ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/KDI.jpg

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა საჯარო მოხელეებისათვის კორეაში

15/05/2017 14:23

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის (KDI School of Public Policy and Management) მიერ 2017 სასწავლო წელს შემოთავაზებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებთან დაკავშირებით.

განცხადების შეტანა შეუძლიათ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო სექტორში მინიმუმ 6 წლის განმავლობაში ან დაკავებული აქვთ სამმართველოს/განყოფილების ხელმძღვანელის ან უფრო მაღალი თანამდებობა. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 24 მაისი. KDI-ს საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის  ყოველწლიურად იღებს საერთაშორისო სტუდენტებს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, ხოლო მათი 70% საჯარო მოხელეები არიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://admissions.kdischool.ac.kr

ონლაინ განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: http://apply.kdschool.ac.kr