ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/BSH_Logo_Screen-1438033693.jpg

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვებინარის შესახებ: მარია სკლადოვსკა-კიური:RISE, IF და Euraxess Network

29/01/2018 17:23

2018 წლის 31 იანვარს, ცენტრალური ევროპის დროით 11 საათზე (ქართული დროით 14 სთ) Black Sea Horizon პროექტის ფარგლებში გაიმართება ვებინარი შავი ზღვის ქვეყნებისათვის მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების შესახებ:

  • კვლევისა და ინოვაციების პერსონალის გაცვლის აქტივობა (RISE);
  • ინდივიდუალური კვლევითი ვიზიტი (Individual Fellowship);
  • Euraxess ქსელი.

ვებინარს გაუძღვებიან მარია სკლადოვსკა-კიურის ეროვნული საკონტაქტო პირები პოლონეთსა და რუსეთში და პოლონეთის Euraxess ექსპერტი.

ვებინარის ხანგრძლივობა: 1 საათი.

ვებინარზე დასწრება შეგიძლიათ მოცემული ბმულის მეშვეობით.

აღნიშნული ვებინარი არის Black Sea Horizon პროექტის ფარგლებში ბოლო ვებინარი, რომელიც მიმოიხილავს მარია სკლადოვსკა კიურის კონკურსებს, ზოგადად, და მის ფარგლებში დაგეგმილ ზემოაღნიშნულ აქტივობებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ევროკავშირის ეროვნულ საკონტაქტო პირს კვლევითი პროგრამებისთვის: adam.gluszuk@kpk.gov.pl

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.