ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/unesco_logo.jpg

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ

04/10/2018 12:38

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ (UNESCO/Japan Young Researchers’ Fellowship Programme),  რომელსაც აფინანსებს იაპონიის მთავრობა ,,Japanese Funds-in-Trust for the Capacity-Building of Human Resources’’ პროგრამის ფარგლებში. 

პროგრამის ფარგლებში გაიცემა 10 კვლევითი სტიპენდია,  UNESCO-ს  4 პრიორიტეტულ მიმართულებაში. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ აპლიკანტებს: 1. პირებს, რომელთაც სურთ აკადემიური კარიერის იაპონიაში გაგრძელება; 2. ქალ აპლიკანტებს; 3. აპლიკანტებს აფრიკის ქვეყნებიდან; 4. აპლიკანტებს პატარა კუნძულოვანი ქვეყნებიდან; 5. აპლიკანტებს განვითარებადი ქვეყნებიდან.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კვლევების განვითარებას UNESCO-ს  შემდეგი ოთხი პრიორიტეტის მიმართულებით: 1. გარემოსთან დაკავშირებული საკითხები; 2. ინტერკულტურული დილოგი; 3. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; 4. კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა.  კონკურსის ფარგლებში სხვა მიმართულებით წარდგენილი თემები არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს A, M.S. ან მათთან  გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
  • კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც უნდა გამოიყენონ მათი ქვეყნის განვითარებისთვის  უკან დაბრუნების შემდეგ;
  • თითოეულ ქვეყანას შეუძლია მაქსიმუმ ორი კანდიდატურის წარდგენა
  • კანდიდატები არ უნდა იყვნენ 40 წელზე მეტი ასაკის, პროგრამის ფარგლებში არ განიხილება 1978 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირების განაცხადები;
  • შერჩეულმა კანდიდატებმა კვლევა უნდა განახორციელონ მასპინძელი ინსტიტუციაში, აკადემიური ხელმძღვანელის დაკვირვების ქვეშ; ხელმძღვანელის თანხმობის წერილის წარმოდგენა სავალდებულოა
  • კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 9 თვე.

განაცხადების  მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ნოემბერი

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე