ტრანსპორტი და მობილობა - ევროპული კვლევების საბჭოს ანგარიში
ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/transport.png

ტრანსპორტი და მობილობა - ევროპული კვლევების საბჭოს ანგარიში

24/04/2018 11:20

ფონდი ავრცელებს ევროპული კვლევების საბჭო (ERC)-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე საინფორმაციო ანგარიშს ტრანსპორტისა და მობილობის საკითხების შესახებ (Transport and Mobility). პუბლიკაცია მიმოიხილავს ERC-ს სხვადასხვა საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს ტრანსპორტისა და მობილობის მიმართულებით. აღნიშნული კვლევითი პროექტები აერთიანებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ჯანმრთელობის, გარემოს, ინფრასტრუქტურის, საავტომობილო მოძრაობისა და უსაფრთხოების საკითხებს. ამასთანავე, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მომხმარებელთა ქცევის, ტრანსპორტის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების კუთხითაც. დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ ანგარიში  ბმულის მეშვეობით.