ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
21/10/2016 10:03

გამოცხადდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) Consolidator Grant Call 2017

Consolidator Grant Call 2017 გაიცემა  ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის წარმატებული მკვლევარებისთვის, რომელთაც დაცული აქვთ თავიანთი დისერტაცია ბოლო 7-12 წლის განმავლობაში. კონკურსის ფარგლებში, კვლევა უნდა ჩატარდეს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყნაში მდებარე კვლევით დაწესებულებაში. დაფინანსება გათვალისწინებულია 5 წლამდე კვლევითი პროექტებისთვის. კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 575 მლნ ევროს, თითოეული დაფინანსებულ პროექტზე  გათვლილია დაახლოებით 2 მლნ ევრო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 9 თებერვალი .  დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ასევე იხილეთ,   ERC Consolidator Grants
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
21/10/2016 10:03

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ERC Starting Grant კონკურსში დარეგისტრირებული განაცხადების შესახებ

2017 Starting Grant კონკურსზე 3081  საპროექტო წინადადებაა წარდგენილი. 2016 წლის კონკურსთან  შედარებით, აპლიკანტების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. განაცხადები შეფასდება და აირჩევა განხილვის პროცესის შემდეგ,  რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერების მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან. საგრანტო კონკურსის -  ERC Starting Grant მიზანია, მხარი დაუჭიროს გამორჩეულ მეცნიერებს თავიანთი კარიერის იმ ეტაპზე, როდესაც ისინი დამოუკიდებელად აყალიბებენ საკუთარი კვლევის გუნდსა თუ პროგრამას.  დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა უნდა წარმოაჩინოს კვლევის ნოვატორული ხასიათი, ამბიციური იდეა და გაწეროს სამეცნიერო პროექტის განხორციელების გეგმა. საბოლოო შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება 2017 წლის 31 მაისიდან 6 სექტემბრამდე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
17/10/2016 09:59

გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2017 წლის საგრანტო კონკურსის - ERC Starting Grants შემფასებელი პანელის შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს   (ERC) კონკურსის - ERC  Starting Grants  შემფასებელი პანელის შესახებ: სულ  წარმოდგენილია 2017 წლის კონკურსის შემფასებელ ექსპერტთა 25 პანელი სამი ძირითადი  მიმართულებით: 9 პანელი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში (LS),  6 პანელი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (SH) და 10 პანელი ფიზიკასა და საინჟინრო მეცნიერებებში. ERC ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ვრცელდება გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით და დაუშვებელია აპლიკანტების, პოტენციური აპლიკანტების ან მიმღები ინსტიტუციების მხრიდან შემფასებელ ექსპერტებთან დაკავშირება. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:  ERC Helpdesk ეროვნული საკონტაქტო პირების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:   ERC National Contact Points იხილეთ, 2017 წლის ERC Starting grants  საგრანტო პროექტების შემფასებელ ექსპერტთა სია
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Nobel%20Prize%20erc.jpg
06/10/2016 16:53

2016 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ქიმიის დარგში 2016 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების შესახებ: შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის განცხადებით, ქიმიის დარგში 2016 წლის ნობელის პრემია მიენიჭა შემდეგ სამ პროფესორს: ხუან პიერ სოვაჟი (Jean-Pierre Sauvage), ფრასერ შტოდარტი (Sir J. Fraser Stoddart) და ბერნანდ ფერინგა (Bernard L. Feringa) პროექტისათვის -  ,,მოლეკულური მექანიზმების დიზაინი და სინთეზი“. სამივე მეცნიერი მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტებში, ხოლო ბერნანდ ფერინგა (Bernard L. Feringa)  არის ევროპული კვლევების საბჭო (ERC) -ს 2 გრანტის (Advanced Grants  2008  და   2015 წლებში)  მიმღები.  დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდი,   ბმული
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/lancet-lancet.jpg
30/09/2016 16:24

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას The Lancet Gastroenterology & Hepatology ჟურნალის ხელმისაწვდომობის შესახებ

გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ჟურნალი The Lancet ბაზიდან უკვე ხელმისაწვდომია უფასოდ ScienceDirect -ზე, რომელიც წარმოადგენს 3 800-ზე მეტი სამეცნიერო, ტექნიკური და სამკურნალო რეფერირებადი ჟურნალების ბაზას და ფარავს 24 ძირითად სამეცნიერო დისციპლინას.    ასეთი მნიშვნელოვანი მიღწევის გამო 2016 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის სტატიების სრული ტექსტი იქნება ხელმისაწვდომი თანხის გადახდის გარეშე.   The Lancet Gastroenterology & Hepatology   უფრო ნათელი პერსპექტივებისა და კლინიკური მიღწევების ინფორმირების მიზნით ყოველთვიურად აქვეყნებს ორიგინალურ კლინიკურ კვლევებს,  ექსპერტთა მიმოხილვებს, სიახლეებს, პროვოკაციურ კომენტარებსა  და შეხედულებებს გასტროენტეროლოგიასა  და ჰეპატოლოგიაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ScienceDirect-ის მომხმარეებლთა მომსახურების ჯგუფს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/germ.jpg
08/09/2016 13:48

საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის პროგრამის  ფარგლებში, 19 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზაციული ხელშეწყობით თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდება „საქართველო-გერმანიის  მეცნიერების დღე“, რომელზეც განხილული იქნება საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს გერმანიიდან  დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (DFG), ჰუმბოლტისა (AvH) და  ფოლკსვაგენის (VW) ფონდების, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ლეიბნიცისა და ჰელმჰოლცის ასოციაციებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების მაღალი რანგის  თანამდებობის პირები. ღონისძიება ჩატარდება 9.00 სთ-დან 18.30 სთ-მდე. გთხოვთ, დანართის სახით იხილოთ დეტალური პროგრამა   ( ინგლისური ვერსია ) ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური (სინქრონული თარგმანის გარეშე). „საქართველო-გერმანიის  მეცნიერების დღის“ მეორე ნახევარი - 16:30 – 18:30 სთ-ის, დაეთმობა ე.წ. საშუამავლო ღონისძიების მსგავს ბილატერალურ შეხვედრებს (Market Opportunities), სადაც საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა გერმანულ დელეგაციას წარუდგინონ ინფორმაცია მიმდინარე აქტუალური კვლევითი პროექტების შესახებ და იმსჯელონ შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობისა და თანადაფინანსების მოძიების საკითხებზე. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/energy%20info%20day.jpg
05/09/2016 17:46

პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ვირტუალური საინფორმაციო დღე

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორზონტი 2020“ ვირტუალური ღონისძიების შესახებ. მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ჩატარდება ვირტუალური  საინფორმაციო დღე, რომელიც დაეთმობა ენერგეტიკის მიმართულებით პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ საპროექტო განაცხადების წარდგენას.   2016-2017 წლების სამუშაო პროგრამა ‘ Secure, clean and efficient energy’ იხილეთ ბმულზე . ვირტუალურ საინფორმაციო დღეზე დასასწრებად, საჭიროა რეგისტრაციის გავლა. დარეგსტრირებული მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ღონისძიების ბმულისა და მონაწილეობის შესახებ. საინფორმაციო ღონისძიების დღის წესრიგი   და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/slider2.jpg
13/08/2016 19:36

