ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/SS-Georgia_photo.png

ჰორიზონტი 2020-ის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია

11/06/2018 12:29

მიმდინარე წლის 14 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის # 107 აუდიტორიაში  14:00 სთ-ზე გაიმართება „ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია.

პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი - Policy Support Facility გულისხმობს მაღალი რანგის, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციის შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით. ექსპერტთა ვიზიტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომისიისადმი მიმართვის საფუძველზე 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით. ექსპერტთა ორი ვიზიტი გაიმართა 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში და ვიზიტების ფარგლებში გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის/ინდუსტრიის და აკადემიური სექტორის  წარმომადგენლობასთან შემდეგი საკითხების შესახებ:

  1. მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება (Support in identification of promising research fields);
  2. მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება (Measures for narrowing the gap between research and industry/business);
  3. შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემის შემუშავება (Proposal for the performance-based funding of research entities).

პოლიტიკის მხარდამჭერი სპეციალური ინსტრუმენტის მესამე, შემაჯამებელი ვიზიტი ითვალისწინებს საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სისტემის (STI System) განვითარების მიზნით  ევროკომისიის ექსპერტების მიერ შემუშავებული ანგარიშის და შესაბამისი რეკომენდაციის  წარდგენასა და გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ ანგარიში გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 14 ივნისს ვებგვერდზე: https://rio.jrc.ec.europa.eu/en/policy-support-facility/specific-support-georgia

14 ივნისს პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით.