ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/23379711_10212975911305563_1134680501_o.jpg
07/11/2017 14:49

გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისათვის

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა “Horizon 2020”-ის  ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, EaP Plus -ის საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდის შესახებ. კონკურსის ფარგლებში, შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ საშუამავლო ღონისძიებებსა (ე.წ. brokerage events) და Horizon 2020-ის კონკურსებში წარსადგენ საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში.   საგრანტო კონკურსის ფარგლებში,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ. SPIRE-ის კონკურსებს და, შესაბამისად, აღნიშნული კონკურსების შესახებ საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობას. SPIRE-ის მიმართულების კონკურსები იხილეთ ,,ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამაში   იხილეთ   EaP Plus საგრანტო კონკურსში წარსადგენი   დოკუმენტების ჩამონათვალი: განაცხადის წარდგენის გზამკვლევი ; მონაწილეობის კრიტერიუმები-Grants for networking ; განაცხადის ფორმა საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის; განაცხადის ფორმა მოსამზადებელ შეხვედრაზე მონაწილეობისათვის; მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მოტივაციის წერილი; საშუამავლო შეხვედრის დასრულების შემდგომ წარმოსადგენი ანგარიშის ფორმა; მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდგომ წარმოსადგენი ანგარიშის ფორმა; პროექტის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებების ჩამონათვალი: The Brokerage Event on Nanotechnology and Advanced Materials Water Knowledge Europe 2017 Edition Info Day, Horizon 2020 – 'Health, demographic change and wellbeing' Translational Medicine in Zurich სხვა საშუამავლო ღონისძიებები ხელმისაწვდომია ბმულზე :  http://een.ec.europa.eu/tools/services/EVE/Event/ListEvents განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი. დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ  2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და სასურველია, განაცხადის ფორმა გაგზავნილ იქნეს ღონისძიებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადები ელექტრონულად უნდა გაუგზავნოთ პროგრამის კოორდინატორებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ასევე, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს ფონდში: მარიამ ქებურია: keburia@rustaveli.org.ge თამთა შკუბულიანი:   tshkubuliani@rustaveli.org.ge   EaP Plus პროექტის მხრიდან  ჩართულ საერთაშორისო ექსპერტს მარგიტ დევიდს ( Regional Centre for Information and Scientific Development, RCISD) E-mail: margit.david@rcisd.eu    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/weq.png
03/11/2017 16:54

„ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამა 2018-2020 წლებისათვის

გამოქვეყნდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა  „ჰორიზონტი 2020 “-ის სამუშაო პროგრამა 2018-2020 წლებისათვის. 1) " ბრწყინვალე მეცნიერება ": ევროპული კვლევების საბჭო ; მომავალი და საბაზისო ტექნოლოგიები; მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები; კვლევის ინფრასტრუქტურა, ინტერნეტ-ინფრასტრუქტურა 2) " ინდუსტრიული ტექნოლოგიების ლიდერობა ": კოსმოსი; ნანოტექნოლოგიები, მოწინავე მასალები, ბიოტექნოლოგია, თანამედროვე წარმოება და გადამუშავება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები 3) " საზოგადოებრივი გამოწვევები ": ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა; საკვების უსაფრთხოება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, საზღვაო და ზღვის კვლევები და ბიოეკონომიკა; უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია; „ჭკვიანი“, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტი; კლიმატური ზემოქმედება, გარემო, რესურსების ეფექტურობა და ნედლეული ; ევროპა ცვალებად სამყაროში: ინკლუზიური, ინოვაციური, მოაზროვნე საზოგადოება; დაცული საზოგადოება - ევროპისა და მისი მოქალაქეების მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა         ჰორიზონტალური პროგრამები : ბრწყინვალების გავრცელება და მონაწილეობის გაფართოება; მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისთვის; ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის; რისკ-ფინანსებთან წვდომა  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/1192.jpg
27/10/2017 18:03

ვებინარი „ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამაზე „ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის -„ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება“ -ფარგლებში დაგეგმილი ვებინარის შესახებ, რომელიც ჩატარდება 31 ოქტომბერს 14:00 სთ-ზე. აღნიშნულ სამუშაო პროგრამაში განსაკუთრებით აღსანიშნავია SPIRE- (Sustainable Process Industry through Resource and Energy Efficiency)-ის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსები. ვებინარზე ევროკომისიის პროექტების ოფიცერი წარმოადგენს პრეზენტაციას დაფინანსების  პრიორიტეტების შესახებ და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. პროგრამა 14:00: ვებინარის გახსნა 14:00: 2018-2020-ის სამუშაო პროგრამის „ნანოტექნოლოგიები, მასალები ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება“ პრეზენტაცია- პროექტის ოფიცერი; ინდუსტრიული ტექნოლოგიებისა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატები, ევროკომისია 14:40 კითხვა-პასუხი 15:00 დასასრული ვებინარში მონაწილეობა უფასოა და რეგისტრაცია შესაძლებელია 27 ოქტომბრამდე. აღნიშნული მიმართულების სამუშაო პროგრამის პირველადი ვერსია უკვე გამოქვეყნებულია, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, 31 ოქტომბერს, ვებინარის მიმდინარეობისას პირდაპირ დაუსვათ შეკითხვები ევროკომისიის წარმომადგენლობას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/10_years_erc.jpg
25/10/2017 16:54

გამოცხადდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) Consolidator Grant 2018

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ. ERC Consolidator Grant 2018 გაიცემა ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის, წარმატებული პროექტის ხელმძღვანელისათვის/Principal Investigator, რომელიც საკუთარი მკვლევართა ჯგუფისა და პროგრამის საბოლოოდ ჩამოყალიბების ეტაპზეა და მისთვის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან 2018 წლის 1 იანვრამდე გასულია 7-დან 12 წლამდე. საკონკურსო პირობების თანახმად, პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს მკვლევარი, რომელიც რამდენიმე პუბლიკაციის ავტორია ან ხელმძღვანელის გარეშე აქვს დაწერილი ნაშრომი. ასევე სასურველია, კონკურსანტს ჰქონდეს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება და პუბლიკაციები საერთაშორისო კვლევით ჟურნალებში ჰქონდეს გამოქვეყნებული.  დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს 2018 წლის სამუშაო პროგრამა. კონკურსის ფარგლებში, კვლევა უნდა ჩატარდეს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყანაში მდებარე კვლევით დაწესებულებაში და პროექტის ხელმძღვანელმა, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში უნდა სამუშაო დროის 50 % ევროკავშირის წევრ ან ასოცირებული ქვეყანაში უნდა გაატაროს და თავისი სამუშაო დროის მინიმუმ 40 % კი ERC-ის პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე (field work). დაფინანსება განსაზღვრულია 5 წლამდე კვლევითი პროექტებისთვის. კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 550 მლნ. ევროს, თითოეულ დაფინანსებულ პროექტზე კი გათვლილია დაახლოებით 2 მლნ ევრო. განაცხადის ატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, Participant Portal -ის მეშვეობით : განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 თებერვალი. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1.png
23/10/2017 16:06

NearUs: „ჰორიზონტი 2020“-ის ერთ-ერთი ინიციატივა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ NearUS ინიციატივის შესახებ. NearUS მიზნად ისახავს, გააძლიეროს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატების შორის არსებული თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციის დარგში. NearUS-ის ფარგლებში გამოაცხადდა შემდეგი კონკურსები:   NearUS Match & Pitch at CES 2018 (7-11 იანვარი , 2018) ( ბმული ) კონკურსის სამიზნე ჯგუფი: სტარტაპის დამფუძნებლები, ძირითადად ბიზნესის განვითარების ადრეულ სტადიაში, რომელებსაც სურთ, მოიძიონ საბაზრო შესაძლებლობები და დაფინანსება საკუთარი ინოვაციებისთვის; მკვლევარები, რომელებსაც სურთ, მოიძიონ საბაზრო შესაძლებლობები და დაფინანსება კერძო სექტორისგან; კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელებსაც სურთ, მოიძიონ საბაზრო შესაძლებლობები და დაფინანსება R&D პროექტებისთვის. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 ნოემბერი, 2017.   NearUS Innovation Tour to San Francisco, Sacramento and Silicon Valley (15-19 იანვარი , 2018)!  ( ბმული ) კონკურსის სამიზნე ჯგუფი: ევროკავშირისა და ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების კვლევის სისტემაში მოღვაწე პირები, რომლებიც დაინტერესებულები არიან აშშ-ს ბაზრით; სტარტაპის დამფუძნებლები, ძირითადად ბიზნესის განვითარების ადრეულ სტადიაში, რომელებმაც ბიზნესი წამოიწყეს უნივერსიტეტის ან ლაბორატორიის ბაზაზე განხორციელებული კვლევის (spin off) ან შესაბამისი ტექნოლოგიის ლიცენზირებით; მკვლევარები, რომელებსაც სურთ, მოიძიონ საბაზრო შესაძლებლობები და დაფინანსება კერძო სექტორისგან; კვლევითი ეკოსისტემის წარმომადგენლები, რომელებსაც სურთ, მოიძიონ საბაზრო შესაძლებლობები და დაფინანსება R&D პროექტებისთვის (კლასტერის მენეჯერები, კვლევითი ლაბორატორიის მენეჯერები, ტექნოლოგიური ტრანსფერის ოფისის მენეჯერები, და სხვა). განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12 ნოემბერი, 2017.   NearUS Research2Market (R2M) Bootcamp in Boston, with an individualised programme across the USA (4-16 მარტი , 2018) and a pre-departure workshop in Brussels in February 2018   ( ბმული ) განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 2017. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: Near-us opportunities  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/transport%20call.png
19/10/2017 15:39

ჰორიზონტი 2020-ის კონკურსი ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამის შესახებ. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის მესამე სვეტის, საზოგადოებრივი გამოწვევები (Societal Challenges) ფარგლებში გამოქვეყნებული # 11 სამუშაო პროგრამის - „ჭკვიანი” (Smart), მწვანე  და ინტეგრირებული ტრანსპორტი ( Smart, green and integrated transport ), ფარგლებში ცხადდება კონკურსი „ადამიანური ფაქტორები ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში“ (MG-2-1-2018: Human Factors in Transport Safety). კონკურსის მიზანია სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და მასში ადამიანური რესურსების ჩართულობის სისტემის გაუმჯობესება. საპროექტო წინადადება  უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს: ა) სატრანსპორტო საშუალებების  მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორის გამოვლენა და მათი ეფექტურად გადაჭრის გზები. ბ) ადამიანური რესურსისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის რისკ-ფაქტორების შეფასება, ანალიზი და გაუმჯობესება, მათ შორის საზღვაო/საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების, ეკიპაჟის მართვა და ცნობიერების ამაღლება ექსტრემალური შემთხვევების დროს (შეჯახებები, ევაკუაცია, წყლისა და საჰაერო  ხომალდების გაუმართაობა და სხვ).   სამუშაო პროგრამის მიხედვით, თანამშრომლობა ევროკავშირის წევრსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად რეკომენდებულია.              კონკურსის მოსალოდნელი ბიუჯეტია 4-8 მილიონი ევრო. სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის 31 ოქტომბერს. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია: 2018 წლის 30 იანვარი (პირველი ეტაპი),  2018 წლის 18 სექტემბერი (მეორე ეტაპი).   დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ გაეცნოთ სამუშაო პროგრამას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/2.jpg
18/10/2017 16:37

გამოცხადდა “ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამის პირველადი ვერსია 2018-2020 წლებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამების შესახებ.  გამოქვეყნდა 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამები სამივე სვეტის (Pillar) მიმართულებით ( ბრწყინვალე მეცნიერება/Excellent Science, ინდუსტრიული ლიდერობა/Industrial Leadership, საზოგადოებრივი გამოწვევები/Societal Challenges). მათ შორის, ყურადსაღებია მესამე სვეტის  ფარგლებში გამოქვეყნებული სამუშაო პროგრამები: 1.   Health, demographic change and wellbeing (ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა); 2.   Food security, sustainable agriculture and forestry, marine, maritime and inland water research and the bioeconomy (საკვების უსაფრთხოება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, საზღვაო, საზღვაო ფლოტისა და შიდა წყლების კვლევა და ბიოეკონიმიკა); 3.   Secure, clean and efficient energy (უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია) 4.   Smart, green and integrated transport („ჭკვიანი“ (Smart), მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტი); 5.   Climate action, environment, resource efficiency and raw materials (კლიმატური ზემოქმედება, გარემო, რესურსების ეფექტურობა და ნედლეული); 6.   Europe in a changing world – Inclusive, innovative and reflective societies (ევროპა ცვალებად მსოფლიოში).  თითოეული სამუშაო პროგრამის ფარგლებში, თემატიკის შესაბამისად, გამოცხადებულია  სხვადასხვა კონკურსი. მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თითოეულ სამუშაო პროგრამას.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/22833648_10208981245400651_186806042_o.png
13/10/2017 18:35

