ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/IncoNet_EaP-1438031008.jpg
01/08/2016 09:47

Twinning Grants აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთათვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო საგრანტო კონკურსის შესახებ. კონკურსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი”  - IncoNet EaP პროექტის ფარგლებში  მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გამოცხადდება მესამე კონკურსი - ე.წ  ‘ Twinning Grants’. ახალი საგრანტო სქემის გამოცხადების მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ახლადასოცირებული ქვეყნების, საქართველოსა და სომხეთის, მეცნიერთა ჩართულობას პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საერთაშორისო კონსორციუმებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისათვის. Twinning Grants ფარგლებში დაფინანსებული პროექტები მიიღებენ მხარდაჭერას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის მიღების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად.  თითოეული Twinning პროექტის ბიუჯეტია 2 000 ევრო. კონკურსის გამოცხადება: 2016 წლის სექტემბრის პირველი ნაწილი საბუთების წარდგენის ვადა: 2016 წლის 30 სექტემბერი პროექტების  ვადები: 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე. ანაზღაურება: 2016 წლის ნოემბერი კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება IncoNet EaP პროექტის ვებგვერდზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
28/07/2016 12:23

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) აცხადებს საგრანტო კონურსს ERC Starting Grant

საგრანტო კონკურსის -  ERC Starting Grant მიზანია, მხარი დაუჭიროს გამორჩეულ მეცნიერებს  თავიანთი კარიერის იმ ეტაპზე, როდესაც ისინი დამოუკიდებელად აყალიბებენ საკუთარი კვლევის გუნდსა თუ პროგრამას.  დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა უნდა წარმოაჩინოს კვლევის ნოვატორული ხასიათი, ამბიციური იდეა და გაწეროს სამეცნიერო პროექტის განხორციელების გეგმა. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო კონკურსზე განაცხადის წარდგენა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. წარდგენილი პროექტის ფარგლებში კვლევა მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყანაში. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ  საპროექტო წინადადებების  დასაფინანსებლად შერჩევის პრინციპები და ამოცანები გაწერილია 2017 წლის სამუშაო პროგრამაში.  დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის პირობების შესახებ ხელმისაწვდომია დოკუმენტში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
27/07/2016 17:25

გამოცხადდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2017 წლის სამუშაო პროგრამა

ევროპულმა კვლევების საბჭომ (ERC) 2017 წლის საგრანტო კონკურსები გამოაცხადა. ERC საგრანტო დაფინანსების 2017 წლის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 1,8 მილიარდ ევროს. 2017 წლის პირველ კონკურსზე - ERC  Starting Grants 2017 საბუთების წარდგენა შესაძლებელია 2016 წლის 18 ოქტომბრამდე. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2017 წლის სამუშაო პროგრამის გასაცნობად  ეწვიეთ ბმულს.
სრულად

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Horizon 2020 გზამკვლევების შესახებ

11/07/2016 12:42
ევროკავშირის წევრ ქევყნებში ან  პროგრამა “ჰორიზონტი 2020"-თან ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებულ მცირე და საშუალო საწარმოებს შესაძლებლობა ეძლევათ, განავითარონ ინოვაციური პროექტები და მიიღონ საგრანტო დაფინანსება. Horizon 2020-ის ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა გადაწყვიტა, გაეზიარებინა გამოცდილება, რომელიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მიიღონ დაფინანსება „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამის ფარგლებში. შედეგად, ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა პრაქტიკული გზამკვლევი.  ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული გზამკვლევებისა და ფასიანი საინფორმაციო მასალის შესახებ: Guidebooks -ეტაპობრივი  სახელმძღვანელო,  თუ როგორ დავწეროთ და შევადგინოთ საპროექტო  განაცხადი სწორად; Ready-to-use proposal templates- თვალსაჩინოებები - დიაგრამები, ცხრილები, საპროექტო წინადადებების ნიმუშები; Self-assessment tools - პროექტის იდეის შესაბამისობა შეფასების კრიტერიუმებთან და საპროექტო განაცხადის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები; Proposal clinics -ინდივიდუალური კონსულტაციები პროექტის ხარვეზების იდენტიფიკაციის და  აღმოფხვრის მიზნით.   დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/erc%20picture.jpg
06/07/2016 15:59

