ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/unesco.png

იუნესკოს ,,მონაწილეობის პროგრამა“ 2018-2019

26/06/2018 09:29

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ,,იუნესკოს“ მონაწილეობის პროგრამა 2018-2019 ფარგლებში გამოცხადებულ საპროექტო განაცხადის მიღების შესახებ.

,,მონაწილეობის პროგრამა“ არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთ საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევს სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.( პრიორიტეტები მოცემულია ბმულზე (გვ 20 იდან)  და დოკუმენტში - 39C/5)

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა საქართველოს იუნესკოს საქმეთა  ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია :

  1. პროექტის ანოტაცია ქართულ ენაზე( მაქს. 1 გვერდი)
  1. შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე( გთხოვთ იხილოთ ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ)
  2. დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.
  3.  პროექტის განხილვისას ყურადღება ექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყებების სარეკომენდაციო წერილს.

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა განსაზღვრულია 2018 წლის 16 ივლისს

კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

სააპლიკაციო განაცხადის ფორმა და სხვა დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვებგვერდზე