ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/synergy_0.png

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2018 წლის სინერგიის გრანტი

18/05/2017 10:32

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2018 წლის სინერგიის გრანტის შესახებ. სინერგიის გრანტის მიზანია ამბიციური კვლევითი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა, რომლებიც მოითხოვენ  2-4 სამეცნიერო ხელმძღვანელის და მათი სამეცნიერო ჯგუფების კოორდინირებულ მუშაობას.

ევროპული კვლევების საბჭოს სინერგიის გრანტი გამოცხადდება 2017 წლის 19 ივლისს, განაცხადის შეტანის საბოლოო ვადაა 2017 წლის 14 ნოემბერი. გრანტის ფარგლებში გათვალისწინებულია 25-დან 30-მდე პროექტის დაფინანსება. გრანტით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა ერთ პროექტზე შეადგენს 10 მილიონი ევროს, ხოლო პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა - 6 წელს.

სინერგიის გრანტი ღიაა ნებისმიერი ეროვნების მეცნიერისთვის, რომელიც ევროკავშირის ან ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანაში მოღვაწეობს. სინერგიის გრანტის უმთავრესი მოთხოვნაა პროექტის მნიშვნელოვანი მეცნიერული ხარისხი და ამბიცია, გაძლიერებული მეცნიერთა შორის თანამშრომლობის მაღალი დონით.

გრანტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ERC-ს ვებ-გვერდს.

https://erc.europa.eu/news/information-synergy-grants-2018-erc-scientific-council