ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Global_Food_Venture.png
26/03/2018 12:27

EIT Food’s Global Food Venture (GFV) programme

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დოქტორანტებისათვის გამოცხადებული ახალი შესაძლებლობის შესახებ - EIT Food’s Global Food Venture (GFV) programmes. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, მათ წახალისებას კვების ინდუსტრიის სფეროში ჩართულ მეწარმეებთან პარტნიორობის განვითარებისათვის. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროგრამის  ეწვიეთ ვებგვერდს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/etriks_1.jpg
23/03/2018 16:55

ფონდი აანონსებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს

ახალგზარდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი გამოცხადდება 2018 წლის მარტის ბოლოს. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია ახალგზარდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:   ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით! კონკურსის ძირითადი პირობები ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა , რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე 7 წლის განმავლობაში, და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად. კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან; შესაძლებელია, ახალგაზრდა მეცნიერს ჰყავდეს კონსულტანტ(ებ)ი. კონსულტანტი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე; პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს არა უმეტეს 2 დამხმარე პერსონალი. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი. ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება  არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში, 60 000 ლარს - ორ წელიწადში. პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს. კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის წესები და პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები. კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: ys@rustaveli.org.ge,  2200 220(4017)  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/STICKER.jpg
23/03/2018 10:23

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის საკითხებზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საზაფხულო სკოლის შესახებ, რომელიც ჩატარდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ( ICMPD ) აზერბაიჯანში,  კახში. პროექტი ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის ფარგლებში, „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ – ENIGMMA 2 და  „აზერბაიჯანთან „პარტნიორობა მობილობისთვის“ განხორციელების მხარდაჭერა“ – MOBILAZE . საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს საქართველოში, აზერბაიჯანში, ევროკავშირსა და მსოფლიოში მიგრაციის მდგომარეობასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას. პროექტი მონაწილეებს სთავაზობს მულტი დისციპლინურ, ინოვაციურ, აკადემიურ და კვლევაზე ორიენტირებულ ლექციებს, სემინარებსა და პროექტებს, რომლებსაც ჩაატარებენ აკადემიური წრის საერთაშორისო ექსპერტები ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. საზაფხულო სკოლა ინგლისურ ენაზე წარიმართება, შესაბამისად სავალდებულოა ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ იხილეთ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა: 1-7 ივლისი შევსებული აპლიკაცია, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (CV ინგლისურ ენაზე), შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: summer-school@icmpd.org. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/imi.png
22/03/2018 10:24

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ინოვაციური მედიცინის ინიციატივის (IMI) კონკურსის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ინოვაციური მედიცინის ინიციატივა 2-ის (IMI), 2018 წლის რიგით 14-ე საგრანტო კონკურსის შესახებ. IMI წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპული ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთობლივ პროექტს, რომელიც ემსახურება სამედიცინო დახმარებასა და პროცედურებზე წვდომის განვითარებას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში სადაც პაციენტები ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას. IMI-ს მეორე ფაზის (IMI2, 2014-2020) მიზანია ისეთი თანამედროვე ვაქცინების, წამლებისა და თერაპიების განვითარება, როგორიცაა ანტიბიოტიკები. პროგრამა ფოკუსირებულია ხანშიშესული ადამიანების მზარდი რაოდენობის, უკეთესი და ეფექტური წამლებითა და პროცედურებით უზრუნველყოფაზე. კონკრეტულად ინიციატივა მიზნად ისახავს მედიკამენტთა განვითარების პროცესის გაუმჯობესებას, მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული დიაგნოსტიკური და სამკურნალო ბიო-მარკერების განვითარებას, რომლებიც დაკავშირებულია კლინიკურ დაავადებებთან. საკონკურსო თემები მოიცავს სამედიცინო დარგის შემდეგ საკითხებს:   Topic 1: Targeted immune intervention for the management of non-response and relapse; Topic 2: Non-invasive clinical molecular imaging of immune cells ; Topic 3: Development of a platform for federated and privacy-preserving machine learning in support of drug discovery ; Topic 4: Centre of excellence – remote decentralised clinical trials ;   კონკურსზე განაცხადების წარდგენა შესაძლებელია „ჰორიზონტი 2020“-ის მონაწილეთა პორტალის მეშვეობით. პროექტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 14 ივნისი, 20:00 (1 ეტაპი); პროექტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 11 დეკემბერი (2 ეტაპი) . იხილეთ კონკურსის დეტალები და განაცხადის ფორმები .   დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/pastedImage.png
19/03/2018 10:25

