ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/Fundaci%C3%B3n%20Princesa%20de%20Asturias.jpg

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ასტურიის პრინცესას ყოველწლიური პრემიის შესახებ

31/01/2018 10:42

ესპანეთის ტახტის მემკვიდრის, ასტურიის პრინცესა ლეონელის ფონდმა დაიწყო 2018 წლის ყოველწლიურ საერთაშორისო პრემიაზე წარსადგენი კანდიდატებისა და ორგანიზაციების განაცხადების მიღება.

პრემია გაიცემა რვა კატეგორიაში: ხელოვნება, ლიტერატურა, სოციალური მეცნიერებები, კომუნიკაციები და ჰუმანიტარული სფერო, ტექნიკური და სამეცნიერო კვლევა, საერთაშორისო თანამშრომლობა, მშვიდობა და სპორტი. აუცილებელია, კანდიდატების/ორგანიზაციების საქმიანობა იყოს საერთაშორისო მასშტაბის.

ასტურიის პრინცესას პრემიის ლაურეატები არიან: ესპანელი რეჟისორი პედრო ალმადოვარი, ამერიკელი რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა, კომპანია Google, კანადელი ნოველისტი მარგარეტ ეტვუდი, გერმანელი მრბოლელი მიხაელ შუმახერი და ა.შ.

ნომინაციების წარდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 14 მარტი. პრემიების გადაცემის ცერემონია გაიმართება ოქტომბერში, ასტურიის (ესპანეთი) დედაქალაქ ოვიედოში. პრემიას გადასცემს ესპანეთის მეფე ფელიპე VI.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართებზე:

ასტურიის პრინცესას პრემია 2018

2018 წლის კონკურსის რეგულაციები