ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/h20220-and-health-300x188.jpg

საინფორმაციო დღე “ევროპის კოოპერაცია მეცნიერებასა დ ტექნოლოგიებში – COST და ევროკავშირის პროგრამებიდან დაფინანსების მოზიდვის სხვა შესაძლებლობები”

19/12/2017 10:36

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, 2017 წლის 20 დეკემერს 16.00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო დღე “ევროპის თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – COST და ევროკავშირის პროგრამებიდან დაფინანსების მოზიდვის სხვა შესაძლებლობები”.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს COST-ის ასოციაციის წარმომადგენელი, სამეცნიერო მიმართულების ოფიცერი ნი ინგადადეშიძე, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას COST actions-ით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.

 

საინფორმაციო დღეზე მარი სკლადოვსკა კიურის აქტივობების შესახებ მოხსენებას გააკეთებს ჰორიზონტი 2020-ის საკონტაქტო პირების ეროვნული კოორდინატორი ქ-ნი ნათია გაბიტაშვილი.

 

ჯანმრთელობის მიმართულების 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს ჰორიზონტი 2020-ის მიმართულების – ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა  ეროვნული საკონტაქტო პირი ქ-ნი მაია ოკუჯავა.

 

საინფორმაციო დღე გაიმართება 2017 წლის 20 დეკემბერს, 16.00საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისადმინისტრაციის კორპუსში,

 

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, I სართულზე, საბჭოების დარბაზში