ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/SPIRE.jpg

ვებინარი SPIRE - ის (მდგრადი ინდუსტრიული პროცესის) შესახებ

13/11/2017 15:15

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 23 ნოემბერს (9:30-დან 10:30-მდე) EaP PLUS პროექტის ორგანიზებით დაგეგმილი ვებინარის შესახებ SPIRE-ის  2018 წლის კონკურსების შესახებ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეთათვის.

ვებინარზე დარეგისტრირება: https://meet.lync.com/kpk.gov.pl/olga.zyrina/O65PUPOQ

2018-2020 წლების ახალი სამუშაო პროგრამის „ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება“ ფარგლებში, SPIRE–ის კონკურსები განსაკუთრებულად წაახალისებს საერთაშორისო თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის (უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ბელარუსია).

SPIRE - ის ფარგლებში დაგეგმილ პირველ სამ კონკურსზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 22 თებერვალი. კონკურსები მოიცავს:

  • მატერიალური ნედლეულის გადამუშავება ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებით (CE-SPIRE-02-2018: Processing of material feedstock using non-conventional energy sources (IA);
  • ენერგიისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება ინდუსტრიაში (CE-SPIRE-03-2018: Energy and resource flexibility in highly energy intensive industries (IA 50%));
  • პლასტმასის შემცველი მასალების ეფექტური გადამუშავების პროცესები (CE-SPIRE-10-2018: Efficient recycling processes for plastic containing materials (IA)).