SPIRE ,ჰორიზონტი 2020“ -ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამაში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის შესახებ. გამოქვეყნდა 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის პროექტი, რომელიც მოიცავს თემებს: ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება. პროგრამის პროექტში აღნიშნულ კონკურსებს შორისაა მიმართულება  - ინდუსტრიული მდგრადობა (industrial sustainability), SPIRE (Sustainable Process Industry through Resource and Energy Efficiency). SPIRE -ის კონკურსების მიზანია ევროპული ინდუსტრიის ლიდერობის გაძლიერება გლობალური მასშტაბით გარემოს დაცვის მდგრადი განვითარებისა და არატრადიციული/ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების გზით.  კონკურსის პირობების ამსახველ დოკუმენტში ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, და ბელარუსი) მონაწილეობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილებულია საკითხებზე: ახალი ტექნოლოგიები ინდუსტრიაში; კატალიზის სწრაფი განვითარება; ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების განვითარება განახლებადი ენერგიისათვის; ახალი ტექნოლოგიები ენერგოეფექტურობისათვის. 2018 წელს SPIRE-ს ფარგლებში გამოცხადდება 3 კონკურსი: CE-SPIRE-02-2018: Processing of material feedstock using non-conventional energy sources (IA): (მატერიალური ნედლეულის გადამუშავება ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებით).  თითოეული პროექტის მოსალოდნელი ბიუჯეტი: 6-10 მილიონი ევრო. CE-SPIRE-03-2018: Energy and resource flexibility in highly energy intensive industries (IA 50%): (ენერგიისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება ინდუსტრიაში).  თითოეული პროექტის მოსალოდნელი ბიუჯეტი: 8-12 მილიონი ევრო. CE-SPIRE-10-2018: Efficient recycling processes for plastic containing materials (IA): (პლასტმასის შემცველი მასალების ეფექტური გადამუშავების პროცესები).  თითოეული პროექტის მოსალოდნელი ბიუჯეტი: 6-8 მილიონი ევრო.   სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომი გახდება 2017 წლის   31 ოქტომბერს. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად ამ ეტაპზე  განსაზღვრულია 2018 წლის 22 თებერვალი. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/invitation.jpg
11/10/2017 13:12

გამოფენა -

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2015 წლის ახალგზრდა მეცნიერთა გრანტით დაფინანსებული პროექტის "XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი: ქართული კულტურის უცნობი ფენომენი“ ფარგლებში მიმდინარე გამოფენის შესახებ.  გამოფენა გახისნება 2017 წლის 16 ოქტომბერს, 19:00 საათზე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მის. დადიანის 28. "ვერცხლში გაცოცხლებული სახეები“ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისსახელმწიფო მუზეუმის კოლექციაში დაცული XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი. გამოფენა მიზნადისახავს ფართო საზოგადოებას გააცნოს თბილისური კულტურის ეს ნაკლებად ცნობილი და გამოკლვეული ფენომენი. ექსპოზიციაში წარმოდგენილ თერთმეტ ექსპონატს თან ახლავს სამეცნიერო კვლევის შედეგად  გამოვლენილიმდიდარი პარალელური მასალა და მულტიმედია საშუალებები, რომლის მეშვეობითაც დამთავლიერებლის თვალწინგაცოცხლდება ძველი თბილისის ცხოვრება: ტიპაჟები, მოქეიფეები, მუსიკოსები, იმ პერიოდის ვერცხლში ასახულიისტორიული რეალიები და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული მოტივები. გამოფენის კურატორი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,  ანა შანშიაშვილი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/banner_original.jpg
05/10/2017 15:52

საპარტნიორო ღონისძიება ჯანმრთელობის მიმართულების მომავალი კონკურსებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “Health-NCP-Net 2.0” საპარტნიორო ღონისძიების შესახებ, რომელიც ტარდება 2017 წლის 7 დეკემბერს. პროექტი დაგეხმარებათ მომავალში ჯანმრთელობის მიმართულების კონკურსებისთვის პარტნიორების მოძიებაში.  ღონისძიებაზე დასწრებთათვის არ არის საჭირო სარეგისტრაციო თანხის გადახდა. საპარტნიორო ღონისძიების მეორე დღეს, ასევე, დაგეგმილია ევროკომისიის საინფორმაციო დღის ჩატარება (8 დეკემბერი, 2017, ბრიუსელი). საპარტნიორო ღონისძიებას დაესწრებიან კომპანიების (SMEs), უნივერსიტეტების, კვლევითი ორგანიზაციების და პროექტებისთვის ახალი იდეების მოძიებაში დაინტერესებული სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები, რომელთაც სურთ 2020-ის პროექტებში მონაწილეობისთვის პარტნიორის მოძიება.  დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს  http://www.healthncp.net/news-events/horizon-2020-health-partnering-day-2017-brussels-be   ღონისძიებაზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 8 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
სრულად