ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივი სტიპენდიები

მიზნობრივი პროექტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით - ახალგაზრდა მეცნიერთა (დოქტორანტების და პოსდოკების) ერთობლივი სტიპენდიები (DAAD)

05/01/2016 16:04

კონკურსის მიზანი: ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მობილობის გაზრდით მათი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა. მიზნობრივი პროექტები მიმართული იქნება ნიჭიერ, ახალგაზრდა მეცნიერთა გამოვლენისკენ და მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისკენ, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების სასწავლო-კვლევითი სტიპენდიების დაფინანსების გზით. ორმხრივი მიზნობრივი თანამშრომლური შეთანხმებების საფუძველზე დაფინანსდება ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ერთობლივი საგრანტო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის განვითარებას, მათ ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სივრცეში. 

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებების აკრედიტირებული სადოქტორო პროგრამების დოქტორანტები და პოსტდოქტორანტები.

ხანგრძლივობა: დოქტორანტებისათვის კვლევითი პროექტის ხანგრძლივობაა 3-6 თვე, პოსდოქტორანტებისათვის 4-6 თვე

კოორდინატორები: ნ.გაჩეჩილაძე, ნ.ბიწაძე

კონკურსის 2017 წლის ბიუჯეტი: 437,500.

 

ნორმატიული აქტი

2017 წლის კონკურსის პირობები

 

დაფინანასებული პროექტები:

2017 წელი