ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/46496091_179044693043904_919025196348735488_n.png

,,ჰორიზონტი 2020”-ის ვებინარი უსაფრთხოების საკითხებით დაინტერსებულთათვის

21/11/2018 15:47

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვებინარის შესახებ, რომელიც ფოკუსირებულია ევროპის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ში უსაფრთხოების თემატიკაზე. ვებინარზე განხილულ იქნება „ჰორიზონტი 2020“-ის სოციალური გამოწვევების სვეტის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამა და “უსაფრთხო საზოგადოებების“ მიმართულებით. ვებინარში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც მოღვაწეობს უსაფრთხოების სფეროში და დაინტერესებულია აღნიშნული თემატიკის კვლევებით.

ვებინარი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • კატასტროფების მიმართ მდგრადობა
  • კრიმინალი და ტერორიზმი
  • სასაზღვრო და საგარეო უსაფრთხოება

ვებინარი აღნიშნული მიმართულებით ინფორმაციის გაზიარებისა და კონტაქტების მოძიების კუთხით გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სადაც მომხსენებლები ასევე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ მონაწილეებს.

ვებინარი გაიმართება მიმდინარე წლის 12 დეკემბერს და მასში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.