ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/horizon-europe.jpg

ფონდი ავრცელებს ევროკომისიის განცხადებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის 2021 – 2027 წლების ბიუჯეტის შესახებ

08/06/2018 18:00

ფონდი ავრცელებს ევროკომისიის განცხადებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის 2021 – 2027 წლების ბიუჯეტის შესახებ.

„ჰორიზონტი ევროპა“ -  ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს პროექტ „ჰორიზონტი 2020“ - ის სამეცნიერო - კვლევითი მიღწევები და შედეგები. სანამ ევროპული კვლევით საბჭო და მარი სკლადოვსკა - კიურის პროგრამა განაგრძნობს სამეცნიერო სფეროს განვითარებასა და დახვეწას, „ჰორიზონტი ევროპა“ ასევე შესთავაზებს საზოგადოებას შემდეგ შესაძლებლობებს:

  • A European Innovation Council (EIC) - ევროპული ინოვაციების საბჭო, რომელიც ამჟამად არის საპილოტე პროექტი, წარმოადგენს ევროკავშირის საინოვაციო განვითარების მთავარ მამოძრავებელს, რომელიც ხელს შეუწყობს საბაზრო სისტემის განვითარებასა და მრავალფეროვანი კონკურენციის წახალისებას. პროექტი იქნება მაღალი რისკის მქონე, მაგრამ პერსპექტიული სტარტაპების დაფინანსებისა და წახალისების მთავარი წყარო;
  • ევროკავშირის მასშტაბით შექმნილი კვლევისა და ინოვაციების ახალი მისიები, რომლებიც კონცენტრირებულნი იქნებიან ეფექტურ სოციალურ ცვლილებებზე და ინდუსტრიული კონკურენციის ზრდაზე. „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში ევროკომისია ჩამოაყალიბებს ახალ მისიებს, რომელთაც ექნებათ გამჭვირვალე და ამბიციური მიზნები, მათ შორის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა და ოკეანეების დაბინძურების აღკვეთა. აღნიშნული მისიების შექმნასა და მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები, ევროპული პარლამენტი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები;
  • პროცესების გამჭვირვალობა: სამეცნიერო პროცესების გამჭვირვალობა იქნება „ჰორიზონტი ევროპის“ მთავარი სამუშაო ფორმატი და ოპერირების პრინციპი. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს საბაზრო განვითარებისა და აღმასვლის პროცესს.

დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.