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ERC საგრანტო კონკურისის შესახებ ERC Advanced Grants

კონკურსის - ERC Advanced Grants მიზანია მხარი დაუჭროს უკვე დაფუძნებულ, გამორჩეულ მეცნიერებს, კვლევითი პროექტების ხელმძღვანელებს, რომელთაც აქვთ მდიდარი  გამოცდილება და სანიმუშო სამეცნიერო კარიერა. კონკურსი განკუთვნილია ნებისმიერი ეროვნების მეცნიერისათვის, ვისაც სურვილი აქვს კვლევა განახორციელოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან ასოცირებული ქვეყნის ფარგლებში. 'ERC-2016-ADG' საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 სექტემბერი, ქ.ბრიუსელის ფროით 17:00 საათი. კონკურსი ითვალისწინებს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ფიზიკური მეცნიერებები და ინჟინერია სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებები სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები   დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე იხილეთ ERC Advanced Grants 2016 წლის გზამკვლევი   საპროექტო წინადადების მომზადების შესახებ ევროპუი კვლევების საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ხელმისაწვდომია ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/fp9-banner-event-page.jpg
06/07/2016 13:57

ევროპა 2030 და მომდევნო ჩარჩო პროგრამა

სსიპ შოთა რუსთაველის ერვონული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დაგეგმილი  კონფერენციის შესახებ კონფერენცია სახელწოდებით ,, Research Strategies: Europe 2030 and the next Framework Programme “ გაიმართება მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში. ღონისძიების ორგანიზატორია ქსელი Science|Business ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავს საუშაო შეხვედრებს, კვლევისა და ინოვაციის პოლიტიკის შესახებ დისკუსიებს, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამის სავარაუდო აქცენტებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე და ასევე საკონტაქტო პირისაგან: Isabel Ortega   isabel.ortega@sciencebusiness.net    tel:  + 32 2 880 3042
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

30/06/2016 14:47
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 17-25 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის  ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გორი, საქართველო), ჯანიქ ბაშარის უნივერსიტეტი (სამსუნი, თურქეთი), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე, საქართველო), კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი), 2016 წლის 20-21 სექტემბერს ატარებს პირველ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:  „ ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016).  მნიშვნელოვანი თარიღები: მოხსენებების მიღების ბოლო ვადა:  2016 წლის 25 აგვისტო მოხსენებების მიღების შესახებ შეტყობინება:  2016 წლის 1 სექტემბერი მოხსენებების სრული ვერსიის მიღების ბოლო ვადა:  2016 წლის 25 ოქტომბერი    კონფერენციის სამუშაო ენებია:  ქართული, ინგლისური, რუსული და თურქული .    დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ კონფერენციის ვებ-გვერდს  http://halc.ibsu.edu.ge/index.php ,  სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საჭირო ინფორმაციას, ან მოგვწეროთ კონფერენციის ელ-ფოსტაზე:  halc@ibsu.edu.ge .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/image/icmpd-logo.jpg
21/06/2016 17:12

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ICMPD-ის კონკურსის შესახებ

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ICMPD, პროექტი ENIGMMA იწვევს დამოუკიდებელ მკვლევარებსა და მკვლევართა ჯგუფებს (დოქტორანტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, პოსტდოქტორებს და ა.შ) საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში, მიგრაციის პოლიტიკის ანალიზის განსახორციელებლად. კვლევის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: იმიგრანტების ინტეგრაცია; პოლიტიკის განვითარება ემიგრაციასთან მიმართებაში; სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაცია; მიგრაცია და განვითარება საქართველოში; განათლების ინტერნაციონალიზაცია; ცირკულარული მიგრაციის პოტენციალი საქართველოში; საზოგადოების დამოკიდებულება იმიგრანტებთან, ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით; უცხოელი მუშახელის დაქირავება საქართველოს შრომის ბაზარზე.  განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე:  enigmma@icmpd.org მიმდინარე წლის 15 ივლისამდე.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭროა შემდეგი დოკუმენტაცია: ზემოაღნიშნულ  თემებზე მიმოხილვა /მონახაზი,  ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ, ბიბლიოგრაფია, ბიოგრაფიული მონაცემები (CV), პუბლიკაციების ჩამონათვალი, აპლიკანტის მიერ უკვე შესრულებული ნაშრომის ნიმუში ქართულ ან ინგლისურ ენაზე . დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია დოკუმენტში. პროექტის ENIGMMA შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს.
სრულად

გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შეფასების რეგიონული პლატფორმის შეხვედრა

20/06/2016 18:58
მიმდინარე წლის 27- 28 ივნისს, თბილისში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც დაეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  რეგიონული პლატფორმის შექმნას  მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების მიმართულებით (Workshop on STI Evaluation Platform).  ორდღიან პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, ბელარუსის რესპუბლიკის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ხელშემწყობი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილავენ სამეცნიერო - კვლევითი პროექტების შემფასებელ ექსპერტთა საერთო რეგიონული პლატფორმის მომზადებისა და ფუნქციონირების საკითხებს. ღონისძიება იმართება ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ   პარტნიორობის    (EaP)   ქვეყნების    მეცნიერების,    ტექნოლოგიისა   და   ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” (IncoNet EaP)  ფარგლებში. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობენ ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და IncoNet EaP პროექტის კონსორციუმის პარტნიორი ორგანიზაციებიდან. ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერება  თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც წარმოდგენილი მხარეები დაადასტურებენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროს საერთო ექსპერტ-შემფასებელთა პლატფორმის შექმნაში, გააძლიერონ ამ მიმართულებით თანამშრომლობა და რეგიონისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათ ქვეყნებში მიღებული სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო წინადადებების შეფასების ინსტრუმენტები და პროცედურები. მემორანდუმის დანართის სახით განხილული იქნება ექსპერტ-შემფასებელთა რეგიონული   პლატფორმის   განვითარებისა   და  დანერგვისათვის  საჭირო  სამოქმედო  გეგმა.
სრულად

ოკრიჯთან ასოცირებული უნივერსიტეტებთან (ORAU) თანამშრომლობისადმი მიძღვნილი შეხვედრა

06/06/2016 09:14
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავას და ORAU-ს ვიცე პრეზიდენტის, ბ-ნი ტონი ლესტერის შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან   თარიღი: 7 ივნისი,  16:00 სთ, 2016 ადგილი: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მ. ალექსიძის ქ. 1. III სართ. მიმდინარე წლის   7 ივნისს , 16:00  საათზე შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში    გაიმართება   შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავა,   Oak Ridge Associated Universities (ORAU)  - ი ს ვიცე პრეზიდენტი , ბატონ ტონი ლესტერი .   შეხვედრა დაეთმობა   შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვას. ოკ-რიჯის ასოცირებული უნივერსიტეტები (ORAU) სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტი ლები ს მიმღებია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სპეციალიზებული ექსპერტების ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულშესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე მეცნიერების სრულყოფის, განათლებისა და სამუშაო ძალის განვითარებისთვის, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვის უზრუნველყოფისთვის. ORAU - ს პარტნიორები არიან: აშშ-ის სახელმწიფო, ენერგეტიკის, თავდაცვის, იუსტიციის დეპარტამენტები, NASA აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ეროვნული, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის ლონდონის საიმპერიო კოლეჯი, ნაზარბაევის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის ლაურეატთა ფორუმი, ლინდაუ ნობელის ლაურეატთა ასოციაცია  და სხვ. 2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის  გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.   მემორანდუმის მიზანია ორგანიზაციებს  შორის თანამშრომლობის გაძლიერება , კვლევების დაფინანსებისათვის ფონდის საკონკურსო პროექტების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასება, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის განვითარება და მეცნიერების პოპულარიზაცია.  ORAU - თან ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობა შეფასების ობიექტურობ ი სა და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების შერჩევის გარანტიაა .    7 ივნისის შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო დეპარტამენტების, კვლევითი ცენტრებს წარმომადგენლები და მეცნიერები. საკონტაქტო პირები ფონდიდან: თათია მჟავანაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ( mzhavanadze@rustaveli.org.ge ; 555438107) მარიამ ქებურია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახური ( keburia@rustaveli. org.ge ; 591111215)      
სრულად