ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/SnT%20IMAGE.jpg

საერთაშორისო კონფერენცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ SnT 2019

27/11/2018 17:40

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების 2019 წლის კონფერენციის შესახებ, რომელსაც ატარებს ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის ორგანიზაცია (CTBTO) და ეხება ამავე ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კონვენციის ამოქმედების საკითხს.

ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით ბირთვული ცდების ჩატარების აკრძალვასა და კანონგარეშედ გამოცხადებას. ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის საბჭო ჩამოყალიბდა 1997 წელს და იმართება ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან.

აღნიშნული კონფერენცია მეტწილად ეყრდნობა კონვენციის ძალაში შესვლისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო ინოვაციურ და უნივერსალურ მიდგომებს.

ღონისძიება წარმოადგენს CTBTO-ს რიგით მეშვიდე კონფერენციას, რომელიც თავს მოუყრის 1000-მდე საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე მეცნიერს, ტექნოლოგს, აკადემიკოსს, სტუდენტს, მედიისა და უშუალოდ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლებიც პირადად იქნებიან ჩართულნი კონვენციის ვერიფიკაციის პროცესში.

კონფერენციის ძირითადი მიზნებია:

  1. ბირთვული ცდების აკრძალვის მონიტორინგში სამეცნიერო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობის გაძლიერება
  2. CTBTO-სა და სამეცნიერო საზოგადოებებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა;
  3. ბირთვული ცდების აკრძალვის მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გამოვლენა და გადაჭრის გზების მოძიება;
  4. ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული და პოლიტიკური გეგმების იდენტიფიცირების ხელშეწყობა სამეცნიერო საზოგადოების თანამშრომლობის გზით;
  5. ცდების აკრძალვის ვერიფიკაციის მიზნით ფართო სამოქალაქო და სამეცნიერო საშუალებების ხელშეწყობა.

კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 24-28 ივნისს ქალაქ ვენაში, ავსტრიაში.

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი.

ვრცელი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ორგანიზატორებს შემდგომი ელ-ფოსტის მეშვეობით: SnT@ctbto.org