ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/baner%201.jpg

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივ საერთაშორისო კონფერენცია

12/07/2018 16:56

2018 წლის 16 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის “საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების” ერთობლივ საერთაშორისო კონფერენცია.

საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის მიღწევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვას. ასევე, საქართველოს შემსწავლელი ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ფონდის სხვადასხვა სქემით დაფინანსებული კვლევების მნიშვნელოვანი შედეგების წარმოჩენას, საერთაშორისო და ადგილობრივ მკვლევართა შორის დიალოგის ხელშეწყობასა და თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავებას.

კონფერენცია უმასპინძლებს  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მკვლევრებს: ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის აპლიკანტებსა და გრანტიორებს, ფონდის მიერ ადმინისტრირებული სხვა კონკურსების წარმატებულ მონაწილეებსა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებით დაინტერესებულ პირებს.

 კონფერენციაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია  ბმულზე.

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე.

 

კონფერენციაზე რეგისტრაცია: 9:00 სთ

კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური

კონფერენციის ჩატარების ადგილი -

ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტის

ეროვნული ბიბლიოთეკა (ლ. გუდიაშვილის ქ. 7)