საერთაშორისო კონფერენცია - “ინოვაციური ევროპა? ევროკავშირის ინოვაციების ახალი სტრატეგია“
ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Capture-Sb.PNG

საერთაშორისო კონფერენცია - “ინოვაციური ევროპა? ევროკავშირის ინოვაციების ახალი სტრატეგია“

05/06/2018 12:19

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ინოვაციური ევროპა? ევროკავშირის ინოვაციების ახალი სტრატეგია“, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 5 ივნისს 09:00-17:15 ბრუსელის დროით. კონფერენციაზე განხილულ იქნება ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe). განსახილველ საკითხებს შორისაა ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა და პოლიტიკური საკითხები კვლევისა და ინოვაციის  სისტემის განვითარებისთვის ევროპის მასშტაბით, რაც გულისხმობს სხვადასხვა სფეროს: ჯანმრთელობა, ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიები, მეწარმეობა, ენერგეტიკა, რეგიონალური განვითარება და ა.შ.

კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი საკითხები მოიცავს:

  • მრავალსექტორული ინოვაციის პოლიტიკა - ინდუსტრია;
  • ინოვაციის დაფინანსება - ევროპული ინოვაციური საბჭომდე;
  • ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის მიზანი და მისია;
  • ბარიერები ინოვაციის კუთხით - ხელოვნური ინტელექტი, ფინანსები, რეგიონალური განვითარება, ჯანმრთელობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.

კონფერენციაზე დასწრება  შესაძლებელია ასევე ვირტუალურად, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაცია ბმულის მეშვეობით. კონფერენციაზე ინტერაქციისათვის (live webcast), უნდა გამოიყენოთ #InnovativeEU და #HorizonEU.

დამატებითი ინფორმაცია მომხსენებლებისა და კონფერენციის პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.