ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/download.png

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იაპონიის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიის შესახებ

13/12/2017 17:51

იაპონიის საერთაშორისო ფონდის „Matsumae International Foundation” (MIF)-ის ორგანიზებით, ცხადდება კვლევითი სტიპენდია იაპონიაში 2019 წლისათვის.

კვლევითი სტიპენდიისათვის პრიორიტეტული დარგებია საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და მედიცინა.

განაცხადის წარმდგენ პირებს შეუძლიათ თავად აირჩიონ მიმღები ინსტიტუცია (უნივერსიტეტები, ეროვნული კვლევითი ინსტიტუტები ან კერძო სექტორის შესაბამისი დაწესებულება), სადაც განახორციელებენ თავიანთ კვლევით ვიზიტს, თუმცა ამის შესახებ მათ მიმღები ინსტიტუციისგან უნდა ჰქონდეთ თანხმობა.

განაცხადის წარდგენისათვის, აპლიკანტი უნდა იყოს 49 წლამდე ასაკის  და ჰქონდეს დოქტორის ხარისხი. კვლევითი სტიპენდია ითვალისწინებს, კვლევითი ვიზიტის დასრულების შემდგომ, აპლიკანტის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას.

კვლევითი სტიპენდიისათვის (Research Fellowship) განსაზღვრულია 3-6 თვე და  განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო, 17:00 საათი (იაპონიის დროით). კვლევითი ვიზიტის განხორციელებისთვის განსაზღვრულია 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდი. სტიპენდია მოიცავს 220 000 იაპონურ იენას თვეში, დაზღვევასა და ორმხრივ ბილეთს მგზავრობისათვის.

დანართის სახით იხილეთ დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ  აპლიკაციის ფორმასთან ერთად.