ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Images/swiss%20pic.jpg

შვეიცარიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები

20/09/2017 17:35

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2018-2019 აკადემიური წლისათვის შვეიცარიის მთავრობის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. სტიპენდიები განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის და სრულად ფინანსდება შვეიცარიის მთავრობის მიერ.

 

ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნებია: აკადემიური ხარისხი, გამორჩეული კვლევითი გამოცდილება და პოტენციალი, ინგლისური ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის საფუძვლიანი ცოდნა.

 

სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია აპლიკანტის მიერ შერჩეულ პროგრამაზე და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე. განაცხადები მიიღება საქართველოში, შვეიცარიის საელჩოში, 2017 წლის 20 ნოემბრამდე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.