ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/surati_1.jpg

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელი კონფერენცია

30/11/2017 18:34

017 წლის 11 დეკემბერს, 9:30-17:30 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აწყობს კონფერენციას "სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები". კონფერენცია გაიმართება სასტუმროში Radisson Blu Iveria (მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი #1, თბილისი)

2017 წლის 11 დეკემბერს, 9:30-17:30 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აწყობს კონფერენციას "სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".  კონფერენცია გაიმართება სასტუმროში Radisson Blu Iveria (მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი #1, თბილისი)

კონფერენციის მიზანია, საზოგადოებას წარუდგინოს ფონდის საკონკურსო პროგრამებისა და  ღონისძიებების 2017 წლის ანგარიში, გააცნოს ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების შედეგები,  დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. კონფერენციის დღის წესრიგი ასევე მოიცავს პრეზენტაციებს ფონდის 2018 წლის  გეგმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.

კონფერენცია გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე. ღონისძიების დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.

ფონდის 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციაზე დასაწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ ბმულის მეშვეობით.

ფონდის 2017 წლის წლიური ანგარიში იხილეთ ბმულზე.