ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/pic.png

საერთაშორისო კონფერენცია - ,,ევროკავშირის კვლევა და ინოვაცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“

09/11/2018 15:41

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ - ,,ევროკავშირის კვლევა და ინოვაცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

კონფერენცია ეხება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს და, ამავდროულად, არის შესაძლებლობა ევროკავშირის ინსტიტუტების, კვლევითი დაწესებულებების, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისთვის, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ახალი იდეები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი და ევროკომისიის წევრი კარლოს მოედაში.

კონფერენცია ფოკუსირებულია შემდეგ თემებზე: ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა, საზოგადოების დაცვა და უსაფრთხოება და ინოვაციების დანერგვა საზოგადოებაში.

კონფერენცია გაიმართება ევროპარლამენტში, ბრიუსელში, 2018 წლის 27 ნოემბერს 14:00 – 18:45. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ევროპარლამენტის ვებსაიტს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 13 ნოემბერი, იხ. ბმული  

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ევროკომისიის ვებსაიტს.

გთხოვთ, იხილოთ კონფერენციის პროგრამა,  თანდართულ ფაილში.