შავი ზღვის რეგიონების სივრცეში. სიმპოზიუმზე  ყურადღება დაეთმობა   „Blue Growth “-ს და განიხილება მდგრადი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია საზღვაო სექტორის მიმართულებით.     სიმპოზიუმი გაიმართება საბერძნეთში, ქ. ათენში, 2018 წლის 20-21 მარტს.  სამუშაო ენაა ინგლისური . დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის გაგზავნა შეუძლიათ არაუგვიანეს 2018 წლის 19 თებერვლისა. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის პროექტის აღწერისა და მომხსენებლების შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს .   საკონტაქტო პირი:  Ms. Athina Korovesi  akorovesi@icbss.org
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/1.jpg
12/01/2018 15:19

ERC-ის დაფინანსებული პროექტების ნიმუშები

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) Consolidator Grants 2017 წლის ფარგლებში აქვეყნებს დაფინანსებული პროექტების ნიმუშებს: მკვლევარი: Professor Moritz Schularick პროექტი:  Housing, Finance and the Macroeconomy, 1870-2015 (SafeHouse) დაფინანსება:  €1.54 million 5 წლიანი პროექტისთვის. კვლევა ეხება კერძო საკუთრებაში თანხის დაბანდებას. 1870 წლიდან 2015 წლის ჩათვლით,  16 ქვეყნის მონაცემების  ანალიზის საფუძველზე განსაზღვრულია  არსებული გამოწვევები და რისკები. პროექტი სახელწოდებით, SAFEHOUSE აფასებს საკუთრების ფლობისგან გამოწვეული სტაბილურობის განცდის რეალურ ხარისხს. მსგავსი გამარჯვებული პროექტები და ნიმუშები ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/webinar%20pic.jpg
09/01/2018 10:39

ვებინარი ,,ჰორიზონტი 2020

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჰორიზონტი 2020-თან დაკავშირებული ვებინარის შესახებ: „ჯანმრთელობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და კეთილდღეობის მიმართულებით - 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის’’    ვებინარი, ჩატარდება 2018 წლის 11 იანვარს, (ცენტრალური ევროპის დროთ  10:00 – 10:45). სამუშაო ენაა ინგლისური, ხოლო  ხანგრძლივობა - 45 წუთი. ვებინარის თემაა:  „ ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილებები და კეთილდღეობა“. მისი მთავარი მიზანია გაზარდოს შავის ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან   კერძო სექტორის წარმომადგენელთა და  სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობა პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ში.  და ხელი შეუწყოს მათ შორის პარტნიორობას. ვებინარის დღის წესრიგი და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია  Black Sea Horizon   პროექტის ვებგვერდზე, შესაბამის  ბმულზე. საკონტაქტო პირი: Adam Gluszuk National Contact Point for Research Programmes of the EU E-Mail:  adam.gluszuk@kpk.gov.pl    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/h20220-and-health-300x188.jpg
19/12/2017 14:35

საინფორმაციო დღე “ევროპის კოოპერაცია მეცნიერებასა დ ტექნოლოგიებში – COST და ევროკავშირის პროგრამებიდან დაფინანსების მოზიდვის სხვა შესაძლებლობები”

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, 2017 წლის 20 დეკემერს 16.00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო დღე “ევროპის თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – COST და ევროკავშირის პროგრამებიდან დაფინანსების მოზიდვის სხვა შესაძლებლობები”. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს COST-ის ასოციაციის წარმომადგენელი, სამეცნიერო მიმართულების ოფიცერი  ქ – ნი   ინგა დადეშიძე ,   რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას COST actions-ით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.   საინფორმაციო დღეზე მარი სკლადოვსკა კიურის აქტივობების შესახებ მოხსენებას გააკეთებს ჰორიზონტი 2020-ის საკონტაქტო პირების ეროვნული კოორდინატორი  ქ-ნი ნათია გაბიტაშვილი.   ჯანმრთელობის მიმართულების 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს ჰორიზონტი 2020-ის მიმართულების – ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა  ეროვნული საკონტაქტო პირი  ქ-ნი მაია ოკუჯავა.   საინფორმაციო დღე გაიმართება  2017  წლის  2 0   დეკემბერს , 1 6.00 საათზე   თბილისის   სახელმწიფო   სამედიცინო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის   კორპუსში,   მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, I სართულზე, საბჭოების დარბაზში  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/M%C5%82odzi-Naukowcy-e1459585405778.jpg
15/12/2017 18:27

