ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/XKIC%20Banner%20Ad.png

ბიზნეს იდეების კონკურსი-EIT CROSS-KIC 2018

21/02/2018 16:51

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბიზნეს იდეების კონკურსის შესახებ EIT CROSS-KIC 2018 .

კონკურსის  მიზანია, მხარი დაუჭიროს დამწყებ მეწარმეებს  ბიზნეს იდეების განხორციელებაში შემდეგი მიმართულებების მიხედვით: საკვები, ჯანმრთელობა, ნედლეული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ასოცირებული ქვეყნების მოქალაქეებს.

საუკეთესო ბიზნეს იდეა თითოეული მიმართულების მიხედვით დაჯილდოვდება 10 000 ევროთი.

ბიზნეს იდეების შესახებ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი, 17:00 საათი ცენტრალური ევროპის დროით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო პირებისგან:

საკონტაქტო პირი EIT Food: Adam Strzelecki

საკონტაქტო პირი EIT Health: Dora Marosvolgyi

საკონტაქტო პირი EIT Raw Materials : Giorgio Recine

დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ ბმულზე.