ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/fni_tansparent.png

ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (BNSF) დაინტერესებულ პირებს იწვევს ექსპერტთა ბაზაში დასარეგისტრირებლად

08/08/2017 17:23

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (BNSF) მიერ ექსპერტთა მოძიების შესახებ.  დამოუკიდებელი ექსპერტები შეირცევიან შემდეგი მოთხოვნების საფუძველზე: სამეცნიერო გამოცდილება, პუბლიკაციათა რაოდენობა და მოკლე CV.

პროექტთა შეფასებისთვის განკუთვნილი პერიოდია სექტემბერი და ოქტომბერი. თითოეული ექსპერტი უფლებამოსილია შეაფასოს ერთი კონკურსიდან არაუმეტეს 5 პროექტი. შეფასების დასასრულებლად განკუთვნილია 2 კვირა.

შევსებული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს ხელმოწერილ ხელშეკრულებას, პუბლიკაციათა სიას და მოკლე CV-ს, კვლევის მიმართულების მიხედვით , შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

m.stefanova@mon.bg – ბიოლოგიური და სამედიცინო მეცნიერებები;

kristina_hristova@mon.bg – სოფლის მეურნეობის მეცნიერებები, მათემატიკა და ინფორმატიკა;

b.hadjieva@mon.bg – ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;

dokatanova@mon.bg – სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;

aleksandrova@mon.bg – ტექნიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.

 

ყველა წერილის ასლი უნდა გადაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: FNI-IS@mon.bg   

საჭირო დოკუმენტაცია:

 

საკონტაკტო პირი: Mrs. V. Milkova (ტექნიკური ასისტენტი) - v.milkova@mon.bg