ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მომდევნო პრეზიდენტის შესარჩევად კომიტეტი შეიქმნა
ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/lk.jpg

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მომდევნო პრეზიდენტის შესარჩევად კომიტეტი შეიქმნა

06/06/2018 13:28

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) მომდევნო პრეზიდენტის შესარჩევად შექმნილი კომიტეტის შესახებ. უმაღლესი კომიტეტი შედგება გამორჩეული სამეცნიერო მიღწევების მქონე ექსპერტებისაგან; მათი რეკომენდაციის საფუძველზე არჩეულ იქნება ERC-ის  მომდევნო პრეზიდენტი, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჟან-პიერ ბურჟინიონს.

ევროკავშირის კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციების კომისრის კარლოს მოედაშის განცხადებით, ERC-ის ახალი პრეზიდენტის შესარჩევად შექმნილი უმაღლესი კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ევროკავშირის ყოფილი კომისარი, მილანის ბოკონის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი.

კომიტეტი წარადგენს რეკომენდაციებს ევროკომისიაში, რის საფუძველზეც არჩეულ იქნება ევროპული კვლევების საბჭოს პრეზიდენტი 2020 წლის 1 იანვრიდან.  მოედაშის განცხადებით, ევროპული კვლევების საბჭოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ექნება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამაში. 

კომიტეტის შემადგენლობა:

  • თავმჯდომარე: მარიო მონტი
  • ჰელგა ნოვოტნი - ERC-ის სამეცნიერო საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი;
  • ფაბიოლა ჯიანოტი - ევროპის ატომური კვლევითი ორგანიზაციის დირექტორი;
  • კარლ-ჰენრიხ ჰელდინი- ნობელის ფონდის საბჭოს ხელმძღვანელი, ლუდვიგის ინსტიტუტის დირექტორი უფსალას უნივერსიტეტში;
  • ჯულს ჰოფმანი - ინტეგრირებული ბიოლოგიის ხელმძღვანელი სტრასბურგის უნივერსიტეტში, მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი 2011წ წელს;
  • ელის გასტი - ლონდონის იმპერიული კოლეჯის პრეზიდენტი;
  • მაციეჟ ზულიცზი - პოლონეთის სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზდენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ვებგვერდზე.