ანონსები

2017-2018 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადება

01/12/2017 14:11

2017 წლის 1დეკემბერს ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ათასწლეულის გამოწვევის  ფონდის- საქართველოს ათასწლეულის 2017-18 წლის კონკურსის გამოცხადება.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ.

2016-2017 წლის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენის შემდეგ, შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი მაგდა მაღრაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე ბატონი გიორგი ზვიადაძე.