ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/UNESCO-Young-Professionals-Programme-YPP-2018-300x167.jpg

იუნესკოს ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამა

07/06/2018 11:21

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული 2018 წლის ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამის შესახებ (Young Professional Programme).

აღნიშნული პროგრამის მიზანია პროფესიონალი ახალგაზრდების ჩართვა იუნესკოს საქმიანობაში ორგანიზაციის სათაო ოფისში ან მის რეგიონალურ ბიუროებში მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის ბიუროს წესების თანახმად, ქვეყანას აქვს უფლება წარადგინოს მაქსიმუმ 15 კანდიდატი 2018 წლის 27 ივლისამდე.  2018 წლის 31 დეკემბრისთვის კანდიდატები უნდა იყვნენ არაუმეტეს 32 წლის, სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენებს და ჰქონდეთ მინიმუმ მაგისტრის დიპლომი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონულად, ელ-ფოსტაზე: unesco@mfa.gov.ge 2018 წლის 29 ივნისამდე შემდეგი დოკუმენტაცია :

  • CV - ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი - ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (წერილი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 500 სიტყვას და ასახავდეს აპლიკანტის ხედვას ორგანიზაციაში მის როლთან მიმართებაში - როგორ ხედავს ის საკუთარ თავს ორგანიზაციის სისტემაში და რა წვლილის შეტანა შეუძლია მის ცოდნას, გამოცდილებას და მისწრაფებას ორგანიზაციის მანდატით გათვალისწინებულ საქმიანობაში).

იუნესკოს სათაო ოფისს კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია   იუნესკოს ეროვნული კომისიის ვებგვერდზე, იხილეთ ბმული.