ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/PATL%20img_1.jpg

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას რობერტ ბოშის ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის Postdoc Academy for Transformational Leadership შესახებ

05/04/2018 11:57

პროექტის მიზანი:

საზოგადოებისათვის საერთაშორისო პროგრამის შეთავაზება, რომლის მიზანია მდგრადი განვითარებისა და ტრანსფორმაციის კვლევის მიმართულებით ახალგაზრდა მეცნიერთა მომზადება. პროგრამა განხორციელდება  წამყვანი ევროპული აკადემიური ინსტიტუტების ჩართულობითა და ხელშეწყობით.

პროექტის განხორციელების ფორმატი:

The Postdoc Academy for Transformational Leadership მოიცავს, ორი წლის განმავლობაში ჩასატარებელ ოთხ ინტენსიურ სემინარს, რომელიც ემსახურება კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი მკვლევრების კომპეტენციის გაუმჯობესებას.

მონაწილეობა:

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ პოსტ-დოქტორანტებს, მათ შორის ახალგზარდა მეცნიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 20 ახალგაზრდა მკვლევარი. მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

აკადემიის პროგრამის ამსახველი ბროშურა იხილეთ ბმულზე:

პროექტის განხორციელების ადგილი და დრო:

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 15.04.2018

საკონტაქტო პირი რობერტ ბოშის ფონდიდან:

Andrea Bruhn

პროექტის მენეჯერი

Tel: +49 711 46084-610