ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/images_1.jpg

ფონდი აანონსებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსს საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის

02/02/2018 12:13

საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის  სახელმწიფო საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2018 წლის თებერვალში.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლა, მოძიება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვა.

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით!

 

კონკურსის ძირითადი პირობები

კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მოპოვება შეუძლია: წამყვან ორგანიზაციას თანამონაწილე ორგანიზაციასთან ერთად (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში), პროექტის ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში) პროექტის კოორდინატორთან და ძირითად პერსონალთან ერთად.

  • პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, კოორდინატორი, მკვლევარი და ახალგაზრდა მეცნიერი;
  • პროექტის ძირითად პერსონალში ჩართული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი პროექტის განხორციელების მთლიანი პერიოდის განმავლობაში;
  • პროექტში შეიძლება ჩართული იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ძირითადი ან დამხმარე პერსონალის სტატუსით.

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აჭარბებდეს წელიწადში 100 000 ლარს საზღვარგარეთ წარმოებული კვლევითი პროექტისათვის და 70 000 ლარს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროექტისათვის.

პროექტს  შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.

პროექტის ხანგრძლივობა  შეიძლება იყოს 24 ან 36 თვე. პროექტის განხორციელება უნდა იწყებოდეს 2018 წლის სექტემბრიდან.

კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის წესები და პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები.

კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: he@rustaveli.org.ge

ტელეფონის ნომერი: 2 200 220 (4302)