ანონსები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ქართველი საჯარო მოხელეებისათვის თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტში (TODAIE) სასტიპენდიო პროგრამის

15/06/2018 09:55

ანკარაში მდებარე თურქეთისა და შუა აღმოსავლეთის საზოგადოებრივი მართვის ინსტიტუტი (TODAIE) 2014 წლიდან სახელმწიფო მოხელეებისათვის აწყობს სახელმწიფო მართვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას, ასევე პოლიტიკური მეცნიერებებისა და სახელმწიფო მართვის დოქტორანტურის პროგრამას ინგლისურ ენაზე.

2018-2019 სასწავლო წლისათვის აღნიშნულ პროგრამაზე განცხადების გაკეთება შესაძლებელია 2018 წლის 17 ივლისამდე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციაში დასაქმებულ ახალგაზრდა მოხელეებს.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.todaie.edu.tr/genel/bizden_detay_eng.php?kod=1908&tipi=67

განაცხადის ფორმის წარდგენა შეგიძლიათ 2018 წლის 17 ივლისამდე, შემდეგ მისამართზე: enderun@todaie.edu.tr