ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/baner%201.jpg
12/07/2018 15:24

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივ საერთაშორისო კონფერენცია

2018 წლის 16 ივლისს , საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივ საერთაშორისო კონფერენცია. საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის მიღწევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვას. ასევე, საქართველოს შემსწავლელი ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ფონდის სხვადასხვა სქემით დაფინანსებული კვლევების მნიშვნელოვანი შედეგების წარმოჩენას, საერთაშორისო და ადგილობრივ მკვლევართა შორის დიალოგის ხელშეწყობასა და თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავებას. კონფერენცია უმასპინძლებს  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მკვლევრებს: ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის აპლიკანტებსა და გრანტიორებს, ფონდის მიერ ადმინისტრირებული სხვა კონკურსების წარმატებულ მონაწილეებსა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებით დაინტერესებულ პირებს.  კონფერენციაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია   ბმულზე. კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე .   კონფერენციაზე რეგისტრაცია: 9:00 სთ კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური კონფერენციის ჩატარების ადგილი - ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ლ. გუდიაშვილის ქ. 7)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/foto.png
10/07/2018 16:02

„ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ,,EaP Plus“ -ის საინფორმაციო ბიულეტენი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ავრცელებს ინფორმაციას,   „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ,,EaP Plus“საინფორმაციო ბიულეტინის შესახებ. საინფორმაციო ბიულეტენი შეგიძლიათ იხილოთ დანართში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/8473007398-71c677ea45.jpg
09/07/2018 10:51

„ჰორიზონტი 2020-ის“ 2018 წლის ევროპული ჯანდაცვის საშუამავლო ღონისძიება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020-ის“ 2018 წლის ევროპული ჯანდაცვის საშუამავლო ღონისძიებასთან დაკავშირებით. ღონისძიება გაიმართება 2018 წლის 3-4 სექტემბერს ქალაქ ოსლოში, ნორვეგიაში. ჯანდაცვის ეროვნული საკონტაქტო პირების საერთაშორისო საშუამავლო შეხვედრა ემსახურება „ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების ჯანდაცვის სამუშაო პროგრამის 2019 წლის კონკურსებისათვის კონსორციუმების შექმნასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მონაწილეობის შედეგები: ჰორიზონტი 2020-ის „ჯანმრთელობის, დემოგრაფიული ცვლილებისა და კეთილდღეობის“ სამუშაო პროგრამის მომავალი კონკურსების შესახებ სასარგებლო ინფორმაციის მიღება; საპროექტო იდეის ან კომპეტენციის ფარგლებში გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო აუდიტორიისათვის და სხვა მონაწილეთა მიერ შექმნილი ან აღმოჩენილი ტექნოლოგიების გაზიარება; პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა, როგორც ევროპული, ისე არაევროპული ქვეყნებიდან და კონსორციუმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხები. საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროგრამა ჰორიზონტი 2020-თან ასოცირებული ქვეყნების: კომპანიებს, უნივერსიტეტებს, კვლევით და ტექნოლოგიურ ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და სხვ. საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/218.jpeg
26/06/2018 14:43

ევროპის თავდაცვის სააგენტოს გამოცხადებული კონკურსი ექსპერტებისთვის თავდაცვის სფეროში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ ექსპერტებისთვის თავდაცვის სფეროში. კონკურსი ღიაა ყველასთვის, თუმცა მასში მონაწილეობა განსაკუთრებით წახალისებულია ექსპერტებისთვის ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნებიდან. კონკურსის მიზანია შეარჩიოს მაღალი დონის და გამოცდილების მქონე ექსპერტები სამხედრო სფეროდან, შემდეგი მიმართულებებისთვის: უპილოტო პლატფორმები; კონტროლი, კომუნიკაცია, კომპიუტერები, ზედამხედველობა და დაზვერვა; ეფექტები; ძალოვანი თავდაცვა და სისტემები; სამხედრო კიბერ უსაფრთხოება; ლაზერული ტექნოლოგიები; ელექტრო კომპონენტები. კონკურსი ასევე შეარჩევს ექსპერტებს შემდეგი საკვანძო მიმართულებებისთვის: სტრატეგიული ტექნოლოგიის ხედვა; საერთაშორისო შეიარაღების რეგულაციებთან დაკავშირებული ევროპის თავდაცვითი კომპონენტები; სამხედრო რეგულაციები და ინფორმაციის მართვა; სამხედრო ეთიკური და საზოგადოებრივი საკითხები. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ  ბმული და ასევე ევროპული კომისიის ვებგვერდი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/unesco.png
26/06/2018 12:32

