ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/horizon_2020.jpg

„ჰორიზონტი 2020“ აცხადებს „ენერგიის საინფორმაციო დღეებს“

11/09/2017 12:12

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში ორგანიზებული “ენერგიის საინფორმაციო დღეების” შესახებ, რომლებიც ჩატარდება მიმდინარე წლის 23, 24 და 25 ოქტომბერს, ქალაქ ბრიუსელში. ღონისძიების მიზანია, სამეცნიერო საზოგადოებას გააცნოს დაფინანსების პირობები და მიაწოდოს ინფორმაცია „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამისთვის საინტერესო პროექტების შესახებ.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: კვლევით ინსტიტუტებს, ასოციაციებს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, ევროპისა და ეროვნული ენერგიის ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, ევროპულ ინსტიტუციებს, უნივერსიტეტებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სხვ.

რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბერში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.