ფონდი აანონსებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსს

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში. იხ. კონკურსის დებულება (მინისტრის ბრძანება N 58/ნ, 09.06.2016) . საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობითა და განვითარებით სამეცნიერო კვლევების აკადემიური ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადების უზრუნველყოფა; სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეშვეობით; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და ინტერდისციპლინური სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის ხელშეწყობა; ინტერ და ინტრაინსტიტუციონალური თანამშრომლობის წახალისება სადოქტორო სწავლების საფეხურზე; ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტების მხარდაჭერა კარიერის საწყის ეტაპზე; სადოქტორო სწავლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.   საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს: არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; პროექტის ხანგძლივობა - 3 წელი; ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; პროექტის ხანგძლივობა - 4 წელი; 3-წლიანი პროექტის შემთხვევაში (არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება), ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 220 000 ლარს. ამასთან, პირველ წელს მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, მეორე და მესამე წელს მოთხოვნილი ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს (მეორე და მესამე წლის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს); 4-წლიანი პროექტის შემთხვევაში (ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება), ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 245 000 ლარს. ამასთან, პირველ წელს მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს, მეორე წელიწადს მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, მესამე და მეოთხე წელს მოთხოვნილი ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს (მესამე და მეოთხე წლის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს).   ფონდიდან მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას; დოქტორანტის სტიპენდიას; კვლევის ხარჯებს; მივლინების ხარჯებს; ზედნადებ ხარჯებს; კონსულტანტის საქართველოში ვიზიტის ხარჯებს.   კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები სოციალური მეცნიერებები საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი!   კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: წამყვანი ორგანიზაციის სახით - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს; წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელს, პროექტში ჩართულ ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს და დამხმარე პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; თანამონაწილეო ორგანიზაციის სახით - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; პროექტის ხელმძღვანელის სახით - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, წამყვანი ორგანიზაციის აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე; წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციასთან ერთად პროექტის განმცხადებელს; პროექტის თანახელმძღვანელი სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, თანამონაწილე ორგანიზაციიდან აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელს პროექტის შედგენასა და პროექტით გათვალისწინებულ კვლევაში და თანამონაწილე ორგანიზაციის მხრიდან პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე; ძირითადი პერსონალი - გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორანტი და ახალგაზრდა მეცნიერი; ახალგაზრდა მეცნიერის სახით - საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რომლის მინიჭების დღიდან საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა; დოქტორანტის სახით - საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლობს დოქტორანტურაში;    პროექტის განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი; აგრეთვე, პროექტში უნდა იყოს ჩართული მინიმუმ 3 დოქტორანტი და 1 ახალგაზრდა მეცნიერი. დამატებით, საგრანტო კონკურსის მონაწილე პროექტის შემუშავება / განხორციელების პროეცესში შესაძლებელია ჩართული იყოს:   უცხოელო კონსულტანტი - უცხო ქვეყნის მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კონსულტირებას უწევს პროექტს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებასა და პროექტის ადმინისტრირებაში; უცხოური პარტნიორი ორგანიზაცია - უცხოეთში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ან სასწავლო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც ჩართული იქნება პროგრამის განხორციელებაში;   პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანადამფინანსებელი.   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:   განცხადება / პროექტის თავფურცელი საპროექტო წინადადება - სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი და კვლევის თემატიკა პროექტში მონაწილე პირების CV-ები პროექტის ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი პროექტის რეზიუმე/აბსტრაქტი პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე  წამყვანი ორგანიზაციის რეზიუმე პროექტის უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილი პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ქსერო ასლები თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები. სსიპ-ის შემთხვევაში არ არის საჭირო) თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები. იურიდიული დოკუმენტები არ არის საჭირო სსიპ-ის შემთხვევაში). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.   დამატებით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფორმა. ინგლისურ ენაზე აუცილებლად უნდა იქნეს თარგმნილი შემდეგი დოკუმენტები: განცხადება / პროექტის თავფურცელი საპროექტო წინადადება - სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი და კვლევის თემატიკა პროექტის რეზიუმე პროექტის ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი პროექტის მონაწილეთა CV-ები წინა, დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე წამყვანი ორგანიზაციის რეზიუმე   ინგლისურ ენაზე თარგმნას არ საჭიროებს: წამყვანი ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი თანამონაწილე ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი თანამონაწილე ორგანიზაციის წესდება პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები     კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი:   კონკურსის ანონსი: 12/08/2016 კონკურსის გამოცხადება: სექტემბერი ჯგუფური კონსულტაციები: სექტემბერი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: ოქტომბერი განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: ოქტომბერი პროექტების შეფასება - ოქტომბერი კონკურსის შედეგების გამოცხადება: ნოემბერი საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება: ნოემბერი   კონკურსის კოორდინატორები: გიორგი ხიშტოვანი ქეთევან გაბიტაშვილი   კონკურსის გამოცხადებისთანავე დაიდება ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ოფიციალური ფორმები, ზუსტი  ინსტრუქცია  პროექტების რეგისტრაციისათვის და პასუხები  ხშირად დასმულ შეკითხვებზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/IPD.png
10/08/2016 10:20

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას შვეიცარიის მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო პროგრამების შესახებ

