ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საინფორმაციო შეხვედრის შესახებ „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გამომგონებელთათვის“
ანონსები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საინფორმაციო შეხვედრის შესახებ „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გამომგონებელთათვის“

24/01/2018 13:13

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანია გამომგონებლებს მიაწოდოს ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ:

  • საპატენტო სისტემის როლი
  • რა არის გამოგონება
  • რა არის სასარგებლო მოდელი
  • რისი დაპატენტება არის შესაძლებელი
  • პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები
  • როგორი სახე აქვს განაცხადს
  • როგორია ექსპერტიზის პროცედურა
  • საპატენტო დაცვა საზღვარგარეთ

 შეხვედრა გაიმართება ტექნოპარკში, 30 იანვარს 15:00 საათზე

მონაწილეობასთვის გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/DDoKbk

იხილეთ ბმული შეხვედრის შესახებ.