ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/CulturalHeritage.jpg

ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტები კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით

25/06/2018 14:52

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას“ ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, ევროპული კვლევების საბჭოს მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. პროექტების მიზანია ხელი შეუწყონ კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების დაცვას, შენარჩუნებასა და შესწავლას.

 აღნიშნული პროექტებია:

  • ისტორიული კონტექსტი უკეთესი მომავლისთვის

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები დასავლეთ ევროპის, სასოფლო ცხოვრების კვლევისთვის. კვლევები ითვალისწინებს დაადგინოს საერთო მახასიათებლები, რამაც აღნიშნული საზოგადოებები უფრო მდგრადი გახადა ისტორიული პერიოდის განმავლობაში. პროექტი დაიწყო 2014 წელს და საკვლევი პერიოდი გააჩნია 1300-1800 წლები.

  • მალტა - ცივილიზაციის აღზევება და დაცემა

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი, რომელიც იკვლევს უძველეს მალტის ისტორიას. კვლევა ორიენტირებულია აღმოაჩინოს მახასიათებლები, რომლებმაც მალტის კულტურას ხელი შეუწყო ან გაანადგურა. უფრო კონკრეტულად კი პირველი დასახლებები მალტაზე და მისი გავლენა ფიზიკურ ეროზიასა და დეგრადაციაზე.

  • ახალი ხედვა გოთურ სარდაფებსა და კონსტრუქციაზე

არსებული ინფორმაცია გოთურ სარდაფებსა და კონსტრუქციებზე საკმაოდ მწირია. ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა იკვლევს ადრეულ გოთურ სარდაფებსა და მის კონსტრუქციებს. კვლევა კი გეომეტრიული ინჟინერიის მეშვეობით მიმდინარეობს, რომელიც ისტორიულ წყაროებს ეფუძნება.

  • 3 განზომილებანი მოდელირების ახალი მეთოდი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,ტიტანიუმი“ ორიენტირებულია ურბანულ მოდელირებაზე პარამეტრების დიდი სიზუსტით და ვიზუალურად სრულყოფილი სამგანზომილებიანი მოდელირებით. იგი წარმოადგენს მაღალი სიზუსტით შექმნილ ისტორიული ადგილებისა და ნაგებობების ასლის მოდელირებას, რის დახმარებითაც ისტორიულ ლანდშაფტის და დასახლების ილუსტრირება იქნება შესაძლებელი.

  • ახალი ნახშირბადის კვლევა, საჰარის ცივილიზაციის შესასწავლად

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი ,,ტრანს-საჰარა“ იკვლევს წინარე ისლამური პერიოდის დროინდელ საჰარის ტერიტორიის მახასიათებლებს: ვაჭრობას, დასახლების ტიპებს, ეკონომიკურ აქტივობას, დაკრძალვის ტრადიციებს და ა.შ. კვლევა ცხადყოფს, საჰარის ტერიტორიის დასახლების უცნობ დეტალებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდ