ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/erc%20mathematics.png

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული პროექტები მათემატიკის მიმართულებით

01/08/2018 17:20

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ მათემატიკის დარგში. ERC -იმ გამოაქვეყნა ბროშურა Mathematics Spotlight on ERC Projects”, რომელიც მოკლედ აღწერს აღნიშნულ პროექტებს. ევროპის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ის ფარგლებში, ევროპული კვლევების საბჭო (ERC) მხარს უჭერს მეცნიერებს ყველა სამეცნიერო მიმართულებაში.   თუცა, აღნიშნული ბროშურა ემსახურება მათემატიკის როლის წარმოჩენას სხვა სამეცნიერო დისციპლინებს შორის.

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებულია 377 პროექტი მათემატიკის მიმართულებით, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 600 მილიონ ევროს შეადგენს.

ბროშურა და სხვა დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Era Portal Austria ვებგვერდზე.