ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/4th%20call.png

გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისათვის

07/11/2018 17:24

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა “Horizon 2020”-ის  ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, EaP Plus-ის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის - “Grants for Networking” ბოლო რაუნდის შესახებ.

კონკურსის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მკვლევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საშუამავლო ღონისძიებებისა (brokerage events) და Horizon 2020-ის კონკურსებში წარსადგენ საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში (preparatory meetings).  

საშუამავლო ღონისძიება (Brokerage event) გულისხმობს სამუშაო შეხვედრას კონკრეტულ სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარების/გაღრმავების მიზნით საერთაშორისო მკვლევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის სამუშაო შეხვედრას (იხ. ვიდეო).

მოსამზადებელი შეხვედრა (preparatory meeting) საშუალებას აძლევს მკვლევრებს მოამზადონ და წარადგინონ ერთობლივი განაცხადები „ჰორიზონტი 2020“-ში.

აღსანიშნავია, რომ მცირე საგრანტო სქემის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება  დაეთმობა “SPIRE”-ის კონკურსებს, და შესაბამისად, აღნიშნული კონკურსების შესახებ საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობას.

იხილეთ EaP Plus საგრანტო კონკურსში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მაისი.

დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ივნისამდე დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და სასურველია, განაცხადის ფორმა გაგზავნილ იქნეს ღონისძიებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.

დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადები ელექტრონულად უნდა გაუგზავნოთ პროგრამის კოორდინატორებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს ფონდში:

მარიამ ქებურია: keburia@rustaveli.org.ge

თამთა შკუბულიანი:  tshkubuliani@rustaveli.org.ge

გიორგი წოწორია:  tsotsoria@rustaveli.org.ge

EaP Plus პროექტის მხრიდან ჩართულ საერთაშორისო ექსპერტს მარგიტ დევიდს: E-mailmargit.david@rcisd.eu (Regional Centre for Information and Scientific Development, RCISD).

აღნიშნული საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსდება ღონისძიებაზე დასწრებისათვის ხარჯები EaP PLUS პროექტში ჩართული ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის რეგულაციების შესაბამისად.

იხილეთ ბმულები დაგეგმილი ღონისძიებებისა და კონკურსების შესახებ:

 

სხვა საშუამავლო ღონისძიებები: http://een.ec.europa.eu/tools/services/EVE/Event/ListEvents

სხვა კონკურსები: https://www.eap-plus.eu/object/call/231

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ გაეცნოთ გზამკვლევს.