აღმოსავლეთ სანაპიროს ინოვაციების ტური

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის ( ENRICH ) და ამერიკისა და ევროპის მეწარმეობის საბჭოს ( EAEC ) მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ. აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელი ორგანიზებას უწევს აღმოსავლეთ სანაპიროს საინოვაციო ტურს, როგორც ინსტრუმენტს კარგი პოტენციალის მქონე ევროკავშირის კვლევებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციისათვის. ღონისძიების თარიღი: 10-15 ივნისი, 2018. აღმოსავლეთ სანაპიროს საინოვაციო ტურში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ასოცირებული ქვეყნების მეწარმეებს, მკვლევარებს, კვლევის ორგანიზატორებსა და ჯგუფებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოიძიონ ბაზრის ინფორმაცია, პარტნიორები, საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღონ საპასუხო ინფორმაცია თავიანთი სამეცნიერო ინოვაციების შესახებ; აქტივობა საშუალებას იძლევა: გაეცნოთ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ეკოსისტემას, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციებს; მიიღოთ უკუკავშირი თქვენს პროექტ(ებ)ზე, პროტოტიპებსა და ბიზნეს გეგმაზე; აღმოაჩინოთ დაფინანსების შესაძლებლობები აშშ-ში; შეხვდეთ პოტენციურ პარტნიორებს; უკეთ გაეცნოთ და შეაფასოთ აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული  ქსელის მუშაობას აშშ-ში. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 მარტი. დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კონკურსის ვებგვერდს.   კვლევათა კავშირის სიმპოზიუმი ვაშინგტონში თარიღი: 2018 წლის 8 აგვისტო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სიმპოზიუმის შესახებ Research Connection Symposium (RCS), რომელიც გაიმართება 2018 წლის 8 აგვისტოს, ქ. ვაშინგტონში. სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ასოცირებული ქვეყნების მკვლევრებს, კვლევის მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, კვლევით უნივერსიტეტებსა და მეცნიერების ეროვნულ აკადემიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ითანამშრომლონ თავიანთ კვლევაზე ამერიკის მხარესთან. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 მარტი. დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს. კვლევის კომერციალიზაცია ინტენსიური კურსი თარიღი: 2018 წლის ოქტომბერი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, აშშ-ის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის კვლევის კომერციალიზაციის ორ კვირიანი ინტენსიური კურსის შესახებ  აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეებს ბაზარზე განვითარების პერსპექტივით ამერიკის სხვადასხვა რეგიონში. ყველა მონაწილისათვის კურსი დაიწყება და დასრულდება ბოსტონში, სადაც ისინი გაივლიან „აშშ-ში ბიზნესის წარმოების“ შესავალ კურსს და გაივლიან კონსულტაციას ინოვაციების ადგილობრივ ექსპერტებთან. განაცხადის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ივნისი-22:00 დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კონკურსის ვებგვერდს.   Business to Business ინტენსიური კურსი თარიღი: 2018 წლის ოქტომბერი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის ორ კვირიანი ინტენსიური კურსების შესახებ აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეებს ბაზარზე განვითარების პერსპექტივით ამერიკის სხვადასხვა რეგიონში. ყველა მონაწილისათვის კურსი დაიწყება და დასრულდება ბოსტონში, სადაც ისინი გაივლიან „აშშ-ში ბიზნესის წარმოების“ შესავალ კურსს და გაივლიან კონსულტაციას ინოვაციების ადგილობრივ ექსპერტებთან. განაცხადის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ივნისი-22:00 დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს:   წინასწარი განცხადება 2018 წლის გაზაფხულის პროექტის წარდგენის ცერემონია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის მიერ ორგანიზებულ ცერემონიაზე, სადაც ევროპელ მეწარმეებს, მკვლევარებს ან უნივერსიტეტების/კერძო ლაბორატორიების ტექნიკური ტრანსფერის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტი, სერვისი ან ინტელექტუალური საკუთრება, აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის 2018 წლის გაზაფხულის პროექტის წარდგენის ცერემონიაზე. შერჩეულ გამომგონებლებს ეძლევათ საშუალება შეხვდნენ სულ მცირე 30 სხვადასხვა კორპორაციის წარმომადგენლებსა და ინვესტორებს შემდეგი სფეროებიდან: ენერგეტიკისა და გარემოს, ჯანდაცვის ან თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სექტორებიდან. დამატებითი ინფორმაციისათვის, მონაწილე ინვესტორებისა და კორპორაციების და სხვა საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/H2020%202018/download.jpg
16/03/2018 15:53

