ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/pastedImage_1.png

პრიზი ქალი ინოვატორებისათვის

27/11/2018 12:15

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის პრიზის შესახებ EU Prize for Women Innovators”.

კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის სოციალური გამოწვევების სვეტის 2018-2020 წლების  სამუშაო პროგრამა „მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისათვის“.

აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს ქალების როლის გაძლიერებას ინოვაციების მიმართულებით და ითვალისწინებს 4 ინოვატორი  ქალის დაჯილდოებას, (მათგან ერთი ახალგაზრდა „ე.წ. დამწყები ინოვატორის“), რომელთა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინოვაციურ ეკოსისტემაზე გავლენის თვალსაზრისით.

კონკურსის ფარგლებში, გაიცემა 3 ჯილდო 100 000 ევროს ოდენობით, და 1 ჯილდო - 50 000  ევროს ოდენობით ახალგაზრდა „დამწყები ინოვატორისათვის“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი და ჰორიზონტი 2020-თან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენელ ქალ ინოვატორებს (მათ შორის საქართველოდან).

მონაწილე უნდა იყოს ინოვაციური კომპანიის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელი, და აღნიშნული კომპანია დარეგისტრირებული უნდა იყოს 2017 წლის 1 იანვრამდე.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მონაწილეთა პორტალის მეშვეობით და განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 16 იანვარი.

დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ კონკურსის პირობები.