იუნესკოს ,,მონაწილეობის პროგრამა“ 2018-2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,იუნესკოს“ მონაწილეობის პროგრამა 2018-2019 ფარგლებში გამოცხადებულ საპროექტო განაცხადის მიღების შესახებ. ,,მონაწილეობის პროგრამა“ არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთ საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევს სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.( პრიორიტეტები მოცემულია ბმულზე (გვ 20 იდან)  და დოკუმენტში - 39C/5) დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა საქართველოს იუნესკოს საქმეთა  ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია : პროექტის ანოტაცია ქართულ ენაზე( მაქს. 1 გვერდი) შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე( გთხოვთ იხილოთ ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ) დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.  პროექტის განხილვისას ყურადღება ექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყებების სარეკომენდაციო წერილს. დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა განსაზღვრულია 2018 წლის 16 ივლისს კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. სააპლიკაციო განაცხადის ფორმა და სხვა დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვებგვერდზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/CulturalHeritage.jpg
25/06/2018 14:52

ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტები კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას“ ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. პროექტების მიზანია ხელი შეუწყონ კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების დაცვას, შენარჩუნებასა და შესწავლას.   აღნიშნული პროექტებია: ისტორიული კონტექსტი უკეთესი მომავლისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები დასავლეთ ევროპის, სასოფლო ცხოვრების კვლევისთვის. კვლევები ითვალისწინებს დაადგინოს საერთო მახასიათებლები, რამაც აღნიშნული საზოგადოებები უფრო მდგრადი გახადა ისტორიული პერიოდის განმავლობაში. პროექტი დაიწყო 2014 წელს და საკვლევი პერიოდი გააჩნია 1300-1800 წლები. მალტა - ცივილიზაციის აღზევება და დაცემა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი, რომელიც იკვლევს უძველეს მალტის ისტორიას. კვლევა ორიენტირებულია აღმოაჩინოს მახასიათებლები, რომლებმაც მალტის კულტურას ხელი შეუწყო ან გაანადგურა. უფრო კონკრეტულად კი პირველი დასახლებები მალტაზე და მისი გავლენა ფიზიკურ ეროზიასა და დეგრადაციაზე. ახალი ხედვა გოთურ სარდაფებსა და კონსტრუქციაზე არსებული ინფორმაცია გოთურ სარდაფებსა და კონსტრუქციებზე საკმაოდ მწირია. ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა იკვლევს ადრეულ გოთურ სარდაფებსა და მის კონსტრუქციებს. კვლევა კი გეომეტრიული ინჟინერიის მეშვეობით მიმდინარეობს, რომელიც ისტორიულ წყაროებს ეფუძნება. 3 განზომილებანი მოდელირების ახალი მეთოდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,ტიტანიუმი“ ორიენტირებულია ურბანულ მოდელირებაზე პარამეტრების დიდი სიზუსტით და ვიზუალურად სრულყოფილი სამგანზომილებიანი მოდელირებით. იგი წარმოადგენს მაღალი სიზუსტით შექმნილ ისტორიული ადგილებისა და ნაგებობების ასლის მოდელირებას, რის დახმარებითაც ისტორიულ ლანდშაფტის და დასახლების ილუსტრირება იქნება შესაძლებელი. ახალი ნახშირბადის კვლევა, საჰარის ცივილიზაციის შესასწავლად ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი ,,ტრანს-საჰარა“ იკვლევს წინარე ისლამური პერიოდის დროინდელ საჰარის ტერიტორიის მახასიათებლებს: ვაჭრობას, დასახლების ტიპებს, ეკონომიკურ აქტივობას, დაკრძალვის ტრადიციებს და ა.შ. კვლევა ცხადყოფს, საჰარის ტერიტორიის დასახლების უცნობ დეტალებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდ ი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/grant%20for%20networking/1.jpg
20/06/2018 11:48

გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა “Horizon 2020”-ის  დაფინანსებული პროექტის, EaP Plus-ის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო  კონკურსის  მესამე რაუნდის შესახებ. კონკურსის ფარგლებში, შესაძლებელია საშუამავლო ღონისძიებებსა (ე.წ. brokerage events) და Horizon 2020-ის კონკურსებში წარსადგენ საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობა.   კონკურსის მიზანია ევროკავშირის წევრ და ასოცირებულ ქვეყნებს შორის, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრ ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ.  SPIRE-ის კონკურსებს  და, შესაბამისად, აღნიშნული კონკურსების შესახებ საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობას. SPIRE-ის მიმართულებით კონკურსები იხილეთ  ,,ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების   სამუშაო პროგრამაში . აღნიშნული მცირე საგრანტო სქემის ფარგლებში, მონაწილეობა შეუძლიათ კვლევით ორგანიზაციებში/ინსტიტუციებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერებსა და ასევე მცირე და საშუალო საწარმოების, ინდუსტრიული სექტორისა და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.   EaP Plus საგრანტო კონკურსში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი: განაცხადის წარდგენის გზამკვლევი ; განაცხადის ფორმა საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ; განაცხადის ფორმა მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობისათვის; მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობისათვის მოტივაციის წერილი ; საშუამავლო შეხვედრის დასრულების შემდგომ წარსადგენი ანგარიშის ფორმა; მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდგომ წარსადგენი ანგარიშის ფორმა.   კონკურსის მესამე რაუნდის ფარგლებში, შესაძლებელია მონაწილეობის მიღება 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებში. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი. ყურადსაღებია, რომ მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია იგზავნება ელექტრონულად პროექტის ფარგლებში ადგილობრივ კოორდინატორებთან დაგეგმილ ღონისძიებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. აღნიშნული საგრანტო სქემით სარგებლობა არ შეუძლიათ მათ, ვისაც EaP PLUS პროექტის წინა ორი რაუნდის ან მულტილატერალური პროექტების: IncoNeET EaP, BILAT-UKR*AINA, Back Sea Horizon, ფარგლებში აქვს მოპოვებული გრანტი  საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში კოორდინატორებს: მარიამ ქებურია:  keburia@rustaveli.org.ge თამთა შკუბულიანი:    tshkubuliani@rustaveli.org.ge გიორგი წოწორია:    tsotsoria@rustaveli.org.ge   საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ EaP Plus პროექტის მხრიდან საერთაშორისო ექსპერტს მარგიტ დევიდს: E-mail:  margit.david@rcisd.eu (Regional Centre for Information and Scientific Development, RCISD)   ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულის მეშვეობით. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და შეფასების კრიტერიუმები, შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევის მეშვეობით.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/1_2.jpg
20/06/2018 09:30

ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) ყოველწლიური ანგარიში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის ერთობლივი კვლევითი ცენტრის 2017 წლის ანგარიშის შესახებ.   ევროპის ერთობლივი კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ევროკომისიის მეცნიერებისა და განათლების სამსახურს, რომელიც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. JRC-ის 2017 წლის ანგარიში აერთიანებს ცენტრის მიერ გასულ წელს განხორციელებულ აქტივობებს, სამეცნიერო მიღწევებსა და კორპორატიულ ინიციატივებს, და ასევე ასახავს კვლევითი ცენტრის 2030 წლამდე სტრატეგიას მიგრაციის პოლიტიკის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ერთობლივი კვლევების ცენტრის ანგარიში ევროკომისიის ვებგვერდზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/unies.PNG
18/06/2018 17:02

ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივა მომდევნო ჩარჩო პროგრამის ,,Horizon Europe” შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივის შესახებ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამის „ Horizon Europe“ -თან დაკავშირებით. ინიციატივის ავტორები არიან ევროპის კვლევითი ინსტიტუტები და ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), რომელიც ევროპის მასშტაბით 850-ზე მეტ ინსტიტუციას აერთიანებს. ინიციატივის ავტორები განიხილავენ პროგრამის ცვლილებას რამდენიმე მიმართულებით: ჩარჩო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტის გაზრდა; პროგრამის მიმართულებებზე დაფინანსების ცვლილება; პროგრამის საზოგადოებრივ და ინკლუზიურ მიმართულებების განვითარება. ინიციატივის ავტორები მიმართავენ ევროპულ კომისიას ჩარჩო პროგრამის ბიუჯეტის 94.1 მილიარდიდან - 160 მილიარდ ევრომდე გაზრდის წინადადებით და  ბიუჯეტის გადანაწილების განსხვავებული სქემის საჭიროებით მე-9 ჩარჩო პროგრამის სამივე სვეტის ფარგლებში. „ Horizon Europe “ 3 სვეტი: ღია მეცნიერება, ღია ინოვაცია და გლობალური გამოწვევები და ინდუსტრიული კონკურენცია.   მე-3 სვეტი 52.7 მილიარდი ევროთი ფინანსდება, ხოლო, ინკლუზიური და უსაფრთხო საზოგადოების“ მიმართულება მხოლოდ 2.8 მილიარდით. ევროპული უნივერსიტეტების გაერთიანება მიმართავს ევროკომისიას წინადადებით რეორგანიზაციის თაობაზე, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ მიმართულებებში დაფინანსების ცვლილებას, მათ შორის ევროპული ინოვაციის საბჭოს დაფინანსების კუთხით და სხვა ინსტიტუციურ ცვლილებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი .
სრულად

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ქართველი საჯარო მოხელეებისათვის თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტში (TODAIE) სასტიპენდიო პროგრამის

15/06/2018 17:58
ანკარაში მდებარე თურქეთისა და შუა აღმოსავლეთის საზოგადოებრივი მართვის ინსტიტუტი (TODAIE) 2014 წლიდან სახელმწიფო მოხელეებისათვის აწყობს სახელმწიფო მართვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას, ასევე პოლიტიკური მეცნიერებებისა და სახელმწიფო მართვის დოქტორანტურის პროგრამას ინგლისურ ენაზე. 2018-2019 სასწავლო წლისათვის აღნიშნულ პროგრამაზე განცხადების გაკეთება შესაძლებელია 2018 წლის 17 ივლისამდე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციაში დასაქმებულ ახალგაზრდა მოხელეებს. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.todaie.edu.tr/genel/bizden_detay_eng.php?kod=1908&tipi=67 განაცხადის ფორმის წარდგენა შეგიძლიათ 2018 წლის 17 ივლისამდე, შემდეგ მისამართზე: enderun@todaie.edu.tr
სრულად