ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/fd.jpg
30/08/2017 12:07

ჩილეს რესპუბლიკის კვლევისა და ტექნოლოგიების ეროვნული საბჭოს საგრანტო კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჩილეს რესპუბლიკის კვლევისა და ტექნოლოგიების ეროვნული საბჭოს - CONICYT მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ.    კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქეს, ასევე, შეზღუდული არ არის სამეცნიერო მიმართულება. იმისთვის რომ მეცნიერმა მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსში აუცილებელია:  დოქტორის ხარისხის ქონა, რომელიც მინიჭებულია აპლიკაციების მიღების დასრულებამდე შვიდი წლით ადრე; ჯანდაცვის სფეროში აპლიკაციის წარდგენის შემთხვევაში, არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება (მსგავსი თემატიკის საკითხზე მუშაობის შემთხვევაში);  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული ესპანურ ენაზე: http://www.conicyt.cl/pci/2017/08/apoyo-a-la-formacion-de-redes-internacionales-para-investigadoresas-en-etapa-inicial/  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Logo_Volkswagenstiftung.svg_1.png
22/08/2017 13:52

ფოლკსვაგენის ფონდის (VoklswagenStiftung) კონფერენცია „სახიფათო ლანდშაფტები“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფოლკსვაგენის ფონდი (VoklswagenStiftung) ორგანიზებას უწევს კონფერენციას „სახიფათო ლანდშაფტები“ (the Herrenhausen Conference "Dangerous Landscapes”), რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 27-29 ნოემბერს, ჰანოვერში. კონფერენციის მიზანია, გამოიკვლიოს დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაში კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო და უახლესი მიღწევები. კონფერენციის ფარგლებში განიხილება პრევენციის ინტეგრაციული და ხელმისაწვდომი მეთოდები, რომლებიც შეიძლება, დაინერგოს საშიშროების პირას მყოფი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ექსპერტები - მკვლევარები და პრაქტიკოსები სხვადასხვა სამეცნიერო დარგებიდან, მათ შორის: ლანდშაფტისა და ურბანული დაგეგმარებიდან; ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან; საინჟინრო მეცნიერებებიდან; ექსპერტები, რომლებიც ჩართულნი არიან თემებზე მომუშავე ორგანიზაციებში. პროგრამა: პროგრამა დეტალურად შეგიძლიათ, იხილოთ აქ . კლასტერი 1:  Towards a Deeper Understanding of Risk კლასტერი 2:  Community-based Knowledge and Coping Strategies კლასტერი 3:  Landscape-based Disaster Risk Management კლასტერი 4:  Weaving and Wiring კონფერენციაზე დასწრება უფასოა. დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია . კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/banner1.jpg
17/08/2017 14:42

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ICPES 2017 მე-7 საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ICPES 2017 მე-7 საერთაშორისო კონფერენციის შესახებ. IEEE -ს მიერ ორგანიზებული მე-7 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „Power and Energy Systems“ (ICPES) ჩატარდება 2017 წლის 1-3 ნოემბერს ქალაქ ტორონტოში. ICPES 2017-ის მიზანია, ჩაატაროს მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკადემიკოსები, პროფესიონალები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, სამრეწველო და საჯარო სააგენტოებიდან, რომლებიც გაცვლიან ინფორმაციას, გაუზიარებენ ერთმანეთს  მიღწევებს და ისაუბრებენ Power and Energy Systems სფეროს პროგრესზე. მიიღეთ მონაწილეობა, როგორც მომხსენებელმა წარმოადგინეთ აბსტრაქტი საბოლოო ვადის ამოწურვამდე. კონფერენციის სამეცნიერო კომისია უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს დაბალი ხარისხისა და საკონფერენციო თემატიკასთან შეუსაბამო აბსტრაქტები კონფერენციაში მონაწილეობისთვის. მიიღეთ მონაწილეობა, როგორც სტატიის ავტორმა წარმოადგინეთ სრული ნაშრომი და მიიღეთ გამოქვეყნების შესაძლებლობა. შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება საკონფერენციო მოხსენებების კრებულში. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში. რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 2017 წლის 30 აგვისტო. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს: https://www.nature.com/natureevents/science/events/52581-ICPES_2017_the_7th_International_Conference_on_Power_and_Energy_Systems_ICPES_2017 http://www.icpes.org/  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/eu-commission.png
11/08/2017 15:51

ევროკომისიის გრანტი სამაგისტრო პროგრამების ინოვაციური ინტერდისციპლინარული მოდულებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ახალი ექსპერიმენტული საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გამოცხადებულია ევროკომისიის გრანტის ფარგლებში. საგრანტო კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს ინტერდისციპლინარული სამაგისტრო მოდულის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნების სწავლება. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია დაფინანსება 1.5 მილიონი ევროს ოდენობით. მოდულის შექმნის დროს გთხოვთ გაითვალისწინოთ: ა) სასწავლო კურსმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტის საჭირო კომპეტენციების განვითარებას, რომელიც საშუალებას მისცემს მას, იმუშაოს კულტურულ და  შემოქმედებით სექტორში; ბ) ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორებთან კავშირის შედეგად, უნდა გაუმჯობესდეს ხელოვნების სწავლების ხარისხი; გ) სასწავლო კურსმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებსა და ლექტორებში მეწარმეობის კულტურის განვითარებას; დ) სასწავლო კურსი მიზნად უნდა ისახავდეს ინოვაციური სასწავლო გარემოს განვითარების სტიმულირებას;   განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 10 ოქტომბერი 23:00 (CET) დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://www.edu-active.com/grants/2017/jul/15/call-proposals-modules-master-degrees-arts-and-sci.html
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/fni_tansparent.png
08/08/2017 17:25

ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (BNSF) დაინტერესებულ პირებს იწვევს ექსპერტთა ბაზაში დასარეგისტრირებლად

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (BNSF) მიერ ექსპერტთა მოძიების შესახებ.  დამოუკიდებელი ექსპერტები შეირცევიან შემდეგი მოთხოვნების საფუძველზე: სამეცნიერო გამოცდილება, პუბლიკაციათა რაოდენობა და მოკლე CV. პროექტთა შეფასებისთვის განკუთვნილი პერიოდია სექტემბერი და ოქტომბერი. თითოეული ექსპერტი უფლებამოსილია შეაფასოს ერთი კონკურსიდან არაუმეტეს 5 პროექტი. შეფასების დასასრულებლად განკუთვნილია 2 კვირა. შევსებული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ხელმოწერილ ხელშეკრულებას, პუბლიკაციათა სიას და მოკლე CV-ს, კვლევის მიმართულების მიხედვით , შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: m.stefanova@mon.bg – ბიოლოგიური და სამედიცინო მეცნიერებები; kristina_hristova@mon.bg – სოფლის მეურნეობის მეცნიერებები, მათემატიკა და ინფორმატიკა; b.hadjieva@mon.bg – ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები; dokatanova@mon.bg – სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები; aleksandrova@mon.bg – ტექნიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.   ყველა წერილის ასლი უნდა გადაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: FNI-IS@mon.bg    საჭირო დოკუმენტაცია: სარეგისტრაციო მოწვევა საინფორმაციო ფორმა და აპლიკაცია მოთხოვნები   საკონტაკტო პირი: Mrs. V. Milkova (ტექნიკური ასისტენტი) - v.milkova@mon.bg  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/download%2011_1.jpg
03/08/2017 16:42

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 2018 წლის საგრანტო კონკურსებს აცხადებს

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 2018 წლის საგრანტო კონკურსების ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 1.86 მილიარდ ევროს. 2018 წლის სამუშაო პროგრამა  შეიცავს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ყველა საგრანტო სქემას:  Starting ,  Consolidator ,  Advanced Grants ,  Proof of Concept Grants . გამოცხადდება ასევე საგრანტო სქემა  Synergy Grants. დღეს, 3 აგვისტოს გამოცხდდა ორი საგრანტო კონკურსი: ERC Starting Grant ERC Synergy Grant
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/EaPPLUS_Logo_170116_RGB-1484569370.jpg
03/08/2017 15:00

ვებინარი კვლევისა და განვითარების საკითხებზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტის -   EaP Plus  ფარგლებში დაგეგმილი ვებინარის თაობაზე. მიმდნარე წლის  7 სექტემბერს, 10:00 – 11:45 საათზე  (ცენტრალური ევროპის დროით) გაიმართება ვებინარი  Innovation strategies and innovation management .  ვებინარზე მონაწილეობა შეუძლიათ ინოვაციურ პროექტებში ჩართულ მკვლევრებს, მენეჯერებს და დაინტერესებულ პირებს  რეგისტრაციის გავლის შემდგომ.     ვებინარის დეტალური აღწერილობა  იხილეთ ბმულზე დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: m.veilletlavallee@inno-group.com s.klessova@inno-group.com ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:  https://www.eap-plus.eu/object/event/98        
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/tub.jpg
02/08/2017 14:46

TUBITAK-ის კვლევითი სტიპენდიები მეცნიერთა მობილობის მხარდასაჭერად

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (The Scientific and Technological Research Council of Turkey - TUBITAK) მიერ  გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.  სტიპენდია გაიცემა შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინრო და ტექნოლოგიური მეცნიერებები, სამედიცინო მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. პროგრამის მიზანია თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ხელშეწყობა სტიპენდიანტების  წარმომადგენელ ქვეყნებთან. დაფინანსება მოიცავს : ყოველთვიურ სტიპენდიას არაუმეტეს 3000$ ოდენობით მეცნიერთა მობილობისთვის (Visiting Scientists); ყოველთვიურ სტიპენდიას არაუმეტეს 3500$ ოდენობით სასწავლო შვებულების მქონე მეცნიერთა მობილობისთვის (Visiting Scientists on Sabbatical Leave); სამოგზაურო ხარჯებსა და ჯანმრთელობის დაზღვევას; სტიპენდიის ხანგრძლივობა მერყეობს 1 კვირიდან 12 თვემდე; სტიპენდიანტები ვალდებულნი არიან, ისარგებლონ დაფინანსებით შეტყობინებიდან 6 თვის განმავლობაში; პროგრამაში მონაწილეობის პირობები: პროგრამა ღიაა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის; სტიპენდიანტებს უნდა ჰქონდეთ დოქტორის/მასთან გათანაბრებული ხარისხი ან 5 წლიანი გამოცდილება კვლევის სფეროში; სტიპენდიანტები უნდა მოიწვიონ მასპინძელმა ინსტიტუტებმა, რომლებშიც შედის: უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, ინდუსტრიული კომპანიები, რომლებსაც აქვთ კვლევისა და განვითარების ქვედანაყოფი; სასწავლო შვებულების მქონე სტიპენდიანტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 3 თვიანი მოწვევა. განაცხადის წარდგენა  შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. ინგლისური ენის ცოდნა:  აპლიკანტები ინგლისურად უნდა საუბრობდნენ თავისუფლად. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად: https://e-bideb.tubitak.gov.tr/giris.htm?language=en განაცხადების მიღების ბოლო ვადა დაწესებული არ არის. დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/news%20photo.png
01/08/2017 13:38

ექსპერტთა შერჩევა პროგრამისთვის Operational Programme Smart Growth 2014-2020

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროგრამა   Operational Programme Smart Growth 2014-2020 ფარგლებში გამოცხადებული ექსპერტთა შერჩევის  შესახებ: პოლონეთის კვლევისა და განვითარების ეროვნული ცენტრი (National Center for Research and Development) იწვევს ექსპერტებს  Smart Growth OperationalProgrtamme-ის ფარგლებში წარდგენილ საგრანტო განაცხადების  შესაფასებლად. აპლიკაციების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ პოლონეთის კვლევისა და განვითარების ეროვნული ცენტრის (NCRD) ექსერტთა მონცემთა ბაზაში დარეგისტრირებული პირებისთვის   ელექტრონული პორტალის მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის ეტაპებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ   ინფორმაცია პოლონეთის კვლევისა და განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.   ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაეცნოთ შერჩევის პირობების ამსახველ დოკუმენტს. ექსპერტთა კონკურსისთვის განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2017 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოორდინატორს - ქალბატონ ანიეჟკა ლევანდოვსკას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: agnieszka.lewandowska@ncbr.gov.pl
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/images.jpg
27/07/2017 15:03

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ახალი სამეცნიერო ჟურნალის შესახებ

სამედიცინო რეფერირებადი და მაღალრეიტინგული გამომცემლობა „ლანცეტი“ იწყებს  ახალი სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას The Lancet Child & Adolescent Health (ლანცეტის ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობა). ჟურნალი გამოქვეყნდება ელსევიერის სამეცნიერო ბაზაზე -  ScienceDirect და 2017 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის პუბლიკაციების სრული ვერსია უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. The Lancet Child & Adolescent Health მოიცავს ორიგინალურ სტატიებს კლინიკურ კვლევების შესახებ, საექსპერტო მიმოხილვებს, წერილებს, კომენტარებსა და მოსაზრებებს კლინიკურ პედიატრიის, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მიმართულებით. ღნიშნულ  ჟურნალში დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს უახლეს, მკაფიო და მიუკერძოებელ ინფორმაციას კლინიკური განვითარებისა და პრაქტიკული კვლევების ახალი პერსპექტივების შესახებ. იხილეთ ჟურნალის ბმული  http://www.sciencedirect.com/science/journal/aip/23524642?sdc=1  
სრულად