ფონდი აანონსებს 2018 წლის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევით საგრანტო კონკურსს
ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/farosana.jpg

ფონდი აანონსებს 2018 წლის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევით საგრანტო კონკურსს

12/06/2018 14:45

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2018 წლის ივნისში.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზნებია: სახელმწიფოს წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო სირთულეების გადაჭრა სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების გზით; აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინოვაციური სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა; ახალი ცოდნის, მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიება; პრობლემის მოგვარების ახალი მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი საერთაშორისო სივრცეში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით!

კონკურსის ძირითადი პირობები:

საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური სამეცნიერო-კვლევითი გრანტები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას, პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.

  • პროექტს უნდა ჰყავდეს წამყვანი ორგანიზაცია;
  • პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი;
  • პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი;
  • პროექტს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი;
  • პროექტში ჩართული უნდა იყოს მინიმუმ ერთი ახალგაზრდა მეცნიერი პროექტის განხორციელების ყველა საანგარიშო პერიოდში;
  • პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანამონაწილე ორგანიზაცია/ები (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში);
  • პროექტს შეიძლება ჰყავდეს პარტნიორი ორგანიზაცია;
  • პროექტს შეიძლება ჰყავდეს დამხმარე პერსონალი;
  • პროექტს შეიძლება ჰყავდეს კონსულტანტ(ებ)ი;
  • პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანადამფინანსებელი.

დაუშვებელია საგრანტო კონკურსში პროექტის ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 1 ან 2 წელი. საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს.

პროექტისათვის მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 61 250 ლარს წელიწადში და 122 500 ლარს - 2 წელიწადში. ორწლიანი პროექტის შემთხვევაში საანგარიშო პერიოდებს შორის თანხის განაწილება შესაბამისობაში უნდა იყოს პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან.

კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის პროგრამა და პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები.

კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 32 2 200 220 (4015)