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის სტიპენდიის შესახებ

ცხადდება პოლონეთის მთავრობის 2018-2019 წლების სტიპენდიის პროგრამა ახალგაზრდა მეცნიერებისათვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ახალგაზრდა მეცნიერებს. სტიპენდიები განკუთვნილია კვლევითი ვიზიტებისთვის პოლონეთის უნივერსიტეტებში 2018-2019 აკადემიური წლების განმავლობაში. სტიპენდია განკუთვნილია მონაწილეებისათვის შემდეგი ქვეყნებიდან:  ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 35 წლამდე ასაკის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე პირებსა და დოქტორანტებს . ასევე, აუცილებელია პოლონური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში, სტიპენდიანტი გაივლის პოლონური ენის ინტენსიურ კურსს დამატებით.  სტიპენდია მოიცავს 1350 პოლონურ ზლოტს ყოველთვიურად. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 მარტი.     დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ მოცემული ბმულის მეშვეობით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/spire_1.jpg
14/12/2017 13:23

საინფორმაციო დღე SPIRE-ის კონკურსების შესახებ

2017 წლის 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში გამოცხადებული SPIRE-ის ( Sustainable Process Industry through Resource and Energy Efficiency ) კონკურსების შესახებ. SPIRE- ის კონკურსები გამოცხადებულია ჰორიზონტი 2020-ის ერთ-ერთი სამუშაო პროგრამის „ ნანოტექნოლოგიები, მოწინავე მასალები, ბიოტექნოლოგია, თანამედროვე წარმოება და გადამუშავება” ფარგლებში და მისი მიზანია ევროპული ინდუსტრიული ლიდერობის გაძლიერება გლობალური მასშტაბით გარემოს დაცვის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური/არატრადიციული ტექნოლოგიების გამოყენების გზით. SPIRE  აერთიანებს ინდუსტრიული პროცესის 8 სექტორს: ცემენტი, კერამიკა, გადამუშავების ინჟინერია, მინერალები და მადნეული, ფერადი მეტალურგია, ფოლადი და წყლის სექტორი. კონკურსის პირობების ამსახველ დოკუმენტში ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა. საინფორმაციო დღეზე განხილული იქნება SPIRE -ის 2018 წლის ღია კონკურსები: მატერიალური ნედლეულის გადამუშავება ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებით .  (CE-SPIRE-02-2018: Processing of material feedstock using non-conventional energy sources (IA)); ენერგიისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება ინდუსტრიაში (CE-SPIRE-03-2018: Energy and resource flexibility in highly energy intensive industries (IA 50% ) ); პლასტმასის შემცველი მასალების ეფექტური გადამუშავების პროცესები (E-SPIRE-10-2018: Efficient recycling processes for plastic containing materials (IA) ) . აღნიშნულ კონკურსებზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია  2018 წლის 22 თებერვალი . კონკურსებზე განაცხადების მიღება ხორციელდება „ჰორიზონტი 2020“-ის სტანდარტული სარეგისტრაციო პროცედურის შესაბამისად. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო პროგრამა (Spire-ს კონკურსები: გვ. 61-71). საინფორმაციო დღე  გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში (ალექსიძის ქ. #1, III სართული). გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულის მეშვეობით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/download.png
13/12/2017 11:48

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იაპონიის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიის შესახებ

იაპონიის საერთაშორისო ფონდის „Matsumae International Foundation” (MIF)-ის ორგანიზებით, ცხადდება კვლევითი სტიპენდია იაპონიაში 2019 წლისათვის. კვლევითი სტიპენდიისათვის პრიორიტეტული დარგებია საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და მედიცინა. განაცხადის წარმდგენ პირებს შეუძლიათ თავად აირჩიონ მიმღები ინსტიტუცია (უნივერსიტეტები, ეროვნული კვლევითი ინსტიტუტები ან კერძო სექტორის შესაბამისი დაწესებულება), სადაც განახორციელებენ თავიანთ კვლევით ვიზიტს, თუმცა ამის შესახებ მათ მიმღები ინსტიტუციისგან უნდა ჰქონდეთ თანხმობა. განაცხადის წარდგენისათვის, აპლიკანტი უნდა იყოს 49 წლამდე ასაკის   და ჰქონდეს დოქტორის ხარისხი. კვლევითი სტიპენდია ითვალისწინებს, კვლევითი ვიზიტის დასრულების შემდგომ, აპლიკანტის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას. კვლევითი სტიპენდიისათვის (Research Fellowship) განსაზღვრულია 3-6 თვე და  განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო, 17:00 საათი (იაპონიის დროით). კვლევითი ვიზიტის განხორციელებისთვის განსაზღვრულია 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდი. სტიპენდია მოიცავს 220 000 იაპონურ იენას თვეში, დაზღვევასა და ორმხრივ ბილეთს მგზავრობისათვის. დანართის სახით იხილეთ დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ  აპლიკაციის ფორმასთან ერთად. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/webinarr.jpg
06/12/2017 10:07

ვებინარი „ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020-ის პროგრამების „რისკ-ფაქტორებთან წვდომა“  და  „ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის“ ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელის (NCP Network)  მიერ დაგეგმილი ვებინარის „ბიზნეს მოდელისა და ბიზნეს გეგმის განვითარების“ შესახებ, რომელიც გაიმართება  ამა წლის 15 დეკემბერს 12-დან 14 საათამდე ( CET) ვებინარზე განხილული იქნება შეფასების, პროექტის ბიზნეს მოდელისა და წარმატებული განაცხადის შესაძლებლობები და ვებინარზე შეკითხვების დასმის შესაძლებლობაც მოგეცემათ. ვებინარს ორგანიზებას უწევს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური ტექნოლოგიური კვლევის ინსტიტუტი ( IPPT PAN) და მას გაუძღვება ანა ნიკოდიმ-ბილსკა,  ჰორიზონტი 2020-ის მცირე და საშუალო მეწარმეობის ინსტრუმენტის შემფასებელი. ვებინარის სამიზნე ჯგუფი: „ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირები. ვებინარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეების, რისკ- ფაქტორებთან წვდომისა და ეროვნული საკონტაქტო პირების ინფრასტრუქტურისათვის. ვებინარზე დარეგისტრირება შეგიძლიათ მოცემული ბმულის მეშვეობით. კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ვებინარის ორგანიზატორს: Aleksandra.Stanislawska@kpk.gov.pl
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/Webinar.jpg
05/12/2017 11:49

ინოვაციური მედიცინის ინიციატივის (IMI) ვებინარები 27 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვებინართა სერიის შესახებ, რომლებიც გაიმართება ამა წლის 27 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს European Federation of Pharmaceutical Industries and Associations (EFPIA )-ის მიერ დაგეგმილ პრეზენტაციებს უახლესი სამედიცინო ინიციატივების, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკისა და საპროექტო წინადადებების წარდგენის შესახებ. ვებინარების სერია შესანიშნავი შესაძლებლობაა საკონკურსო თემატიკის, კოორდინატორებისა და პროექტისათვის პარტნიორების მოძიების, განაცხადების წარდგენისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესებულთათვის.  IMI, ასევე, გამართავს ვებინარს მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის .  პრეზენტაციები გამოქვეყნდება ვებინარების ჩანაწერთან ერთად. დეტალური ინფორმაცია და თარიღები ვებინარების სერიის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ მოცემული ბმულის მეშვეობით.
სრულად