ფონდი აანონსებს 2018 წლის “დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს”

კონკურსის მიზანი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა,  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.   დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით! კონკურსის ძირითადი პირობები საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა. ფინანსური მოთხოვნები: ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე) ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს. დოქტორანტის სტიპენდია ერთ საანგარიშო პერიოდში  (6 თვე)  არ უნდა აღემატებოდეს 5250 ლარს. პროექტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 36 თვე (კონკურსის პირობების შესაბამისად). კონკურის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები. კონკურსი გამოცხადდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ კონკურსის დებულების დამტკიცებისთანავე. კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: do@rustaveli.org.ge ტელეფონი: 2 200 220 (4018)
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/images_1.jpg
13/03/2018 16:22

ფონდი აანონსებს „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ 2018 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა. მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს: ა) მოკლევადიან ინდივიდუალურ ვიზიტს საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის (მობილობა); ბ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებას. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით! კონკურსის ძირითადი პირობები მობილობის გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკურ პირს და საქართველოს მოქალაქე დოქტორანტურის, მაგისტრატურის, რეზიდენტურის სტუდენტს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად. გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს: კონფერენციისთვის – 45.000 ლარს; სეზონური სკოლისთვის – 45.000 ლარს; კომბინირებული ღონისძიებებისთვის – 60.000 ლარს. კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის წესები და პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები. შენიშვნა მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი აერთიანებს ფონდის მიერ 2016 წლის ჩათვლით ადმინისტრირებულ მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საკონფერენციო საგრანტო კონკურსსა და სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს. კონკურსი გამოცხადდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ კონკურსის დებულების დამტკიცებისთანავე. კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია: ელ.ფოსტა: mg@rustaveli.org.ge ტელეფონის ნომერი: 2 200 220 (4133)  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/imi_logo.png
05/03/2018 10:28

Innnovative Medicines Initiative-ის ვებინარი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Innovative Medicines Initiative (IMI2) - ის მიერ გამოცხადებული ვებინარის შესახებ. ვებინარის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს ინფორმაცია IMI -ის საგრანტო კონკურსების შესახებ. ვებინარი მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც, ასევე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები IMI- ის ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის ირგვლივ. ვებინარი ჩანიშნულია 16 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით. ინფორმაცია ვებინარისა და რეგისტრაციის განრიგის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/28512640_10209776957772963_1921318021_n.jpg
26/02/2018 10:12

2018 წლის კონფერენცია “საქართველოს შემსწავლელი კვლევითი პროგრამის" შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ამა წლის 27 თებერვალს ოქსფორდის უნივერსიტეტში დაგეგმილი კონფერენციის შესახებ. ღონისძიებას მასპინძლობს Nissan Lecture Theatre, St Antony’s College, საქართველოს შემსწავლელი პროგრამა. კონფერენციაში  მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, ქართველი და ბრიტანელი მეცნიერები, ფონდის “საქართველოს შემსწავლელი კვლევითი პროგრამის“ გამარჯვებულები, ფონდის გენერალური დირექტორი ქალბატონი მანანა მიქაბერიძე და სხვ. კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/web.jpg
22/02/2018 10:33

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის მიერ ARSD პროექტის ფარგლებში, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტებისთვის გამოყენებითი კვლევების შემუშავებაზე  გამოცხადებული კონკურსის შესახებ.     დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
სრულად