ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/banner1.jpg

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ICPES 2017 მე-7 საერთაშორისო კონფერენციის შესახებ

17/08/2017 14:42

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ICPES 2017 მე-7 საერთაშორისო კონფერენციის შესახებ. IEEE -ს მიერ ორგანიზებული მე-7 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „Power and Energy Systems“ (ICPES) ჩატარდება 2017 წლის 1-3 ნოემბერს ქალაქ ტორონტოში.

ICPES 2017-ის მიზანია, ჩაატაროს მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აკადემიკოსები, პროფესიონალები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, სამრეწველო და საჯარო სააგენტოებიდან, რომლებიც გაცვლიან ინფორმაციას, გაუზიარებენ ერთმანეთს  მიღწევებს და ისაუბრებენ Power and Energy Systems სფეროს პროგრესზე.

მიიღეთ მონაწილეობა, როგორც მომხსენებელმა

წარმოადგინეთ აბსტრაქტი საბოლოო ვადის ამოწურვამდე. კონფერენციის სამეცნიერო კომისია უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს დაბალი ხარისხისა და საკონფერენციო თემატიკასთან შეუსაბამო აბსტრაქტები კონფერენციაში მონაწილეობისთვის.

მიიღეთ მონაწილეობა, როგორც სტატიის ავტორმა

წარმოადგინეთ სრული ნაშრომი და მიიღეთ გამოქვეყნების შესაძლებლობა. შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება საკონფერენციო მოხსენებების კრებულში. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში.

რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 2017 წლის 30 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

https://www.nature.com/natureevents/science/events/52581-ICPES_2017_the_7th_International_Conference_on_Power_and_Energy_Systems_ICPES_2017

http://www.icpes.org/