შვეიცარიის მშვიდობისა და დიალოგის ინსტიტუტი აცხადებს (IPD Institute for Peace and Dialogue, Switzerland)  საერთაშორისო ზამთრის პროგრამებს და ერთწლიანი მიწვეული მკვლევარების პროგრამას. 2017 წლის ზამთრის პროგრამის განმავლობაში, ინსტიტუტის გამოცდილი ექსპერტები დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ პროფესიულ და აკადემიურ უნარებს მშვიდობის უზრუნველყოფის, კონფლიქტების გადაჭრის, მედიაციის, უსაფრთხოების, ინტერკულტურული დიალოგის და ადამიანის უფლებათა საკითხებზე.  ზამთრის აკადემია :  17-26 თებერვალი, 2017 წელი (10 დღე); 10 დღიანი კურსის მიზანია, გააძლიერონ სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო არასამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, რელიგიური ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიატორების და პოლიტიკოსების უნარები გლობალურ ინსტიტუციური აკადემიური განათლებით მშვიდობის უზრუნველყოფის, კონფლიქტების გადაჭრის, მედიაციის, უსაფრთხოების, ინტერკულტურული დიალოგის და ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ. აპლიკაციების შეტანის ბოლო ვადა :  2016 წლის 1-ლი ნოემბერი; პროგრამის ბმული :   http://bit.ly/2bb8Cjr ;   სამთვიანი CAS - კვლევითი პროგრამის პერიოდი :  17 თებერვალი -16 მაისი, 2017 წელი (90 დღე);  სამთვიანი CAS - კვლევითი პროგრამის მთავრი მიზანია, განავითაროს მონაწილის კვლევითი     უნარები  შვეიცარიის სახელმწიფოს საჯარო და კერძო ინსტიტუტების ახლოს გაცნობის გზით;   აპლიკაციების შეტანის ბოლო ვადა :  2016 წლის 1-ლი ნოემბერი;   პროგრამის ბმული :   http://bit.ly/2bb8Cjr ;             ერთწლიანი მიწვეული მკვლევარების პროგრამა ,   VRP მიწვეული მკვლევარების პროგრამის მთავარი მიზანია, გააუმჯობესოს დაინტერესებული პირების კვლევითი უნარები აკადემიური მომზადების, რელევანტური ორგანიზაციების და შვეიცარული ორგანიზაციების გაცნობის გზით.   კვლევის დაწყების / დასრულების თარიღი დამოკიდებული მკვლევარის გრაფიკზე ; პროგრამის ბმული :   http://bit.ly/2aIKk3z ;   სტიპენდია :   ინსტიტუტი სთავაზობს სხვადასხვა სტიპენდიას, მონაწილეობის ღირებულების შემცირების მიზნით, ყველაზე სასურველი პოტენციური აპლიკანტებისთვის, მთელი მსოფლიოდან.   თუ თქვენ გსურთ, ისარგებლოთ მონაწილეობის ღირებულებაზე ფასდაკლებით, აპლიკაციების განხილვის პერიოდის განმავლობაში, მიწერეთ ინსტიტუტს, საკონტაქტო იმეილზე, ამის შესახებ მოკლედ. გაითვალისწინეთ, რომ სტიპენდია არ ფარავს სრულად აპლიკანტის სწავლების და მგზავრობის ღირებულებას.   მონაწილეობის პროცედურა : შევსებული სააპლიკაციო ფორმა, CV და დასკანერებული პასპორტი უნდა გადაიგზავნოს მითითებულ ვადებში;    მონაწილეს გაეგზავნება შესაბამისი კურსის გადასახადის ამსახველი ინვოისი, გადახდის პროცედურისთვის; საფასურის გადახდის შემდგომ, მონაწილე მიიღებს იმეილს ორგანიზაციიდან, ვიზის მიღების პროცედურებში დახმარების და მოწვევის წერილის თაობაზე, საელჩოსთვის;  თანამშრომლობა :   ინსტიტუტი დაინტერესებულია, მიიღოს მონაწილეთა ჯგუფი (5-20 მონაწილე) კონკრეტული ორგანიზაციიდან და დააზუსტოს თანამშრომლობის დეტალები, იმეილის საშუალებით; შეკითხვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ინსტიტუტს საკონტაქტო მისამართზე:   fhuseynli@ipdinstitute.ch ;    
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას IREX-ის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

09/08/2016 10:30
IREX (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო), Carnegie Corporation of New York - ის მხარდაჭერით, ახორციელებს University Administration Support Program(UASP) -ს კვლევების მენეჯმენტში შემდეგი ქვეყნებისათვის: სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, განა, კენია, მოლდოვა, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა და უკრაინა. ეს არის სასტიპენდიო პროგრამა და მისი  ხანგრძლივობა შეადგენს  6 კვირას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  აგრეთვე შესაბამისი სამინისტროების ზედა და  საშუალო რგოლის წარმომადგენლებსაც. ისინი უნდა მუშაობდნენ იმ პოზიციებზე, რომლებიც ფოკუსირებულია კვლევის მენეჯმენტსა და უმაღლესი განათლების რეფორმაზე. განაცხადის წარდგენის დედლაინი არის მიმდინარე წლის 26 აგვისტო. დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული სტიპენდიის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:   https://www.irex.org/program/fellowship-opportunity-research-management
სრულად