ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/HSR2018.PNG

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჯანდაცვის სისტემების კვლევის რიგით მეხუთე სიმპოზიუმის შესახებ

16/11/2017 16:53

თუ ხართ ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე გამოცდილი ან ახალგაზრდა მეცნიერი და გაქვთ სურვილი ჩაერთოთ გლობალურ დიალოგში ჯანდაცვის სისტემების მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით ჯანდაცვის სისტემების კვლევის რიგით მეხუთე სიმპოზიუმის მომხსენებელი, რომელსაც 2018 წლის 8-12 ოქტომბერს ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.  

ჯანდაცვის სისტემების სრულყოფა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად / Advancing Health Systems for All in the SDG Era - ეს იქნება მეხუთე სიმპოზიუმის მთავარი თემა, რომლის გარშემოც სფეროს 2000-ზე მეტი წარმომადგენელი გაცვლის საკუთარ მოსაზრებას და გამოცდილებას.

მონაწილეებს  მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ჯანდაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებს, შექმნან მეცნიერული მტკიცებულებები და ამასთანავე ხელი შეუწყონ ცოდნის გავრცელებასა და გამოყენებას ჯანდაცვის სფეროს განვითარების მიზნით. 

სიმპოზიუმის პროგრამით დაგეგმილია 100-ზე მეტი პარალელური სესიის ჩატარება, რომელთა ერთი ნაწილი ორგანიზებულ, მეორე კი ინდივიდუალურ პრეზენტაციებს დაეთმობა. ამასთანავე, სიმპოზიუმის ძირითადი პროგრამის დაწყებამდე გაიმართება სატელიტური და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სესიები, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში და გაიფართოვებენ პროფესიულ სანაცნობო წრეს.

დამატებითი ინფორმაცია სიმპოზიუმში მონაწილეობის შესახებ იხილეთ ბმულზე