ანონსები

„შემოდგომის ლექციები 2017

08/02/2017 11:45

2017 წლის სექტემბერში  „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“  კონცეფციის ფარგლებში  იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდება ე.წ. QUALI-Start-Up ლექციების კურსი. ეს პროექტი  არის - „შემოდგომის ლექციები თბილისში“- პროექტის (2013, 2015) გაგრძელება. ლექციების თემატიკა მოიცავს  ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები , სამედიცინო ფიზიკა),
ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი),  სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის,  მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების  მიმართულებებს.

პროექტში მონაწილე (ბაკალავრი, მაგისტრი) სტუდენტების სამიზნე ჯგუფების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა  სტუდენტებმა  უნდა წარმოადგინონ CV,  სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი. (ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია). კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, აგრიუნი და ილიაუნი,) სტუდენტებს. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს.  IV  კორპუსი. ოთახი 306. პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი. საკონტაქტო ნომერი  599-50-48-21. ელ.ფოსტა  k.kotetishvili@gtu.ge

საბუთების  გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მაისი.

შერჩევის მეორე ეტაპი ჩატარდება 6-10 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტებში:

6 ივნისი - თსუ

7 ივნისი - სტუ

8 ივნისი - ილიაუნი

9 ივნისი - აგრიუნი

 გასაუბრებას ჩაატარებენ იულიხის კვლევითი ცენტრის  ინსტიტუტების დირექტორები ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

დაწვრილებით ინფორმაცია პროქტის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ:

http://www.fz-juelich.gtu.ge/autumn-lectures/2017/about-event